imedi /  12 ივლისი 2021, 13:44 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: მნიშვნელოვანია, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

პარლამენტი არის ადგილი, სადაც მინისტრი მოვა და გაცემს ყველა კითხვაზე პასუხს. ვთვლი, რომ მხოლოდ კომიტეტის ჩატარება საკმარისი არ იქნება და გთავაზობთ, ვიმსჯელოთ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომ ერთი რიგგარეშე სესია ჩატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ მოვუსმენთ მინისტრს და ყველას, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე „TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, აუცილებელია ყველა დანაშაულზე მკაცრი პასუხის გაცემა თუკი მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყნის აშენება გვსურს.

პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის 5 ივლისს დაწყებული მოვლენების სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება. კახა კუჭავამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პარლამენტი სიმართლის დადგენაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

„არ შეიძლება ემოციების გარეშე ისაუბრო, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის, ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, თუ რამხელა სიყვარული და მეგობრობაა მათ შორის და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად, ყველა. ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, მეგობრების მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ. ეს არის ის სამწუხარო ამბავი, რომელმაც აღაშფოთა ყველა. ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, პარლამენტსაც მოუწევს, ჩაერთოს აქტიურად იმაში, რომ რეალურად, დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, საუბარია ექსპერტიზაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, აუცილებელია, ჩაერთოს ყველა საერთაშორისო ექსპერტიც, თუ ამის საჭიროება იქნება და როგორც ვხედავთ, ამის საჭიროება იქნება იმისთვის, რომ ნდობა იყოს რეალური, შედეგები გახდეს ცნობილი ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უმრავლესობამ, ასევე, ოპოზიციამ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტი ერთია, რომ არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვის ნიშანი, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და ვახსენეთ კიდეც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს გამეორება იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, რაც ჩვენ ვიხილეთ - ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას, აუცილებელია, რომ სრულად მოხდეს ყველას იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარც მოუვიდეს თავში აზრად, არავის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი - ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვისმენდით წახალისებასაც კი, ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმალური უნდა გაკეთდეს და ამის სრული ბერკეტები გაგვაჩნია ყველას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“,- განაცხადა კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე.

ყველა სიახლე

02 აგვისტო 2021, 22:20

მსოფლიო

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულება რუსეთს კიდევ ერთ ინსტრუმენტს მისცემს უკრაინაზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის

აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

02 აგვისტო 2021, 21:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე

თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე, გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კალაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა.

02 აგვისტო 2021, 21:46

COVID19

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

02 აგვისტო 2021, 21:42

პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.

02 აგვისტო 2021, 21:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი დღეა - საზოგადოების წინაშე წარდგებიან ადამიანები, რომელთაც თითოეული თბილისელის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ექნებათ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის ათივე კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 21:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი

ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერითა და გულშემატკივრობით გაკეთდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისის ბოტანიკურ ბაღში „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მათი პარტიის კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი.

02 აგვისტო 2021, 21:15

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძე წარუდგინა. მისი თქმით, თბილისს სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თამარ ტალიაშვილი

02 აგვისტო 2021, 21:07

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

ნინო წილოსანი

02 აგვისტო 2021, 21:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი IRI-ის კვლევაზე: ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა

რამდენადაც უნდა ვენდობოდეთ IRI-ის, როგორც ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი პარტნიორია, იმდენად არ ვენდობით იმ ორგანიზაცია, რომელიც მათი დაკვეთით საველე სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა.

IRI

02 აგვისტო 2021, 20:59

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე IRI-ის კვლევაზე: არ ვიცნობ კვლევის მეთოდოლოგიას, გამოკითხვის შედეგები ჩემთვის დამაჯერებელი არ არის

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს.

02 აგვისტო 2021, 20:56

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს. ორგანიზაცია პერსონათა რეიტინგსაც აქვეყნებს, კვლევა ეხება პანდემიასა და ასევე მედიაგარემოს. ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ ყველაზე სანდო მაუწყებელია.

02 აგვისტო 2021, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

02 აგვისტო 2021, 20:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი სულ საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ.

ყვითელი ლენტი

02 აგვისტო 2021, 20:29

რეგიონი

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შემთხვევა სოფელ ჭოღაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ოჩხომურის ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

02 აგვისტო 2021, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

02 აგვისტო 2021, 20:06

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 35 007 771 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 613 231 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 აგვისტო 2021, 20:05

პოლიტიკა

პარლამენტში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის პლატფორმა შეიქმნება

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება. პარტიათაშორისი თანამშრომლობის პლატფორმა მიზნად ისახავს შექმნას პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალების მხარდაჭერა არჩევითი ორგანოს ყველა წარმომადგენლობით დონეზე;

02 აგვისტო 2021, 19:58

პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

დღევანდელი 2 აგვისტოს პლენარული სხდომით დასრულდა 28 ივნისიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.

02 აგვისტო 2021, 19:55

პოლიტიკა

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება

პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640.

02 აგვისტო 2021, 19:52

საზოგადოება

მტკვარში, გალაკტიონის ხიდთან, სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.