imedi /  14 ივლისი 2021, 18:46 / სანდო წყარო

თბილისის საკრებულოს კიევის საბჭოს დელეგაცია ესტუმრა

თბილისის საკრებულოს კიევის საბჭოს დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციასთან შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძე კიევის დელეგაციის წევრებს მიესალმა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.

„მინდა მოგესალმოთ თბილისის საკრებულოში. მოხარული ვარ, რომ კიევის საქალაქო საბჭოს წარმომადგენლობითი დელეგაცია გვესტუმრა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ამ თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თავის მხრივ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბონდარენკომ გიორგი ტყემალაძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ხედავს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს თვითმმართველობის კუთხით აქვს.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უკრაინულ დელეგაციას 2018-2021 წლებში, თბილისში გატარებული რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ის შვიდი ძირითადი პრიორიტეტი გააცნო, რა მიმართულებითაც დედაქალაქის მთავრობამ რეფორმები გაატარა.

თბილისის ურბანული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია სტუმრებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აღნიშნული რეფორმის ფარგლებში განხორციელდა, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შექმნაა, რამაც დედაქალაქის განვითარების პრიორიტეტები განსაზღვრა. გარდა ამისა, რევაზ სოხაძემ K2 განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამშენებლო ბაზარზე ქაოტური განაშენიანება დასრულდა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემის და დაუსრულებელი მშენებლობების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უკრაინელ სტუმრებს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მიაწოდა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა გადადგა.

დედაქალაქის ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განისაზღვრა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტები, რის შედეგადაც, უპირატესობა მიენიჭა ქვეითებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკომეგობრულ ინდივიდუალურ სატრანსპორტო საშუალებებს. ასევე, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; სრულად განახლდა ავტობუსების პარკი უმაღლესი სტანდარტის ავტობუსებით; დაიწყო მეტროს რეაბილიტაცია და სამარშუტო ტაქსების პარკის განახლების პროგრამა; ამოქმედდა ერთიანი ელექტრონული გადახდის სისტემა; ჩატარდა ტაქსების რეფორმა და შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი კონცეფცია. ინერგება პარკირების ახალი სისტემა.

გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობისა და გამწვანების პოლიტიკის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რომლის შედეგადაც, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მისივე თქმით, დაინერგა ახალი პროგრამები, არსებულები კი გაუმჯობესდა.

პროექტები, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე კულტურისა და განათლების პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა, უკრაინელ სტუმრებს თბილისის საკრებულოს შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებმა გიორგი ჩაკვეტაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა გააცნეს. როგორც მათ აღნიშნეს, კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის 700 პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა განათლების მიმართულებითაც.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და უკრაინელ კოლეგებს საბჭოს ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო.

თბილისის საკრებულოს მუშაობისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მსგავსი ვიზიტებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

უკრაინული დელეგაციის ვიზიტი თბილისში 11 ივლისს დაიწყო და 17 ივლისს დასრულდება.

ყველა სიახლე

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 19:54

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტოკიოდან ვიდეოს ავრცელებს რომელშიც ოქროს მოპოვების შემდეგ ლაშა ტალახაძე კომენტარს აკეთებს.

04 აგვისტო 2021, 19:46

საზოგადოება

ცესკო მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც კანონმდებლობით დადგენილი არაერთი პროცედურისა და ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა კი, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 19:43

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი 83%-ს შეადგენდა.

04 აგვისტო 2021, 19:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში, ჟულიენ კრამპს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი, დაგეგმილი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.

დავით ზალკალიანი

04 აგვისტო 2021, 19:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგასა და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას" ვაქცინის 86,400 დოზისთვის

ბელგიის სამეფომ საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86,400 დოზა საჩუქრად გადმოსცა, - აღნიშნულს სოციალურ ქსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვლადიმერ პუტინი

04 აგვისტო 2021, 19:14

პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

04 აგვისტო 2021, 18:58

COVID19

EMA: ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს

ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

04 აგვისტო 2021, 18:58

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, მთავრობისა და უმრავლესობის წევრებმა წინანდალში შეხვედრა გამართეს

წინანდალში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის - პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:39

COVID19

ჯანმოს დირექტორი: არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს.

04 აგვისტო 2021, 18:33

თავდაცვა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა. ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.

04 აგვისტო 2021, 18:16

სპორტი

უკრაინელმა დეპუტატმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 👔🤼‍♂

87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე უკრაინელმა მოჭიდავემ, ჟან ბელენიუკმა, რომელიც 2019 წელს უკრაინის რადაში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:14

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 18:10

სპორტი

აშშ-ის საელჩო ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

„ლაშა ტალახაძემ დღეს ძალოსნობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ ლაშას ამ გასაოცარ მიღწევებს და საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდე მედალს“, - წერია საელჩოს გვერდზე.

არჩილ თალაკვაძე

04 აგვისტო 2021, 18:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს

პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, რვიდან ოთხმა პარტიამ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას.

ნათია თურნავა

04 აგვისტო 2021, 17:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპონდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის.

04 აგვისტო 2021, 17:53

სპორტი

12 წლის იაპონელმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 წლის იაპონელმა კოკონა ჰირაკიმ ოლიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:43

COVID19

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის საამაყო

სამედიცინო პერსონალის როლი მაინც კრიტიკულია, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ სოფლის ექიმები დაგვეხმარებიან სოფლის მოსახლეობის მოცვაშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მაღალი აქტივობით გამოირჩევიან სახელმწიფო სტრუქტურები.

04 აგვისტო 2021, 17:39

COVID19

EMA: ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან

ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტისგან. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:38

COVID19

თამარ გაბუნია: თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა

თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა და მეორე კიდევ, ეს არის ისევ და ისევ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი, ოქროს წესი ამ პანდემიისგან თავის დასაცავად მაინც არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:36

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევებზე: 3000 ადამიანი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აცრებზე 3000-მდე ადამიანის გამოუცხადებლობის ფაქტზე ისაუბრა. „ქრონიკის“ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყოფილიყო ჯგუფურად ორგანიზებული ქმედება ვაქცინაციის ჩაგდების მიზნით, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან 3 000 ძალიან დიდი რიცხვია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს.