imedi /  16 ივლისი 2021, 16:48 / სანდო წყარო

„ევროპულმა საქართველომ“ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას მიმართა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სარჩელით მიმართეს და ყველა იმ სამართალდამცველის დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც 5 ივლისს არაჯეროვნად შეასრულოს თავიანთი უფლებამოსილება და ვერ დაიცვეს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

გიორგი კადნელაკის თქმით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოახდინა ძალების მობილიზება, მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე არსებობდა ესკალაციის რისკი ძალადობრივი ჯგუფებისაგან.

ბესიკ დონაძემ აღნიშნა, რომ საჩივრის შეტანის შემდეგ, გენერალურ ინსპექციას ექნება სამართლებრივი ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება და მოახდინოს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, ვინც არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.

„ევროპული საქართველო" სარჩელით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მიზნით იმ პოლიციელებზე, რომელთაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი უფლებამოსილება და 5 ივლისს არ აღკვეთეს ჟურნალისტებსა და სამოქალაქოს აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები.

საჩივრის შეტანის შემდეგ, გენერალურ ინსპექციას ექნება სამართლებრივი ვალდებულება, დაიყოს გამოძიება. ჩვენ უწყებას მივაწვდით მასალას, რომელზეც აღბეჭედილია ის ფაქტები, რაც გავაჟღერეთ, ვითხოვთ, რომ მოახდინონ იმ პოლიციელების იდენტიფიცირება და დასაჯონ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

„5 ივლისს ძალადობა თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, მრავალი საათის განმავლობაში და ამ კადრებზე ძალიან კარგად ჩანს, რომ პოლიციას აქვს მიღებული მითითება, მათ არაფერი უშლიდათ ხელს, პირველი ინციდენტები რომ მოხდა დილით, რომ უცებ მოეხდინათ ძალების მობილიზება, გამოეყვანათ საკმარისი ძალები, რათა აღკვეთილიყო 53 ჟურნალიტსის ცემა და რა თქმა უნდა ბატონ ლაშქარავაზე თავდასხმა, რამაც შემდგომში გამოიწვია მისი გარდაცვალება.
ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა, არიან მისაცემი პასუხისგებაში ის პირები, ვინც ჩანს, რომ განზრახ არ ასრულებს საკუთარ სამსახურეობივ მოვალეობას და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ მისცა მათ ამგვარი დანაშაულებრივი ბრძანება, ასეთ ბრძანებებს შსს-ში, რა თქმა უნდა, იძლევა მინისტრი, შემდეგ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ზემდგომი, პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა, შს მინისტრი გომელაური უნდა მიეცეს პასუხისგებაში ამ დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის გამო“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ივლისი 2021, 01:25

COVID19

პრემიერ-მინისტრი: მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ ჩაერთოს ვაქცინაციის კამპანიაში

ჩვენ გვაქვს სრული მზაობა მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტახნის წინ ამერიკის მიერ ნაჩუქარი 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი დაეშვა.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ივლისი 2021, 01:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა

ძალიან ემოციური საღამოა ჩვენთვის, ყველასთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას. ეს არის პანდემიის მართვის პერიოდში ნამდვილად უპრეცედენტო, ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.

კელი დეგნანი

24 ივლისი 2021, 01:16

COVID19

კელი დეგნანი: Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

ამერიკელი ხალხის სახელით მოხარული ვართ, რომ დავხვდით pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის ნიშნად ჩვენი მეგობრობისა. ძალიან მოხარული ვართ, ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ნიშანი სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა აეროპორტში, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 00:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სკამი „ქართულ ოცნებაში“ არავის თვითმიზანი არ არის, ვახტანგ გომელაური თავმდაბალი კაცია, კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობები და ისიც, რომ ძლიერი გუნდი უმაგრებს ზურგს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პროფესიონალი, თავდაბალი ადამიანია და თავის პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

24 ივლისი 2021, 00:14

COVID19

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ.

23 ივლისი 2021, 23:56

COVID19

არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ, იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ, იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

გიორგი ვაშაძე

23 ივლისი 2021, 23:48

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ, საინტერესო კანდიდატები გვეყოლება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში

არის ოპოზიცია, რომელიც დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, არის ოპოზიცია, რომელიც შექმნის მესამე ძალას, ითანამშრომლებს სხვადასხვა კომპონენტში და არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ჯენ ფსაკი

23 ივლისი 2021, 23:32

COVID19

თეთრი სახლი: ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

23 ივლისი 2021, 23:23

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო საფრანგეთში, ამ ქვეყანაში გამგზავრების მსურველებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 23:08

COVID19

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2021, 23:07

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ის გვერდზე წერს.

23 ივლისი 2021, 22:56

COVID19

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 22:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თამთა მეგრელიშვილი

23 ივლისი 2021, 21:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა

ეს იმ სერიიდან არის ოჯახში რომ უვარდებოდნენ, აჰყავდათ და საცვლების ამარა გაჰყავდათ ოჯახის უფროსები საკუთარი შვილების, მეუღლისა და მშობლების თვალწინ. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! თქვენთვის დარჩა რამე ფასეული?! სად ხარ სახალხო დამცველო ნინო ლომჯარია ხმა ამოიღე თუ „პოლიტიკურად“ ღრმა ძილით გძინავს?! სახლის კართან ჩასაფრებული ჟურნალისტების არაპროფესიული ქცევის „სტანდარტის“ სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობაა

ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, არის ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობა, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია
ნიკა მელია

23 ივლისი 2021, 21:18

პოლიტიკა

ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:14

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

23 ივლისი 2021, 21:04

სამართალი

სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

23 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.

გურამ მაჭარაშვილი

23 ივლისი 2021, 20:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.