imedi /  19 ივლისი 2021, 17:02 / სანდო წყარო

ფრიდონ ინჯია: ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ევროპელი ელჩების ზეწოლა პარლამენტის უმრავლესობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ ჩაერიონ სასამართლო ხელისუფლების მუშაობაში და ამით უგულველყონ ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია

ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია

განსაკუთრებით მინდა მიველსალმო ბატონ შარლ მიშელს, და დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ასე აქტიურადაა ჩართულია ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში ხელოვნურად ინსპირირებული პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და პარლამენტში ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ, - ამის შესახებ „ევროპული სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ შარლ მიშელთან შეხევდრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაფორმდა დოკუმენტი „სამომავლო გზა საქართველოსთვის", თუმცა მემორანდუმი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცალმხრივი, მიუხედავად ამისა მან თავისი დადებითი როლი უდაოდ შეასრულა.

„დღეს თქვენ საქართველოში ძალიან პოპულარული ადამიანი ხართ. არ არის თითქმის ახალი ამბების არც ერთი გამოშვება თქვენი სახელი, რომ არ გაჟღერდეს. პარლამენტშიც კი გვაქვს თქვენი სახელობის დოკუმენტის ფრაქცია. პოლიტიკური პატირები კი განუხრელად აპელირებენ შარლ მიშელის დოკუმენტზე და ყველა განცხადებისა თუ ქმედებისას ამ დოკუმენტს იშველიებენ.

ბევრის აზრით, შეიძლება ეს არ არის საუკეთესო დოკუმენტი, მაგრამ მისი საშუალებით მოხერხდა კრიზისული სიტუაციის განმუხტვა. მაგრამ აუცილებელია ერთი რამ ავღნიშნოთ:

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თვითმყობადობით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სწრაფვით. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას და ვისწრაფით, რომ ის ევროპული ტრადიციები დავამკვიდროთ, რომლის მიზანიც, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების ბედნიერება და ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობაა. ჩვენ ვინარჩუნებთ სურვილს ვიყოთ დასავლური თანამეგობრობის წევრები, მაგრამ ამასთან ვიყოთ დამოუკიდებელნი, ვიმოქმედოთ ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი არ გახდეს იარაღი და საშუალება, ჩვენი პარლამენტის პარალიზების, კონსტიტუციის ნიველირების, სასამართლოს ფუნქციონირების შეჩერების, ხელისუფლების შტოებზე - პრეზიდენტზე, მოსამართლეებზე, იუსტიციის საბჭოზე და სხვ. ზეწოლის მექანიზმი ან უფრო მეტი - ვიცხოვროთ მემორანდუმით.

თუ მმართველმა პარტიამ ხელი მოაწერა ამ მემორანდუმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მან, განა ცალმხრივად, უნდა შეასრულოს იგი?! ამ დროს, ე.წ. დესტრუქციული ოპოზიიცია ხან შემოდის, ხან ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს, განუხრელად არღვევს პოლიტიკურ ეთიკას და ახდენს პარლამენტის სხდომების პარალიზებას. ეს კი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აღშფოთებას იწვევს და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას განაპირობებს.

სადამდე უნდა ვიცხოვროთ მემორანდუმებით? სად არის ზღვარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და მემორანდუმის პირობების შესრულებას შორის? მე მგონი, თუ ასე გავაგრძელებთ, ეს ზღვარი წაიშალება, როგორც წყლის ზედაპირზე კენჭის ჩაგდებით შექმნილი ტალღები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კავკასიის რეგიონში ვცხოვრობთ და ამასთან ვაშენებთ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოს ევროპული ფასეულობებით და ეროვნული თვითმყოფადობით. ამით ჩვენ გვინდა გავხდეთ, მიმზიდველი რეგიონში. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, დავიბრუნოთ რეგიონის ლიდერი სახელმწიფოს როლი, როგორც ეს ოდითგანვე იყო. ჩვენთვის ამის განხორციელება შეუძლებელია, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ბალანსის დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობას, ევროპული პილიტიკური კულტურის დამკვიდრებას, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სუვერენიტეტის და თვითმყობადობის შენარჩუნებას გულისხმობს.

ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ევროპელი ელჩების, ზეწოლა პარლამენტის უმრავლესობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ ჩაერიონ სასამართლო ხელისუფლების მუშაობაში და ამით უგულველყონ ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია, ოცნების ცალმხრივად ხელმიწერილი მემორანდუმის საფუძველზე. თუ გნებავთ სიმართლე - მემორანდუმი ჯერ ყველა ოპოზიციურ პარტიებს, უნდა მოეწერათ ხელი, მხოლოდ შემდგომ მმართველ პარტიას, თუმცა ეს მმართველი პარტიის საქმეა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საბუთი არ იქნებოდა კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი და სახელმწიფო ინსტიტუტების სახელმძღვანელო საბუთი.
მმართველი პარტია, შეცდომებს შეცდომებზე უშვებს, თავისი არათანმიმდევრობით, რისი შედეგიცაა შექმნილი ის პოლიტიკური მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოში სუფევს.

ამასთანავე, გამოვთქვამ მწუხარებას იმ ბუნებრივი კატასტროფისა, რაც გამოიწვია წყალდიდობებმა ევროპაში და თქვენს სამშობლოში - დანიაში. სურვილი მაქვს ვიყო თქვენთან და გვერდში დაგიდგეთ, მიუხედავად ჩემი წლოვანებისა, თუ ეს ვერ შევძელი მიგულთთ თქვენს გვერდით“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ყველა სიახლე

კრის ვუ „კოსმოპოლიტენის“ გარეკანზე

01 აგვისტო 2021, 11:57

მსოფლიო

პოპვარსკვლავი კრის ვუ გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ჩინელ-კანადელი პოპვარსკვლავი, კრის ვუ, პეკინში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მიზეზი 19 წლის სტუდენტის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ 17 წლის იყო, როცა ვუმ გააუპატიურა.

01 აგვისტო 2021, 11:49

საზოგადოება

თსუ-ს 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2021 წლის 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ონლაინ მიულოცეს თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თსუ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა.

ფრიდონ სულაბერიძე

01 აგვისტო 2021, 11:23

COVID19

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები კოვიდვაქცინით აიცრნენ

მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები აიცრნენ. ვაქცინის დოზა მიიღო ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა, ფრიდონ სულაბერიძემაც.

01 აგვისტო 2021, 11:19

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 196 თბილისში, 443 აჭარაში, 322 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

01 აგვისტო 2021, 11:13

COVID19

საქართველოში 1139 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1139 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 231 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1139 მძიმე პაციენტიდან თბილისში 514 პირი მკურნალობს, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17.

01 აგვისტო 2021, 11:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს,იცავენ და აძლიერებენ სახელმწიფოს.

01 აგვისტო 2021, 11:03

COVID19

ბოლო ერთ კვირაში, კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 8%-ს უკვე მეორედ გადააჭარბა

31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.95%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.57%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2654 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2319 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:45

პოლიტიკა

პარტიებს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და დაფინანსების აღდგენა 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან განისაზღვრა.

01 აგვისტო 2021, 10:41

სამართალი

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ“, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 10:31

მსოფლიო

ფოტოები თურქეთიდან, სადაც ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც. ხანძრის გამო, 400-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან 10 ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

01 აგვისტო 2021, 10:12

რეგიონი

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღე ნედლეული.

01 აგვისტო 2021, 09:50

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.

01 აგვისტო 2021, 09:46

COVID19

ფოთში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, ცენტრალური საავადმყოფოში, „ბომონდში“, მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციაში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „ფაიზერით“ , „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ ტარდება.

01 აგვისტო 2021, 09:33

პოლიტიკა

​ხვალ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პატიმრები ნებისმიერ დროს შეძლებენ ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვას

ხვალ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავენ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 აგვისტო 2021, 09:18

საზოგადოება

ილია მეორე: მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 09:08

მსოფლიო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ვიდეო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ხანძარია, რომლიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს.

01 აგვისტო 2021, 08:50

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ აგვისტოს ქუთაისში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დღე უმტესად უნალექოდ ჩაივლის. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

01 აგვისტო 2021, 08:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 197 790 073 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 216 479 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 976 147 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 613 135 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.