imedi /  21 ივლისი 2021, 23:26 / სანდო წყარო

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

„საქართველო მცირე, მაგრამ ღია ბაზარია, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, 1991 წლიდან ქვეყანამ ფართო ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. ზრდის საშუალო ტემპი 2005 წლიდან 2019 წლამდე 5%-ზე მეტი იყო და საქართველოს რეიტინგები შთამბეჭდავად გაუმჯობესდა გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა ინდექსებში. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციაზე და მცურავ რეალურ გაცვლით კურსზე, თუმცა უკანასკნელზე გავლენა იქონია რეგიონულმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და სხვა საგარეო ფაქტორებმა, მაგალითად, უფრო ძლიერმა დოლარმა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიამ წარსული მიღწევები შემოატრიალა და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.

„საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია. თუმცა მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე სირთულეებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; მიკერძოებულ სამართალზე; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების და სხვა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 413 626 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 379 685, გარდაიცვალა 5 768 პაციენტი.

tably

29 ივლისი 2021, 10:40

ტექნოლოგიები

კანადაში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ფოტოთი კატების ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავს

სერვისი ცხოველის თავის, ყურების, ულვაშებისა და კუნთების დაძაბულობას იკვლევს, რათა დაასკვნას კარგად გრძნობს თავს კატა თუ მას ტკივილის აწუხებს. კვლევებმა დაადგინა, რომ ამ მდგომარეობის დადგენა კატის სახეზე დაკვირვებით მართლაც შესაძლებელია.

29 ივლისი 2021, 10:23

საზოგადოება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესის სრულყოფის მიზნით, საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით, ქართველი სპეციალისტებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა

ტრენინგი ადგილობრივ სპეციალისტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების მიმართულებით ცოდნის გაუმჯობესებასა და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (UNDP-GRF) ქვეპროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ხორციელდება.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 10:12

COVID19

ვიოლა ფონ კრამონი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებაზე ხელმოწერის ანულირება გაუმარტივა

„მართალია. სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არც მოუწერია. მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუმარტივეს. უფრო მეტი სიმართლე კი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოსახლეობა დაიტანჯება“, - წერს ფონ კრამონი.

29 ივლისი 2021, 10:11

ეკონომიკა

ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია „ტოიოტა თსუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას შეხვდა. აღნიშნული კორპორაცია, რომელიც „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

29 ივლისი 2021, 10:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არაფორმალურ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

დასტი ჰილი

29 ივლისი 2021, 09:12

კულტურა

ჯგუფ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

ZZ Top-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზერნ-როკ ჯგუფია ისტორიაში. მხოლოდ აშშ-ში მათ თავიანთი ალბომების 25 მილიონ ასლზე მეტი გაყიდეს.

ლაშა ბექაური

29 ივლისი 2021, 09:00

სპორტი

ლაშა ბექაური: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში

„მე ვიტყოდი, რომ უფრო ხასიათით, ქართლი მებრძოლი სულით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს დღეც მოვიდა და იქ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი“, - განაცხადა ძიუდოისტმა.

ჯომართ ახმედოვი

29 ივლისი 2021, 08:42

რეგიონი

საგარეჯოს რაიონში დაკარგულ მწყემსს ეძებენ

დაკარგულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ ქრონიკას აცნობეს. შსს-ში განმარტავენ რომ გამოძიება 143-ე მიხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, სამძებრო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 08:33

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღეს თბილისში კონსულტაციების გამართავს

ევროპელი დეპუტატი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა და აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მანამდე ის Twitter-ზე საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეაფასა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის ქმედებები.

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივლისი 2021, 08:14

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ამინდი წვიმა

29 ივლისი 2021, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა მოსალოდნელი.

29 ივლისი 2021, 01:02

COVID19

ენტონი ბლინკენმა ჯანმოს დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

29 ივლისი 2021, 00:53

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 2030 წლისთვის საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 00:26

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 00:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

28 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

შარლ მიშელის მრჩეველი: შარლ მიშელი საქართველოში მხარეებთან კონსულტაციებს გადის - ამ ეტაპზე ის სიტუაციის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

პედრო კასტილიო

28 ივლისი 2021, 23:41

მსოფლიო

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 23:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - მის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 23:18

კულტურა

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა ქართული კინოს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ კინოს აქვს ინდუსტრიასა და ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არის გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებით სამინისტრო აპირებს 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.