imedi /  26 ივლისი 2021, 08:03 / სანდო წყარო

დღეს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხელახლა უყრიან

დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.

ამჯერად მათ დეპუტატთა 90 ხმა დასჭირდებათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კვლავ ვერ მოახერხებენ საჭირო ხმების მიღებას, მომდევნო სესიაზ,ე ხმათა უმრავლესობით, 5 წლის ნაცვლად, 6 თვის ვადით იქნებიან არჩეულები.

კენჭისყრა უკვე ორჯერ ჩავარდა, რადგან ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა ხმათა ორი მესამედის მიღება ვერ შეძლეს.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2021, 20:56

კულტურა

„ლაზიერის გამბიტის“ მეორე სეზონის გადაღება არ იგეგმება

სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ მეორე სეზონის გადაღება არ იგეგმება, - ამის შესახებ გამოცემა Deadline-ს სერიალის რეჟისორმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სკოტ ფრენკმა განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი; შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰი

21 სექტემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და ორმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომის გამართვის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში მისი ორგანიზებისთვის.

21 სექტემბერი 2021, 20:16

რეგიონი

დმანისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დმანისში დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.

დავით ზალკალიანი

21 სექტემბერი 2021, 20:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 2021 წლის 20-26 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს.

მამუკა მდინარაძე

21 სექტემბერი 2021, 20:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო

თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა, ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, მეტი დამოუკიდებლობაც შეიძლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 20:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დიპლომატების მოსმენის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არის რაღაც გაუგებარი ქაღალდებით თავისი ტყუილ-მართლით

„რაც შეეხება დიპლომატების მოსმენას, არავითარი მტკიცებულება ამ კუთხით არ არსებობს. ეს არის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი. არის რაღაც გაუგებარი ქაღალდებით თავისი ტყუილ-მართლით და იქ ხდება სპეკულირება ამ ყველაფრით. როდესაც მტკიცებულება არ გაქვს და აგრძელებ სპეკულირებას, ეს არ არის კარგი პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

21 სექტემბერი 2021, 19:53

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბანერების განთავსებაზე: შპს „ალმასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის

„რადგან საკითხი დღეს ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, რაც თქვენს კომპანიასაც ეს სრულად აქვს გაცნობიერებული და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ფართო მასების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში COVID-19 პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და ამისათვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ, გიპასუხოთ თქვენს განცხადებაზე, სადაც აღნიშნავთ, რომ თქვენ ბანერების განთავსების დაპირებული სამთვიანი ვადა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და სახელშეკრულებო ვალდებულებები ამოწურეთ.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ

„იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც მან პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. როდესაც მეორედ გააკეთა განცხადება, თქვა, რომ არავითარი ფორმით, მათ შორის არც კონსულტაციების ფორმით იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, პასუხი არის უმარტივესი, ეს პასუხი გაგეცით გუშინაც, გუშინწინაც, იმის წინაც - ბოლო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური პროცესები იანვარში დატოვა“, - განმარტა კობახიძემ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 19:47

პოლიტიკა

კახა კუჭავა: შერიგების საკითხებში ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ჩართულობით გაცილებით დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება

საოკუპაციო ხაზზე რომ ჩავდივართ და ვხედავთ ოჯახებს, ახალგაზრდებს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გავამთლიანებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

21 სექტემბერი 2021, 19:46

მსოფლიო

რომის პაპი: ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, თუმცა ზოგიერთს ჩემი სიკვდილი უნდოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ეკლესიაში ზოგიერთს იმედი ჰქონდა, რომ იგი მსხვილ ნაწლავზე გაკეთებული ბოლოდროინდელი ოპერაციის შემდეგ არ გადარჩებოდა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ბანერზე კი არ არის სისხლი, სისხლი არის მათ ხელებსა და სახეებზე, იმიტომ რომ უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი

„სისხლი იყო ქვეყანაში 9 წელი. ბანერზე კი არ არის სისხლი, სისხლი არის მათ ხელებსა და სახეებზე, იმიტომ რომ მათ აქვთ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მათ დაკარგეს ქვეყნის ტერიტორიების 20%, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა - ჩვენი ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები, გმირები დაიღუპნენ მათი ავანტიურისტული, სამარცხვინო ქმედებების გამო. მათ არაერთი ადამიანი მოკლეს ციხეებში და ციხეებს გარეთ. ეს არის სისხლი და არა ის სისხლი, რაც ბანერებზე არის გამოსახული. ბანერებზე რაც არ უნდა სისხლი გამოფინო, ბუნებრივია, ეს არანაირ გავლენას არავისზე არ მოახდენს, თუ კონკრეტული ადამიანები არ არიან შემჩნეულნი სისხლიან წარსულში“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

21 სექტემბერი 2021, 19:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გაეროს გენასამბლეაზე ქვეყნები საუბრობენ მთავარ გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა კი რუსული ოკუპაცია

გაეროს გენასამბლეა ის ფორმატია, როცა ქვეყნებს აქვთ საშუალება, ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა რუსული ოკუპაცია და ამ გამოწვევას ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი, არავითარი შანსი ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში

„ქართული ოცნება“ არავითარ კადრებს არ აანონსებს. შეგვიძლია გავუშვათ ისეთი კადრები როგორიცაა, მაგალითად, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი და ა.შ. ეს კადრები არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადოს. მათი სახე არის საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი. როგორია „ნაცმოძრაობის“ სახე, ამაზე აქვს ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია და ამის მიხედვით მიიღებს კიდევ ერთხელ თავის გადაწყვეტილებას, როდესაც მივა საარჩევნო ყუთებთან 2 ოქტომბერს. არავითარი შანსი ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ჩვენ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

21 სექტემბერი 2021, 19:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დმანისის ინციდენტზე: რაც არ უნდა პროვოკაცია ყოფილიყო, დანაშაულს გამართლება არ აქვს

მე რა ინფორმაციაც ამ დროისთვის მაქვს, დილიდან მაქსიმალურად ცდილობდნენ, რამენაირად პროვოკაციაზე წამოეგოთ კონკრეტული ადამიანები და, როგორც ჩანს, ეს გამოუვიდათ, თუმცა მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ერთი წელი ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა რიგგარეშე სხდომას ითხოვენ

„რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები. არჩევნებამდე არ იმართება-ხოლმე პლენარული სხდომები, ამის რესურსი არ აქვს პარლამენტს გამომდინარე იქიდან, რომ უკლებლივ ყველა დეპუტატი ჩართულია საარჩევნო სამუშაო პროცესში. როგორც კი განახლდება პარლამენტის მუშაობა, მაშინვე შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯო ბაიდენი

21 სექტემბერი 2021, 19:23

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ს ახალი ცივი ომი არ სურს

აშშ-ს ახალი ცივი ომი არ სურს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაია ბითაძე

21 სექტემბერი 2021, 19:19

პოლიტიკა

მაია ბითაძე ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა

„გავეცანით გამოცდილებას იმ ძალიან მნიშვნელოვანი გზის შესახებ, რომელიც ლიეტუვის სახელმწიფომ გაიარა ენერგოდამოუკიდებლობის სენსიტიურ გზაზე. პრაქტიკულად ეს ის გზაა, რასაც საქართველო ახლა გადის. საუბარი შეეხო ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობას, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების მნიშვნელობას ენერგეტიკულ სტრატეგიასთან მიმართებით. მე ხაზგასმით ვისაუბრე ნარჩენების აღდგენის საკითხზე, როგორც განახლებადი ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე, ასევე ენერგოეფექტურობის შესახებ. ვისაუბრეთ იმ თანამედროვე რესურსების და მართვის მექანიზმების მნიშვნელობაზე, რომელსაც გამოიყენებს განვითარებული მსოფლიო ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების მიღწევის თვალსაზრისით“, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჯო ბაიდენი

21 სექტემბერი 2021, 19:02

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ბომბები და ტყვიები კორონავირუსისგან ან მისი მომავალი ვარიანტებისგან ვერ დაგვიცავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები გააგრძელებენ ამერიკის, ამერიკის მოკავშირეებისა და ამერიკის ინტერესების თავდასხმისგან დაცვას.

21 სექტემბერი 2021, 18:59

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი მარკ კლეიტონს შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდნენ.

21 სექტემბერი 2021, 18:52

საზოგადოება

22 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 22 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: გლდანის რაიონი 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ვეკუას, მწვანე და შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას...