imedi /  27 ივლისი 2021, 14:35 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: როგორ წარმოგიდგენიათ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს უარს

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ევროპული ღირებულებების გაუკუღმართება და გაყალბებული წარმოჩენაა მათი მთავარი ამოცანა და მიზანიც! აბა, როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს არა თუ თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს უარს, არამედ იქ უშვებდე, სადაც ქართველმა ამომრჩეველმა, შენი ქმრის დაშლილ პარტიას მიუჩინა ადგილი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტაბულას დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელმაც პროკურატურას უარი უთხრა 5 ივლისის მასალების გადაცემაზე.

,,ტაბულა არ თანამშრომლობს პროკურატურასთან! „დემოკრატები“, „ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლები“, „ადამიანის უფლებების დამცველები“, „სიტყვის თავისუფლებისა თუ გამოხატვის უფლების თავგადაკლულები,“ პარტია „ევროპული საქართველო“ და კიდევ ვინ იცის, რა სახელს არ ირქმევენ საქართველოს პოლიტიკურ ველზე მოთარეშე ადამიანები და რადიკალური ჯგუფები: ზოგს პოლიტიკოსის, ზოგს ჟურნალისტის, ზოგს მედია მენეჯერის, ზოგს პუბლიცისტის და ზოგს ღმერთმა უწყის, რა მანტია თუ ნიღაბი აქვს მოფარებულ-მიფარებული. რაც მთავარია, სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების გაუკუღმართება და გაყალბებული წარმოჩენაა მათი მთავარი ამოცანა და მიზანიც! აბა, როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს არა თუ თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს უარს, არამედ იქ უშვებდეს, სადაც ქართველმა ამომრჩეველმა, სწორედაც მისი ქმრის დაშლილ პარტიას მიუჩინა ადგილი (სხვათა შორის, ლომის წილი სწორედ ამ ქალბატონს მიუძღვნის როგორც პარტიის დაშლაზე, ასევე იმ ადგილზე მოხვედრაზეც!)!
p.s. ისე, ვისაც ამ სუბიექტის ქცევა, საუბარი და ლექსიკა მოგწონთ, ასეთები არ გამოგლეოდეთ ოჯახში, ზოგს რძლად, ზოგსაც შვილებად", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 20:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება არა კახა კალაძის, არამედ თბილისის გამარჯვება

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები - განაცხადა გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფლორანს პარლი

22 სექტემბერი 2021, 19:57

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: დღეს ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგის არარსებობას ცხადყოფს.

22 სექტემბერი 2021, 19:44

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 19:41

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

22 სექტემბერი 2021, 19:38

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ამბროლაურში შეხვედრით დასრულდა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებთან.

22 სექტემბერი 2021, 19:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ხელოვნების სასახლისთვის ისტორიული შენობა შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუზეუმის - საქართველოს ხელოვნების სასახლის განვითარების მიზნით, 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა შეიძინა.

22 სექტემბერი 2021, 19:23

რეგიონი

აჭარაში დამეწყრილი გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2021, 19:05

მსოფლიო

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

22 სექტემბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მეათე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მე-10 მინისტერიალზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, კოალიციის რუმინეთის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 18:58

სამართალი

შსს კაფე-ბარებში გამოვლენილი თაღლითური სქემების საქმეზე მოპოვებულ აუდიო და ვიდეომასალას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. უწყებამ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული აუდიო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2021, 18:49

რეგიონი

ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

გიორგი პერტაია
ფაიგ გულიევი

22 სექტემბერი 2021, 18:42

ეკონომიკა

გიორგი პერტაიამ და აზერბაიჯანის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების კუთხით ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ჩატარების აუცილებლობაზე.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:33

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დებატებში კახა კალაძის უპირატესობაზე: ეს იყო გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში

მერობის კანდიდატების დებატებმა ყველაფერი ძალიან მარტივად აჩვენა. კახა კალაძე საუბრობდა კონკრეტულად, დანარჩენებს, რომც ჰქონდეთ შანსი გამარჯვების, რას გაუკეთებენ ამ ქალაქს, არ უთქვამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის მზად ამ ქალაქის მერობისთვის, გარდა კახა კალაძისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:32

მსოფლიო

საფრანგეთი უარყოფს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მანდატზე უარის თქმას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობაზე უარის თქმას აპირებს.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:31

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყალბი გვერდები და ჯგუფები ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ

ჯერ კიდევ დაახლოებით 2010-2011 წლიდან ძალიან გააქტიურდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მყოფი ჯგუფების ასე ვთქვათ სოცმედიაში აქტივობები. გააქტიურდნენ როგორც რეალური პიროვნებები, ასევე ყალბი გვერდები, ჯგუფები, რომლებიც ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რონი ბრუნსვეიკი

22 სექტემბერი 2021, 18:28

სპორტი

სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი საფეხბურთო კლუბის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჩაატარა⚽😎

„ინტერ მენგოტაპი“ ანგარიშით 0:6 დამარცხდა, თუმცა თამაშის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტი თავის მოთამაშეებს ფულს ურიგებს.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ოპოზიციაში წავიდა, რატომღაც დმანისში დაპირისპირებები მუდმივად ხდება

ვფიქრობ, კარგად არის გამოსაძიებელი, რატომ ხდება და ვის აწყობს დმანისში ამ დაძაბულობის კერების შექმნა. ამას ბოლომდე უნდა ჩავყვეთ და ჯამურად, მთლიანი სურათი უნდა დავინახოთ. გარდა იმისა, რომ დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენს, ცალსახად დასასჯელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:12

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.

22 სექტემბერი 2021, 18:12

სამართალი

შსს-მ კაფე-ბარ „სკარპაში“ და კლუბ „როიალში“ თაღლითური სქემები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.

22 სექტემბერი 2021, 18:09

რეგიონი

რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციასთან ერთად დანიშნულების შესაბამისად, საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.