30 ივლისი 2021, 11:59 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე: სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული. პარტიის თავმჯდომარემ კარგად განმარტა, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომლებიც ავიღეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და, კიდევ ერთხელ, საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ, რომ, სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი - მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად, დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრულიად უგულებელყვეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა, აქვე დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმს ირჩევს და საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს. სხვა ოპოზიციური პარტიები კი, არჩევნებისთვის სტრატეგიის ფორმირებაზე მუშაობენ. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და „ქართული ოცნების“ შეთანხმებაში დაბრუნებას ეცდებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2021, 22:59

საზოგადოება

გარდაიცვალა კოტე მგალობლიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ფილმით „უდიპლომო სასიძო“ გაიცნო

გარდაიცვალა კოტე მგალობლიშვილი, რომელიც საქართველოს არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, იქამდე კი, საზოგადოებამ ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“ გაიცნო.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე: ამ სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი

საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

იოანე გამრეკელი

18 სექტემბერი 2021, 22:27

პოლიტიკა

იოანე გამრეკელი „ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფლებაში ყოფნისას არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებს

სასულიერო პირებზე თავდასხმები წლებია მიმდინარეობს. ეს კომუნისტების დროსაც იყო, მერეც იყო და ახლაც არის, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.

პროკურატურა

18 სექტემბერი 2021, 22:24

სამართალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს გააცნო.

იოანე გამრეკელი

18 სექტემბერი 2021, 22:16

პოლიტიკა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი: ფარული ჩანაწერების გასაჯაროება დანაშაულია, ვინ აკეთებს ამას, ეს უნდა მოიკითხოს ხელისუფლებამ

მე არ ვიცი რა კომპრომატები აქვს, შეიძლება უბრალოდ ზოგადი ფრაზაა, რომ აჟიოტაჟი ატყდეს და საფუძველი საერთოდ არ გააჩნია. თუ არის მასალა მაშინ კონკრეტულად ვილაპარაკოთ, თუ ამას ვერ ვაკეთებთ, მაშინ ან არ არის ან არ უნდა მისი გაშუქება და მაშინ არ უნდა ილაპარაკოს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა. მან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადება შეაფასა. მეუფე იაკობის განცხდებით, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს, მაღალი თანამდებობის პირებისგან მღვდლებსა და სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვებას ითხოვდა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 21:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოდირის დასკვნაზე მეტიც შევიტანეთ საარჩევნო რეფორმაში, ასე რომ გადაჭარბებულადაც კი არის შესრულებული

ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტი, რომელსაც აქვს მანდატი საქართველოს მოსახლეობისგან, რომ მიიღოს საქართველოს კანონმდებლობა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი. როდესაც ეუთო/ოდირის ბოლო რეკომენდაციები ჩამოვიდა ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა საერთო კონსენსუსით, თუ არ ჩავთვლით „ნაციონალური მოძრაობის“

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 21:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიისთვის არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებას აპირებენ

პრობლემა ის კი არაა, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთანაა აფილირებული, პრობლემა ისაა, რომ ამას მალავენ და თავს ისე ყიდიან, თითქოს ისინი დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან, -ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი ხუხულასავით ჩამოეშლება

ბოლო პერიოდში, რაც ვაკვირდები გიორგი გახარიასა და მის გუნდს, უკვე ტრაგიკომედიის სფეროშია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზიზღის ენაზე და ძალადობაზე საუბარი ფარისევლობაა, ზიზღის ენა და ძალადობა მათი მეორე სახელია

ქუჩის ბანერები გაუკვირდათ, სოციალური ქსელიც ასევე საჯარო სივრცეა, ნახეთ რა ხდება იქ, ან რა ენით საუბრობენ, ან როგორ ილანძღებიან, რა სახის მასალას ავრცელებენ და როგორ იყენებენ ზიზღის ენას ოპონენტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არის მოლოდინი, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო ორი კვირა დაძაბული იქნება

თვენახევრის წინ მშვიდ ვითარებაში დაიწყო საარჩევნო კამპანია, თუმცა მოსალოდნელი იყო ტემპერატურის მატება. ოპოზიცია ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აწიოს ტემპერატურა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვახუშტი მენაბდე

18 სექტემბერი 2021, 20:33

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: პოლარიზების შემცირება საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა მშვიდ გარემოში, დამჯდარ გონებაზე მიიღონ გადაწყვეტილება

როდესაც პარტიები მიმართავენ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ამახინჯებს წინასაარჩევნო გარემოს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით და არასდროს არ ვერიდებით ამას. არც მომავალში მოვერიდებით, თუ დავინახავთ, რომ პარტიები ან არაეთიკურად იქცევიან ან კანონს არღვევენ. ზოგადად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ფაქტმა ვერ გეტყვით, რადგან ამ ფაქტის შეფასება ცალკე მჭირდება, - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ

საქართველოს პროკურატურა

18 სექტემბერი 2021, 19:53

სამართალი

პროკურატურა: მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებზე ან ფიგურირებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება. ამ საკითხზე უწყება სპეცოალურ განცხადებას ავრცელებს.

მუჰამედ ბაღეი
გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2021, 19:38

პოლიტიკა

ვენის კლინიკაში არ ფლობენ ინფორმაციას აქვს თუ არა ნევროლოგ მუჰამედ ბაღეის ნარკოლოგიური ტესტის ჩატარების ლიცენზია

ტელეკომპანია POSTV ავსტრიაში, RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ეს ის კლინიკაა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით.

თამთა მეგრელიშვილი

18 სექტემბერი 2021, 19:19

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გიორგი გახარია ახალ ჩანაწერებს აანონსებს?

გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ „სიურპრიზებს“ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. „არ უაყოფს, რომ ჩანაწერები მისი დავალებით გაკეთდა და მისივე დავალებით გამოიტანეს?! რას ნიშნავს სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის?! აანონსებს ახალ ჩანაწერებს?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

ლადო პაპავა

18 სექტემბერი 2021, 19:16

პოლიტიკა

ლადო პაპავა: „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება

პაპავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება. თუ კომპანიამ დაარღვია კანონი ეს საქმე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და არა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილის მოწოდებას საზოგადოებისადმი, უარი თქვან Wissol ჯგუფში შემავალი ობიექტებით სარგებლობაზე.

დავით ქართველიშვილი

18 სექტემბერი 2021, 19:15

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური შეთანხმება! ეს იყო სამართლის აღსრულება და მისი ზეიმი!

ექსპერტი დავით ქართველიშვილი, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებას ეხმიანება და დეტალურად განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, თვიდან აერიდებინათ მისი საქართველოში ექსტრადირება ქართველიშვილის თქმით, ეს არ ყოფილა არც ნაჩქარევი და არც ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, მისი ექსტრადირება, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2021, 18:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილ უბანს საყრდენი კედლებით ამაგრებს. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან - ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

18 სექტემბერი 2021, 18:28

პოლიტიკა

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები ბათუმშიც გამოჩნდა

ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ბათუმშიც გამოჩნდა.

პროკურატურა

18 სექტემბერი 2021, 18:20

სამართალი

პროკურატურა: ვერაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოტანილია

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოტანილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

18 სექტემბერი 2021, 18:16

მსოფლიო

ხანძრით დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამაგრებითი და უსაფრთხოების სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ტაძარში პირველი აღდგენითი სამუშაოების დაწყება ამ ზამთარს იგეგმება. სექტემბერში კი ტაძრის კედლები და იატაკი გასუფთავდება. ამ დრომდე ცნობილია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 830 ევრო შეგროვდა.