imedi /  30 ივლისი 2021, 19:56 / სანდო წყარო

მამუკა წოწერია: ზუგდიდს სჭირდება მეტი განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია

მამუკა წოწერია

მამუკა წოწერია

ზუგდიდს სჭირდება მეტი განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც დღევანდელი რეალობით მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა.

„დღეს უკვე ოფიციალურად, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს არის ჩემთვის უდიდესი პატივი, ნდობა და შესაძლებლობა, მაქსიმალურად დავიხარჯო. თქვენთან, ჩემს ზუგდიდელებთან ერთად გავიმარჯვო და ერთად ვაკეთოთ მეტი ამ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის, მეტი ინვესტიციის მოზიდვისა და განხორციელებისთვის, კიდევ უფრო მეტი ტურისტის მასპინძლობისთვის.

ზუგდიდი არის გვერდში დგომის, მეგობრობის და სიყვარულის კრებითი სახელი, მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე, მქონდა არაერთი შესაძლებლობა სხვაგან წავსულიყავი, თუმცა ის სიყვარული რაც აქ არის - მხოლოდ ზუგდიდს შეუძლია. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის, მადლობა ზუგდიდელებს იმ სიყვარულისთვის და თანადგომისთვის, რასაც თქვენგან ამ გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ ვიღებ. მაქვს თქვენი იმედი და დარწმუნებული ვარ, ერთობით გავიმარჯვებთ. ზუგდიდს სჭირდება მეტი განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც დღევანდელი რეალობით მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.

მისივე თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა, განხორციელდა ისტორიული მნიშვნელობის პროექტები: ზუგდიდის წყლის, წყალარინების, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდა ძველი დიდება და ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა, ფონდი „ქართუს“ დახმარებით შენდება თეატრი, ყოფილი პრეზიდენტის სასახლე გადაეცა ახალგაზრდებს და იქ მოეწყო ტექნოპარკი, აშენდა სკოლები, ბაღები, ამბულატორიები, რუხში გაიხსნა რეგიონში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დღეს კოვიდთან ბრძოლის უმთავრესი ცენტრია, ზუგდიდშივე გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი, მოგვარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, ჩვენს დევნილ მოქალაქეებს გადაეცა და შენდება ბინები.

„მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს ვუშენებთ ახალ სახლებს და უკვე ასეთი 120-მდე სახლი გადავეცით. დავაგეთ გზები ქალაქში , ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა კეთილმოწყობილია, მოვახდინეთ სოფლების გაზიფიცირება, რჩება მხოლოდ 4 სოფელი, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებთ. ჩვენთვის უმთავრესი მოქალაქეა, ამიტომაც ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია, ვისაუბროთ მხოლოდ ციფრებით - სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გავზარდეთ 543%-ით, თუ 2012 წელს ეს ბიუჯეტი 646 ათასი იყო, დღეს 3,5 მილიონი ლარია, რაც მაშინდელ მონაცემებზე 2,8 მილიონი ლარით მეტია.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც ამ მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი გამოწვევა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებით უნდა მოვაგვაროთ. ამ პრობლემების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან ვიცით და გეგმის მიხედვით მოვახდენთ სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციას, სოფლებში წყალმომარაგების პრობლემების გადაჭრას, დარჩენილი სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ანაკლიის პორტი, ჩვენი მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების უმთავრესი პროექტი, რომელიც ინვესტორის უპასუხისმგებლობის გამო დროში გაგვეწელა, თუმცა ეს პროცესი ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩართულობით მალე გადაწყდება.

ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ ამ მუნიციპალიტეტის სტაბილურ განვითარებას, ადამიანებს ვისაც შურისძიებისთვის, არევისთვის, ძველი გავლენების დაბრუნებისთვის, უსაზღვრო განუკითხაობისთვის სურთ დაბრუნება მათი ადგილი ზუგდიდში არ არის და მარცხისთვის არიან განწირულები. თქვენი თანადგომით ამჯერადაც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით უკეთეს ზუგდიდს!“ - აღნიშნულია მამუკა წოწერიას განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დეტალურად, ნახეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2021, 23:27

პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს თუ შეესაბამება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გმობს ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პროცესთან კავშირი არ აქვს

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, ჩვენ ვგმობთ ამ ფაქტს, - ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძე

18 სექტემბერი 2021, 23:13

საზოგადოება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს. ადგილზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები.

18 სექტემბერი 2021, 22:59

საზოგადოება

გარდაიცვალა კოტე მგალობლიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ფილმით „უდიპლომო სასიძო“ გაიცნო

გარდაიცვალა კოტე მგალობლიშვილი, რომელიც საქართველოს არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, იქამდე კი, საზოგადოებამ ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“ გაიცნო.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე: ამ სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი

საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

იოანე გამრეკელი

18 სექტემბერი 2021, 22:27

პოლიტიკა

იოანე გამრეკელი „ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფლებაში ყოფნისას არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებს

სასულიერო პირებზე თავდასხმები წლებია მიმდინარეობს. ეს კომუნისტების დროსაც იყო, მერეც იყო და ახლაც არის, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.

პროკურატურა

18 სექტემბერი 2021, 22:24

სამართალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს გააცნო.

იოანე გამრეკელი

18 სექტემბერი 2021, 22:16

პოლიტიკა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი: ფარული ჩანაწერების გასაჯაროება დანაშაულია, ვინ აკეთებს ამას, ეს უნდა მოიკითხოს ხელისუფლებამ

მე არ ვიცი რა კომპრომატები აქვს, შეიძლება უბრალოდ ზოგადი ფრაზაა, რომ აჟიოტაჟი ატყდეს და საფუძველი საერთოდ არ გააჩნია. თუ არის მასალა მაშინ კონკრეტულად ვილაპარაკოთ, თუ ამას ვერ ვაკეთებთ, მაშინ ან არ არის ან არ უნდა მისი გაშუქება და მაშინ არ უნდა ილაპარაკოს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა. მან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადება შეაფასა. მეუფე იაკობის განცხდებით, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს, მაღალი თანამდებობის პირებისგან მღვდლებსა და სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვებას ითხოვდა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 21:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოდირის დასკვნაზე მეტიც შევიტანეთ საარჩევნო რეფორმაში, ასე რომ გადაჭარბებულადაც კი არის შესრულებული

ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტი, რომელსაც აქვს მანდატი საქართველოს მოსახლეობისგან, რომ მიიღოს საქართველოს კანონმდებლობა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი. როდესაც ეუთო/ოდირის ბოლო რეკომენდაციები ჩამოვიდა ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა საერთო კონსენსუსით, თუ არ ჩავთვლით „ნაციონალური მოძრაობის“

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 21:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიისთვის არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებას აპირებენ

პრობლემა ის კი არაა, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთანაა აფილირებული, პრობლემა ისაა, რომ ამას მალავენ და თავს ისე ყიდიან, თითქოს ისინი დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან, -ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი ხუხულასავით ჩამოეშლება

ბოლო პერიოდში, რაც ვაკვირდები გიორგი გახარიასა და მის გუნდს, უკვე ტრაგიკომედიის სფეროშია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზიზღის ენაზე და ძალადობაზე საუბარი ფარისევლობაა, ზიზღის ენა და ძალადობა მათი მეორე სახელია

ქუჩის ბანერები გაუკვირდათ, სოციალური ქსელიც ასევე საჯარო სივრცეა, ნახეთ რა ხდება იქ, ან რა ენით საუბრობენ, ან როგორ ილანძღებიან, რა სახის მასალას ავრცელებენ და როგორ იყენებენ ზიზღის ენას ოპონენტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არის მოლოდინი, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო ორი კვირა დაძაბული იქნება

თვენახევრის წინ მშვიდ ვითარებაში დაიწყო საარჩევნო კამპანია, თუმცა მოსალოდნელი იყო ტემპერატურის მატება. ოპოზიცია ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აწიოს ტემპერატურა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვახუშტი მენაბდე

18 სექტემბერი 2021, 20:33

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: პოლარიზების შემცირება საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა მშვიდ გარემოში, დამჯდარ გონებაზე მიიღონ გადაწყვეტილება

როდესაც პარტიები მიმართავენ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ამახინჯებს წინასაარჩევნო გარემოს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით და არასდროს არ ვერიდებით ამას. არც მომავალში მოვერიდებით, თუ დავინახავთ, რომ პარტიები ან არაეთიკურად იქცევიან ან კანონს არღვევენ. ზოგადად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ფაქტმა ვერ გეტყვით, რადგან ამ ფაქტის შეფასება ცალკე მჭირდება, - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ

საქართველოს პროკურატურა

18 სექტემბერი 2021, 19:53

სამართალი

პროკურატურა: მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებზე ან ფიგურირებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება. ამ საკითხზე უწყება სპეცოალურ განცხადებას ავრცელებს.

მუჰამედ ბაღეი
გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2021, 19:38

პოლიტიკა

ვენის კლინიკაში არ ფლობენ ინფორმაციას აქვს თუ არა ნევროლოგ მუჰამედ ბაღეის ნარკოლოგიური ტესტის ჩატარების ლიცენზია

ტელეკომპანია POSTV ავსტრიაში, RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ეს ის კლინიკაა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით.

თამთა მეგრელიშვილი

18 სექტემბერი 2021, 19:19

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გიორგი გახარია ახალ ჩანაწერებს აანონსებს?

გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ „სიურპრიზებს“ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. „არ უაყოფს, რომ ჩანაწერები მისი დავალებით გაკეთდა და მისივე დავალებით გამოიტანეს?! რას ნიშნავს სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის?! აანონსებს ახალ ჩანაწერებს?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

ლადო პაპავა

18 სექტემბერი 2021, 19:16

პოლიტიკა

ლადო პაპავა: „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება

პაპავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება. თუ კომპანიამ დაარღვია კანონი ეს საქმე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და არა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილის მოწოდებას საზოგადოებისადმი, უარი თქვან Wissol ჯგუფში შემავალი ობიექტებით სარგებლობაზე.

დავით ქართველიშვილი

18 სექტემბერი 2021, 19:15

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური შეთანხმება! ეს იყო სამართლის აღსრულება და მისი ზეიმი!

ექსპერტი დავით ქართველიშვილი, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებას ეხმიანება და დეტალურად განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, თვიდან აერიდებინათ მისი საქართველოში ექსტრადირება ქართველიშვილის თქმით, ეს არ ყოფილა არც ნაჩქარევი და არც ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, მისი ექსტრადირება, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2021, 18:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილ უბანს საყრდენი კედლებით ამაგრებს. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან - ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

18 სექტემბერი 2021, 18:28

პოლიტიკა

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები ბათუმშიც გამოჩნდა

ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ბათუმშიც გამოჩნდა.