03 აგვისტო 2021, 14:17 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

რეალურად თქვენ იცით, რა იყო ანულირების მიზეზი, მიზეზი იყო ის, რომ 100 დღის განმავლობაში ოთხი ბარიერგადალახული პარტია ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს და ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერდა მას. აქედან გამომდინარე ალტერნატივა არ ჰქონდა ჩვენს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მმართველი გუნდი მაინც იმოქმედებს თუმცა, მომავალში შარლ მიშელის დოკუმენტის მსგავს შეთანხმებაზე ხელმოწერას "ქართული ოცნება" აღარ აპირებს.

„რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტში ნახსენები რეფორმების გაგრძელებას, იგივე სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, გაგრძელდება ყველაფერზე მსჯელობა, ყველაფრის განხილვა, მაგრამ რაც შეეხება დოკუმენტზე მიბრუნებას, ეს არის, რა თქმა უნდა, გამორიცხული, ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არათუ ამ დოკუმენტს არ მივუბრუნდებით, არამედ მომავალშიც გამოვრიცხავთ მსგავსი ტიპის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც თუნდაც დროებით ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს დღეებში დიპლომატიურ კორპუსს მმართველი გუნდიც შეხვდება, თუმცა კონკრეტულად ვინ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

„სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ გაიმართება ჩვენი წარმომადგენლების შეხვედრაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან. დეტალები დაზუსტდება და გვეცოდინება უახლოეს პერიოდში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2021, 12:57

რეგიონი

გუდაურის წყალმომარაგება - წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

„პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა. შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს“.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2021, 12:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნარკოტესტთან დაკავშირებით კითხვები გიორგი გახარიამ თავისივე ქცევით გააჩინა

ყველა საჯარო მოხელე გადის ამ ინიციატივას, მათ შორის მეც. როგორც პარლამენტის წევრმა გავიარე ნარკოტესტი და ამაში უცნაური არაფერია. მასაც ექნება ეს პროცედურა გავლილი სხვა დროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კარლ ჰარცელი

22 სექტემბერი 2021, 12:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენ წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული

„უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია, რომ ჩვენ ამ საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. საბოლოოდ ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენ წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული. ამ მიზნით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში, სადაც მას განუცხადეს ევროკავშირის პოზიციისა და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ“, - განაცხადა ჰარცელმა.

ირაკლი ხმალაძე

22 სექტემბერი 2021, 12:45

საზოგადოება

დედაქალაქს თბილისის ზღვაზე ახალი თანამედროვე უბანი შეემატება

ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს პროექტები წარმოადგენს თბილისის ურბანული განვითარებისთვის ახალ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამას მუნიციპალიტეტი სამშენებლო დეველოპერებთან ერთად განახორციელებს და ამისთვის მათთან გამარტივებულ ბიუროკრატიულ რეჟიმში ითანამშრომლებს.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2021, 12:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დმანისის ინციდენტზე: ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება მიზანმიმართულად მიმდინარეობს

მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლას. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

კახა კალაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები, ეს არის კონკრეტული პროექტები

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები. ეს არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული ხედვა და რაც მთავარია, ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, ვინც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. ამის თქმით უფლებას მაძლევს განვლილი ოთხი წელი და ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები. ღირსეულად რომ ვუპასუხოთ მათ. სწორედ ამიტომ, ის პროექტები უნდა განვახორციელოთ, რაზეც ვსაუბრობთ ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დმიტრო კულება

22 სექტემბერი 2021, 12:26

მსოფლიო

დმიტრო კულება: შესაქებია, რომ აშშ-ს ახალი ცივი ომი არ სურს, თუმცა ისეთი სახელმწიფოები არსებობენ, მათ შორის რუსეთი, რომლებიც ომს ეძებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი ცივი ომი არ სურს.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

როგორ ავრცელებს ოპოზიციური სოცმედია ზიზღის ენის გამოყენებით დეზინფორმაციას - „ქართული ოცნების“ ანგარიში

„ქართული ოცნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს. მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტური რესურსები. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021, 12:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან

აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

დავით ზალკალიანი
დევიდ ჯონ ფრანცი

22 სექტემბერი 2021, 12:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვდასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე.

ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021, 12:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს

„არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, - განაცხადა მინისტრმა.

22 სექტემბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში.

კახა კალაძე; ირაკლი ხმალაძე

22 სექტემბერი 2021, 12:01

საზოგადოება

კახა კალაძე: 4 წლის შემდეგ თბილისი ევროპაში ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება

ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 240 000 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

BTS

22 სექტემბერი 2021, 12:00

სპორტი

BTS-ის წევრები გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ვიდეორგოლი გადაიღეს. ვიდეო

გამოსვლაში, რომლის ონლაინ ტრანსლაციას 100 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა, მომღერლებმა სიღარიბესთან, უთანასწორობასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ბორის ჯონსონი ჯო ბაიდენი

22 სექტემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ხმალაძე

22 სექტემბერი 2021, 11:53

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფეს მფლობელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 11:43

რეგიონი

ბათუმში სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია

სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.

უმა თურმანი

22 სექტემბერი 2021, 11:38

კულტურა

უმა თურმანმა 15 წლის ასაკში გაკეთებულ აბორტზე ისაუბრა

ამერიკელმა მსახიობმა უმა თურმანმა განაცხადა, რომ 15 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა. ამის შესახებ მსახიობი Washington Post-ში გამოქვეყნებულ ესეში წერს, რომელშიც ტეხასში აბორტების აკრძალვას აკრიტიკებს.

22 სექტემბერი 2021, 11:31

COVID19

Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს

აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 11:29

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის ერთ-ერთი წარმატებული ნიმუშია „სართიჭალის საშრობი“, რომელიც დღეს გავხსენით

საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსის შპს „სართიჭალის საშრობი“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 3,000,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. „სართიჭალის საშრობში”, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9,000 ტონა მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.