07 აგვისტო 2021, 13:29 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: არაადეკვატური, გავეშებული აქტივობაა კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ დავანებული პოლიტიკური აქტორებისგან და მათი მარიონეტებისგან, არაადეკვატური, გავეშებული აქტივობაა კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს ნათლად გამოჩნდება, ვის და რა პოლიტიკას აირჩევს ხალხი თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.

„დედაქალაქის მერობისთვის საარჩევნო ბრძოლა, რასაკვირველია, გულისხმობს მუნიციპალიტეტის მოქმედი ხელმძღვანელობის არგუმენტირებულ, საგნობრივ კრიტიკასაც. ამასთან, ოპონენტი კანდიდატები ელექტორატს სთავაზობენ სექტორული განვითარების ალტერნატიულ პროექტებს. მაგალითად, როგორი უნდა იყოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის სხვაგვარი, უკეთესად კეთილმოწყობა, უსაფრთხოების გაუმჯობესება ამა და ამ ნაბიჯებით და ა. შ. რას ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ დავანებული პოლიტიკური აქტორებისგან და მათი მარიონეტებისგან? არაადეკვატურ, გავეშებულ აქტივობას კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის (მეტი სიცოცხლე ყველა უბანში) დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში. კალაძემ რომ გამოაცოცხლა და საგრძნობლად განავითარა თბილისი, მოყვარეც ხედავს და მტერიც. რასაკირველია, არაერთი ხარვეზია და კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი და დასამთავრებელი. ოღონდ იმის მაგივრად, რომ ოპოზიციიდან გვესმოდეს გაკეთებულის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების მოგვარების უკეთესი, უსწრაფესი მოგვარების საქმიანი შემოთავაზებები, ვხედავთ მხოლოდ დისტოპიური სურათის დახატვის ბოროტ კლოუნადას. თუ ვის და რა პოლიტიკას აირჩევს ხალხი თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, 2 ოქტომბერს ნათლად დავინახავთ“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.

ორ თვეში, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოსცა და მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 3 აგვისტოს დაიწყო.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, უფრო მკაცრად რეგულირდება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამასთან, შეიზღუდა პერიმეტრი და გაფართოვდა მასშტაბი, სადაც, არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა თუ სხვა პირთა გამოკითხვა არ შეიძლება.

ამასთან, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სექტემბერში, დაჩქარებული წესით განიხილავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცვლილებები მისაღებია და ცესკო მათ კანონმდებლობაში ასახვას ემხრობა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.

რაც შეეხება ოპოზიციას - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიაა. ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, „გირჩი- მეტი თავისუფლება” წარმოადგენს. ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნარმანიასთან ბრძოლაში ხმების 27%-ით, მეორე ტურში დამარცხდა.

ყველა სიახლე

17 ოქტომბერი 2021, 00:55

მსოფლიო

შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ისტორიაში პირველად ელექტროსიგარეტს ავტორიზაცია მიანიჭა

შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, FDA-მ ელექტროსიგარეტს ავტორიზაცია მიანიჭა.შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ British American Tobacco-ს Vuse Solo ელექტროსიგარეტების გაყიდვის ნებართვა მისცა, თუმცა გადაწყვეტილება Vuse Solo ბრენდის ყველა პროდუქტს არ ეხება.

თეა წულუკიანი

17 ოქტომბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდება ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდება ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში დასრულდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

17 ოქტომბერი 2021, 00:25

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუმ £8,5 მილიონად შეფასებული ავტომობილი იყიდა

კრიშტიანუ რონალდუმ 8,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად (£) შეფასებული Bugatti Centodieci იყიდა. ამის შესახებ Mirror წერს. ცნობილია, რომ 36 წლის ფეხბურთელი ძვირადღირებული და მდიდრული მანქანების მოყვარულია. მის კოლექციაშია £164 ათასად შეფასებული Bentley და £9,5 მილიონად შეფასებული Bugatti La Voiture Noire და Lamborghini Urus, რომლის ფასიც £ 170 ათასია.

ზურაბ რთველიაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 23:55

პოლიტიკა

პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პირველი პრემია მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს გადაეცა

დღეს, ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, „ალტერნატიულ კულტურულ სივრცეში N12“ პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.

თეა წულუკიანი

16 ოქტომბერი 2021, 23:23

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ შერიგება, პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს

არ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე გაჰყვიროდნენ, რომ ეს არის თავისუფლების ქარი თუ ქარბორბალა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სტიქიური უბედურება, რომელიც ჩვენ 2003 წლის ბოლოს დაგვემართა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

16 ოქტომბერი 2021, 23:02

კულტურა

17 ოქტომბერს თბილისის მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება

17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალს გახსნის მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.

მამუკა წოწერია

16 ოქტომბერი 2021, 22:38

პოლიტიკა

მამუკა წოწერია: მეორე ტური დასრულდება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ეს იქნება ზუგდიდის და ზუგდიდელების გამარჯვება

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით განაგრძობს, მამუკა წოწერია ამჯერად სოფელ რუხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ეთერ ლიპარტელიანი

16 ოქტომბერი 2021, 22:15

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზში გამართულ გრანდ სლემში ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლა ქართველ და ფრანგ ძიუდოსიტს შორის არ შედგა, რადგან ეთერის მოწინააღმდეგე საჭიდაოდ არ გამოცხადდა.

გიორგი ამილახვარი

16 ოქტომბერი 2021, 21:55

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: რაფაელ გლუკსმანს ვთხოვ ჩამოვიდეს საქართველოში და იმ ათასობით ადამიანთან დადგეს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დაზარალდა ან გარდაიცვალა

რაფაელ გლუკსმანს ვთხოვ ჩამოვიდეს საქართველოში და გულანთებული იმ ათასობით ადამიანის გვერდში დადგეს ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალდა და გარდაიცვალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილი

16 ოქტომბერი 2021, 21:32

სამართალი

ირაკლი ნადარეიშვილი: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით 309 პირს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა

ჩვენი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი არის 433 პირი. აქედან 309 პირის მიმართ ადგილი ჰქონდა ქონებრივი უფლების დარღვევას. დეპარტამენტის შუამდგომლობით, ეკონომიკის სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად, 309 პირს დაუბრუნდა ქონება, ან დაბრუნების პროცესში. დეპარტამენტმა 108 ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, - ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადარეიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძე

16 ოქტომბერი 2021, 21:30

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ევროპარლამენტარი გლუკსმანი ცდილობს სააკაშვილზე მოიფიქროს არგუმენტები და შექმნას ილუზია, რომ მიუკერძოებელია

რაფაელ გლუკსმანს გაუჭირდება მოქალაქეებს შეუქმნას განცდა, რომ ის მიუკერძოებელი ადამიანია და ასეთივე დასკვნებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მამუკა არეშიძე

16 ოქტომბერი 2021, 21:02

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე გლუკსმანზე: ის ცდილობს ქართულ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, რომ ევროპარლამენტი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, სინამდვილეში კი გამაყრუებელი სიჩუმეა

„ევროპარლამენტის გამაყრუებელი სიჩუმის გარღვევის მცდელობა“, - ასე შეაფასა ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანის გზავნილები ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. მანვე განმარტა, რომ სააკაშვილის დამცველის მცდელობა საქართველოში გააჩინოს აღქმა, თითქოს მიუკერძოებელი ევროპარლამენტი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, უსუსურია.

თორნიკე მოლაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი: გავახსენოთ ხალხს, რა სისხლიან რეჟიმთან გვქონდა საქმე, დღეს სად ვართ და ხვალ სად შეიძლება ვიყოთ

როგორ შეკრიბეს ეს ხალხი რეგიონებიდან გასაგებია, მაგრამ ხალხი შეცდომაშია შეყვანილი და უნდა იცოდეს მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე. ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი და მისი ხელმძღვანელია მიხეილ სააკაშვილი. ეს წლები მისთვის არაფერია, სამუდამო უნდა მიესაჯოს, - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში შეაფასა.

თორნიკე მოლაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 20:30

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი: ჩვენი თხოვნაა გამოიძიონ პოლიტპატიმრების საქმეები, რატომ დააკავეს, რა პირობებში იყვნენ და როგორ აწამეს

„ჩვენი მიზანია მოსახლეობას გავახსენოთ უახლესი ისტორია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ციხესთან დღეს გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

ბათუმის მერია

16 ოქტომბერი 2021, 20:04

რეგიონი

ბათუმის მერია: მოსახლეობის დროებით გაყვანა 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობის ნაწილის ნგრევას არ უკავშირდება

ბათუმის მერია ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან ოჯახების ევაკუაციის მიზეზს განმარტავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „მოსახლეობის დროებით გაყვანას კავშირი არ აქვს 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე შენობის ნგრევასთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რის შემდეგადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება და ზომები, რათა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ განაგრძოს უსაფრთხო პირობებში ცხოვრება“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ეთერ ლიპარტელიანი

16 ოქტომბერი 2021, 19:37

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გრანდ სლემის ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანი ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს. ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო დაამარცხა.

16 ოქტომბერი 2021, 19:01

სპორტი

„შავმა ლომმა“ ისრაელის „თელავივ ჰითი“ 33-10 დაამარცხა

ავჭალაში, სადაც „შავი ლომი“ „თელავივ ჰითს“ უპირისპირდებოდა, თამაში ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. „შავი ლომმა“ პირველივე ტურში მეტოქეს ოთხი ლელო დაუდო და პასუხად მხოლოდ ერთი მიიღო, რითაც ბონუსი მიითვალა. საბოლოო ანგარიში კი, 33-10 დაფიქსირდა.

16 ოქტომბერი 2021, 18:45

რეგიონი

საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხის პირველი პორტატული მოტივტივე სადგური განთავსდა

სადგური დამოუკიდებელი სისტემაა, რომელიც პირველად განთავსდა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში და განკუთვნილია წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის. მოწყობილობა, GPRS კომუნიკაციის მეშვეობით, ზღვის პარამეტრებს ონლაინ რეჟიმში გაზომავს, ხოლო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მეთევზეობის, აკვაკულტურის, წყლის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტებისთვის.

16 ოქტომბერი 2021, 18:28

მსოფლიო

ანტალიაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავარდა და გადატრიალდა

თურქეთში, ანტალიაში, ავტობუსი, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, გზიდან გადავიდა და გადატრიალდა. დაშავებულია 7 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მცირე ზომის ავტობუსის მძღოლმა, ნაწვიმარ გზაზე, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც, ტრანსპორტი მოსახვევში გზიდან გადავარდა.

16 ოქტომბერი 2021, 17:57

კულტურა

კახეთი ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

კახეთში, წინანდლის მამული, რიგით მეხუთე ფესტივალს - „ჯაზი და ღვინო“ მასპინძლობს. მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს ქართული ღვინის დეგუსტაცია, იტალიელი მზარეულების შოუს ხილვა და სპეციალურად ფესტივალისთვის დაგეგმილი ოთხი პიანისტის კონცერტის მოსმენა შეუძლიათ.