IMEDI /  15 სექტემბერი 2021, 23:52 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ადრე ეკლესიებს ანგრევდნენ უროებით, ახლა ანგრევენ სიტყვით - ესენი არიან თანამედროვე ბოლშევიკები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეკლესიაზე შეტევის რისკი წინასაარჩევნო პერიოდში იზრდება. ამ ყველაფრის გამოც მნიშვნელოვანია, რომ როდესაც 2 ოქტომბერი დადგება და ჩვენი საზოგადოება იფიქრებს, მივიდეს თუ არა საარჩევნო ყუთთან და ვის უნდა მისცეს ხმა. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ეს არჩევანი უკავშირდება ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმყარეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„ერთ მხარეს დგას პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი იდენტობის ეს ორი მთავარი ელემენტი. მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სწორედ ამ ორი ელემენტის შერყევაზეა ორიენტირებული. თუ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სახელმწიფოსა და ეკლესიის მყარად დგომას, ამ შემთხვევაში არჩევანი ნათელია. მათ მოქმედებას აქვს მარტივი სახელი, ბოლშევიზმი. 2021 წელს 100 წლის 1921 წლის წარსულში დაგვაბრუნეს. განსხვავება არის ერთი, მაშინ უროთი და ჩაქუჩით ანგრევდნენ ეკლესიებს. დღეს სიტყვით ცდილობენ ეკლესიის შერყევას. ეს არის ერთადერთი განსხვავება. „ნაცმოძრაობა“ თავსი ლიდერებით, მათი ტელევიზიების ლიდერები, გვარამია, მელაძე და ა.შ. ესენი არიან თანამედროვე ბოლშევიკები. მათ აქვთ კონკრეტული ამოცანა და ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო მიზნით ნაკარნახები ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში შეარყიონ ჩვენი ეროვნული იდენტობა. ისინი არიან ღამურები აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსიდან. უსამშობლო ხალხია, ყველანაირი ღირებულებისგან დაცლილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: გაეროში პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ჰუმანიტარული მისიისთვისა და ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს დადებითი როლისთვის

„გაეროში შეხვედრისას ხაზი გაესვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ავღანეთის ჰუმანიტარულ მისიაზე, რისთვისაც მხარეებმა მას მადლობა გადაუხადეს. ასევე განიხილეს ყარაბაღში კონფლიქტისას საქართველოს დადებით როლი და ძალიან პოზიტიურად შეაფასეს“,- აღნიშნა დავითულიანმა.

22 სექტემბერი 2021, 17:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიანი აჭარისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება

მაღალმთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება

წინასაარჩევნო განწყობა არის საუკეთესო. მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 17:44

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ხულო-ზარზმის პროექტის დასრულების შემდეგ მთიანი აჭარის კურორტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება

​​​​​​​ხულო-ზარზმის ისტორიულ პროექტზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ხელოვნური ნაგებობების მოწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2021, 17:43

მსოფლიო

ზელენსკი: სისუსტეა - „მოკითხვა“ გადმომცე ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილზე სროლით და ამაზე პასუხი ძლიერი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მის თანაშემწე სერგეი შეფირზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:32

ეკონომიკა

მამუკა მდინარაძე ნამახვან ჰესზე: როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

რუსული დაკვეთით თუ ა.შ. იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო აქტივობა. ბევრი ადამიანი შეიძლება მართლა გულწრფელი იყო და მართლა სჯეროდა, რადგან პიარულად და პროპაგანდისტულად აჯერებდნენ რაღაცებს. ზოგიერთი შეიძლება ვიღაცის შეკვეთით მოქმედებდა, მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენთან ერთად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას​ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვებაზე: ცხოვრებაში პირველად, სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაიქცა

ნიკა მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დმანისის მოვლენებზე: თუ დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონეს მიმართ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, „ნაცმოძრაობას“ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება

თუ დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, ეს „ნაცმოძრაობას“ ძალიან ძვირად დაუჯდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებზე ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით დანამდვილებით საუბარი არ შეუძლია.

ირაკლი ზარქუა

22 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტისა და ავსტრიის კანცლერის მიწვევით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებზე განიხილებოდა საკითხი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:27

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: „ენკას“ გადაწყვეტილება სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დმანისში დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - თუ მის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ამძიმებს „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობას

თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული - პირი არის დაკავებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე: ეს ფორმატი ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე სასაუბროდ საუკეთესოა

„ჩვენ არცერთი წუთით ძალისხმევა არ უნდა შევაჩეროთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დეოკუპაციის გზაზე ვიაროთ შეუქცევადად. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული და სტრატეგიული ამოცანა და ჩვენ ამას ყველა პლატფორმიდან გავაკეთებთ და ამას გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

22 სექტემბერი 2021, 17:15

ეკონომიკა

კომპანია „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

„ენკას“ ქართულ წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ, ასევე ჯერჯერობით უცნობია, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაც. მანამდე კი შეფასება გაკეთდა მმართველ პარტიაში, სადაც თქვეს, რომ ეს ფაქტი ცუდი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, თუმცა ხელისუფლებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით დიდი გეგმები აქვს.

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2021, 17:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს, როგორც რეგიონალური ლიდერის, პოზიციები გაძლიერდა

საქართველოს, როგორც რეგიონალური ლიდერის, პოზიციები გაძლიერდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაეროში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს პლატფორმას მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას გააგებინოს

„ეს არის მაღალი ტრიბუნა, საიდანაც პრემიერს აქვს საქართველოს სახელით გზავნილების გაჟღერების საშუალება და ირაკლი ღარიბაშვილი ამ პლატფორმას მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები გააგებინოს მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა, მათ შორის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და, ბუნებრივია, ამ კუთხითაც იქნება გზავნილები გაჟღერებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

22 სექტემბერი 2021, 16:53

ეკონომიკა

დღეისათვის საქართველოდან ექსპორტირებულია 31.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი

დღეისთვის საქართველოდან 7.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (42%), ხოლო ღირებულება - 2.8 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

22 სექტემბერი 2021, 16:49

COVID19

თამარ არჩუაძე: აეროპორტების თანამშრომელთა ვაქცინაცია მათი მუშაობის სპეფიციკიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია

შეხვედრას ონლაინ რეჟიმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის, ასევე ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

22 სექტემბერი 2021, 16:45

ტაბლოიდი

აშშ-ში ერთ-ერთ მოტელში ონკანიდან წყალთან ერთად მეტამფეტამინის კრისტალები მოედინებოდა

მოტელში წყალი გადაკეტეს და სასტუმრომ დროებით სტუმრებს მიღებაც შეწყვიტა. გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი რაოდენობით მეტამფეტამინი ვიღაცამ წყალმომარაგების სისტემაში შეიყვანა. ქალაქის სხვა შენობებში მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა. სამართალდამცველები მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს ეძებენ.

22 სექტემბერი 2021, 16:38

პოლიტიკა

ხათუნა თოთლაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 16:15

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.