imedi /  16 სექტემბერი 2021, 17:24 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი გახარიას პარტიაზე: ქართულ საზოგადოებას ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ შესთავაზა - მხოლოდ ბრალდებებზეა გადასული

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

ამ პარტიამ ქართულ საზოგადოებას ვერ შესთავაზა ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, მხოლოდ ბრალდებებსა და არათანმიმდევრულ განცხადებებზე არიან გადასული, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განუცხადა.

„ბოლო დროს ფაქტობრივად ყოველ დღე გვესმის, რომ სხვადასხვა პირი ტოვებს გიორგი გახარიას პარტიას, ეს მიუთითებს მხოლოდ ერთადერთზე, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არც მას (გიორგი გახარიას) და არც მის პარტია არ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

გახარიას პარტიას მხარდამჭერები ისევ ტოვებენ. გუშინ გახარია პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მაკა მახარაძემ დატოვა. დღეს კი პარტია დატოვა ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა, რომელიც პარტიული სიის მეოთხე ნომერიც იყო.

ყველა სიახლე

ჯონ კენედი

23 ოქტომბერი 2021, 09:46

მსოფლიო

თეთრი სახლი ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე ახალ მასალებს გაასაჯაროებს

თეთრი სახლი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე ახალ მასალებს გაასაჯაროებს.

23 ოქტომბერი 2021, 09:28

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სილვიუ დომენტეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელს, მელიტა ჯაკობს შეხვდა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2021, 09:17

მსოფლიო

ავღანეთიდან ჯო ბაიდენის მიერ ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზე აშშ-ის რამდენიმე უწყებამ გამოძიება დაიწყო

რამდენიმე ამერიკულმა უწყებამ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

23 ოქტომბერი 2021, 08:58

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ტაივანის სრუტეში სიტუაციის დაძაბვაში ადანაშაულებს

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაკ მიონ ჰომ აშშ ტაივანის სრუტეში სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

23 ოქტომბერი 2021, 08:45

პოლიტიკა

მამუკა წოწერია: 30 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მეორე ტურის ფარგლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. თათარაშვილის ქუჩაზე, მამუკა წოწერიასთან ერთად ინდივიდუალურ შეხვედრებში, მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, მომღერლებმა ელენე ფოჩხუამ და სოფო ბედიამ მიიღეს.

23 ოქტომბერი 2021, 08:32

საზოგადოება

დედაქალაქის მერია „თბილისობის“ ფარგლებში დღეს საპატიო თბილისელებს დააჯილდოებს

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იმართება. თბილისის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ იმართება.

23 ოქტომბერი 2021, 08:20

პოლიტიკა

კახა კუჭავა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურნიეცეს შეხვდა

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურნიეცეს შეხვდა.

23 ოქტომბერი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ოქტომბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ირმა ჭკადუა

23 ოქტომბერი 2021, 00:38

პოლიტიკა

ირმა ჭკადუა: 2010 წელს, დავით კირკიტაძემ წაგებული მატჩის გამო ზუგდიდის სტადიონზე მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა, ახლა ამ კაცს რუსთავის მერობა სურს

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა დავით კირკიტაძე ზუგდიდის „დინამოსთან“ წაგებული მატჩის გამო მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ ფიზიკურად გაუსწორდა.

ირმა ჭკადუა

23 ოქტომბერი 2021, 00:32

პოლიტიკა

ირმა ჭკადუა წინა ხელისუფლებისდროინდელ ციხეებზე: პატიმრები, რომელთაც წამების კვალი ეტყობოდათ, დედებთან გვაბარებდნენ, რომ კარგად იყვნენ და ცდილობდნენ, ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ

ციხეში რეალურად ხდებოდა სრული სადიზმი. ძალიან ბევრი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ წამების კვალი ეტყობოდათ, ვერ ბედავდა თქმას. დედებთან გვაბარებდნენ, რომ კარგად იყვნენ და ცდილობდნენ, ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ. ჩვენ ვუყურებდით, რომ ისინი იყვნენ ნაწამები, მაგრამ ამაზე ვერ საუბრობდნენ. თუ შეკითხვას დავსვამდით, ამბობდნენ, რომ მეორე სართულიდან გადმოვარდნენ. იქ კედლებსაც ყურები ჰქონდა და ყველაფერი ისმინებოდა, - ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა.

ირმა ჭკადუა

23 ოქტომბერი 2021, 00:26

პოლიტიკა

ირმა ჭკადუა: მეგის ქარდავამ ზუგდიდის „დინამოს“ მწვრთნელი ბესო შეროზია სასაფლაოზე აიყვანა, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მისივე თქმით, მეგის ქარდავამ ზუგდიდის დინამოს მწვრთნელს ბესო შეროზიას საკუთარი საფლავი გაათხრევინა. ჭკადუას განმარტებით, შეროზია სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან მისმა გუნდმა ბოლნისის „სიონთან“ თამაში მოიგო.

ირმა ჭკადუა

23 ოქტომბერი 2021, 00:20

საზოგადოება

ირმა ჭკადუა „ნაცმოძრაობაზე“: წარმოიდგინეთ, რას გაგვიკეთებენ ეს დახვეწილი მწამებლები, თუ დაბრუნდებიან რევანშით

გულწრფელად ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და დღეს ამბობენ, რომ ცვლილებების და სიახლეების დრო დადგა, ამ ცვლილებებსა და სიახლეებში სააკაშვილს გულისხმობენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

დავით მირცხულავა

23 ოქტომბერი 2021, 00:02

პოლიტიკა

დავით მირცხულავა: ეკლესიის ზარების ხმაზე დღესაც მგონია, რომ მიცვალებული გამოჰყავთ ციხის მორგიდან

ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანი ფიზიკურად და მორალურად გაენადგურებინათ. მე მათი ციხიდან გამოსული ჯანმრთელი ადამიანი, არც ახალგაზრდა და არც ხნიერი, არ მინახავს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პატიმარი იყო.

ჯო ბაიდენი ემანუელ მაკრონი

22 ოქტომბერი 2021, 23:55

მსოფლიო

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვგმობთ ძალადობას, ამბობს ის ხალხი, რომელთაც არ დაგმეს გადასკოჩილი კაცების გაუპატიურება

ვგმობთ ძალადობას, ამბობს ადამიანების ჯგუფი, რომელთაც 2012 წელს არ დაგმეს გადასკოჩილი კაცების გაუპატიურება, უკიდურესი წამება. ისინი დღეს გმობენ ვირტუალურ ძალადობას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადგან სააკაშვილმა ერთ-ერთ ვერსიად დაუშვა, რომ ის გაიტაცეს სპეცსამსახურებმა, ამით მან გაწირა ცომაია - ადამიანი, რომელმაც მის გამო დანაშაული ჩაიდინა

მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეოსთან დაკავშირებით ოპოზიციურ არხებზე „იმედს“ ლანძღავდნენ, იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობდა „იმედი“ და ეს ხომ არ შეიძლება. მათი ლოგიკით, სიმართლის თქმა არ შეიძლება და ამიტომ გასალანძღები ხართ. ეს არის „გაღმა შედავების“ ლოგიკა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქცევის წესითაც რუსულად მართა ეს ქვეყანა

„ახლა რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ტერიტორიები „გაუპრავა“ რუსეთს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებზე გაყიდა, ქცევის წესითაც რუსულად მართა ეს ქვეყანა. რეზოლუცია იყო შავით-თეთრზე მტკიცებულება, რომლითაც მათ უდასტურდებათ რუსული საქმე. ომიდან ორ თვეში, ქართველ სამხედროებს რომ აბრალებ, რომ ომის დაწყება მათი ინიციატივა იყო, კასეტური ბომბებით დაბომბეს თითქოს ცხინვალი და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო, ამაზე დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ, რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია

სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია. 5-იანიც კი არ დააწერა მელიამ ბანერს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 23:31

სამართალი

ჭაბუკა რაფავა: მე პოლიციელი ვარ, 30 წელია ვმუშაობ და დემარშით სამსახურიდან არასდროს წავსულვარ

„მე არსად წავსულვარ, დავტოვე თანამდებობა, თუმცა ვრჩები კადრების განკარგულებაში. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემიდან წავედი. შეიძლება სხვა დანაყოფში გავაგრძელო მუშაობა. ეს არავის საქმე არაა, ვიღაცები კი დეზინფორმაციას ავრცელებენ. მე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი და არა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ასე რომ ნუ ავრცელებენ ჭორებს. მე პოლიციელი ვარ, 30 წელია ვმუშაობ და დემარშით სამსახურიდან არასდროს წავსულვარ“, - აღნიშნა ჭაბუკა რაფავამ.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა - მას შემკამათებელიც კი არ ჰყავდა

გულწრფელად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა - შემკამათებელი არ ჰყავდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.