imedi /  17 სექტემბერი 2021, 11:31 / სანდო წყარო

EURACTIV: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგს, რეალური საქმე მაინც საქართველოს მიერ გაკეთდა, ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული მედიაციით ხელი შეეწყო მშვიდობის დამყარებას

„სტაბილურობის საკითხი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის არჩევანი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას EURACTIV-ი.

სტატიაში, რომლის ავტორია I3pact EU-ის დამფუძნებელი ვლად ოლტენუ, წარმატებულად არის შეფასებული საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მედიაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამაც ხელი შეუწყო მშვიდობის დამყარებას.

„26 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის მანდატით საქართველოში შედგა ვიზიტი. ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ სამხრეთ ოსეთთან გავლებული ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ხაზი მოინახულეს. ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ და განრიგი მოიცავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მაშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის მანდატით ქვეყანაში სტუმრად მყოფი მისია ძლიერი სიგნალი იყო იმისა, რომ ევროკავშირი მშვიდობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც სისხლიანმა და რეალურმა ომმა 2020 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით 44 დღის განმავლობაში დაუპირისპირა სომხეთი აზერბაიჯანს. ეს უკვე მეორე ომი იყო ამ ორ ქვეყანას შორის. პირველი 1980-იანების ბოლოს დაიწყო და 1994 წლის მაისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდებს შორის ომი არ ყოფილა, მაგრამ კონფლიქტი გაყინული იყო. ის გარესამყაროსთვის იყო გაყინული, თორემ ამ ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის, დაჭრილებისა და დაღუპულებისთვის მაინც ცხელი იყო. მეორე ომი მწვავე საფრთხედ იქცა, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის კონტინენტისთვის და ალბათ მთელი მსოფლიოსთვის. თურქეთმა მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა, სომხეთმა ტრადიციული მოკავშირე რუსეთისკენ გაიხედა. სრულმასშტაბიანი კონფრონტაციის ალბათობა რეგიონულ და გლობალურ ძალებს შორის დღითიდღე იზრდებოდა, თან ერთ მხარეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი იდგა, ხოლო მეორე მხარეს - რუსეთი. საბედნიეროდ, მედიაციამ და დიალოგმა იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა ამ დიალოგს, ადგილზე რეალური „საქმე“ მაინც მეზობელი ქვეყნის - საქართველოს - მიერ გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიაციით ხელი შეეწყო მშვიდობის დამყარებას და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას. ამ კონფლიქტში მისი დიპლომატიური ჩარევის მიღმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილშიც იღწვოდა”, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რეგიონში თანამშრომლობის ხიდების მშენებლობის და საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოებების შექმნის კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს.

„შეხვედრის მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი მაღალ-ტექნოლოგიური დარგების განვითარება იყო, რაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების და ერთობლივი მუშაობით გახდება შესაძლებელი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული სამომხმარებლო ბაზრის სფეროებში განხორციელებული პროექტების სახით. პრემიერ-მინისტრი შმიგალიც მადლობას უხდიდა თავის ქართველ კოლეგას ყირიმის პლატფორმის სადამფუძნებლო სამიტში მონაწილეობაზე თანხმობისთვის და საქართველოს მხრიდან მუდმივად გამოხატული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, ადამიანის უფლებების ჭეშმარიტი, მუდმივი პატივისცემით. შეხვედრა 22 აგვისტოს შედგა. საუბარში თანაბარი ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. პრემიერ-მინისტრ შმიგალის თანახმად, „უკრაინისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავება, რათა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე წარმოებულ დიალოგში ინტენსიურად ხდებოდეს ჩვენი ქვეყნების ჩართვა“. აი, ვისთან და საქართველოსთან აქვს ალიანსს უკვე კარგად ჩამოყალიბებული პარტნიორობა”, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ქაბულის აეროპორტში მყოფი პირებისთვის სასმელი წყლის გაგზავნის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით „საქართველოს მრავალი წელია ღირსეული წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში. საქართველო პირველად 2004 წელს ჩაერთო და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე მისიაში”. 860 ქართველი სამხედრო მსახურობს ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონტინგენტის შემადგენლობაში. ავღანეთიდან ალიანსის განზრახული გამოსვლის მოლოდინში, საქართველომ წყლის მარაგები გააგზავნა ქაბულის აეროპორტში სტრესის ქვეშ მყოფი ხალხისთვის. ამ ქმედებამ საფუძველი მისცა და შეინარჩუნა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეგიონული სატრანზიტო ჰაბის არსებობის იდეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ქართველი, ნორვეგიელი და შვედი სამხედრო მოსამსახურეები, ისევე როგორც ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს სამხედრო და სამოქალაქო პირები, მხარდამხარ მუშაობდნენ. სულ რაღაც ერთი თვით ადრე, 19 ივლისიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველო მასპინძლობდა წარმომადგენლობით და წარმატებულ საერთაშორისო სამიტს - „ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას“. ამ ღონისძიებამ შეკრიბა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ევროკავშირსა და რეგიონის ცივი და ცხელი კონფლიქტების წინაშე მდგარ სამ ქვეყანას შორის საუბარი სამომავლო პარტნიორობის, ეკონომიკის და უსაფრთხოების საკითხებზე მხოლოდ სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე მხარეს. ევროკავშირის დახმარებით ამ დისკუსიების გადაზრდა კონკრეტულ და მნიშვნელოვან ქმედებებში აუცილებელიც კი არის ახლა სამივე ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის, თან ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უფრო ძლიერი ევროპა უნდა არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ბატონი ბორელის მისია. სწორედ ეს წერია მისი სახელისა და თანამდებობის ქვეშ ევროკომისრის გვერდზე ინტერნეტში. ასეთი სასურველი პოზიციის მისაღწევად და გლობალურად უფრო ძლიერი ევროპის არსებობისთვის, რეგიონულ პარტნიორებთან უნდა მოხდეს ალიანსების შექმნის სწორი და უწყვეტი სტიმულირება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც კონფლიქტები არსებობს - სამხრეთ კავკასია, უკრაინა და მოლდოვა. ყოველივე ეს გულისხმობს მკაფიო გზამკვლევების და რეალისტური სცენარების შემუშავებასა და მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროევროპულ მთავრობებთან კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის. ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროკავშირში გაერთიანებისა და ინტეგრაციის შორეული პერსპექტივა უნდა შევთავაზოთ, არამედ მიმდინარე, პერმანენტული მხარდაჭერისა და პარტნიორობის რეალობა, თან ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილში, არამედ უსაფრთხოებისა და დიპლომატიურ სფეროებში. ძლიერი და სრულყოფილი პარტნიორობა ალბათ დაამტკიცებს, რომ პრაგმატულ პასუხს წარმოადგენს დაყოფისა და პროვოკაციის შემთხვევებზე. ასე იარსებებს მსოფლიოში უფრო ძლიერი და მოწინავე პოზიციების მქონე ევროპა, უფრო გაერთიანებული და უფრო აქტიური თავისი პარტნიორებისთვის. ბატონი ბორელის დევიზს კი ერთი სიტყვა შეგვიძლია დავამატოთ - უფრო ძლიერი ევროპა მსოფლიოში! ერთად!“ - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

ლევან ქარუმიძე

22 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: ათენში ვიზიტისას, პარტნიორებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევები გავაცანით

ათენში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ „ქრონიკასთან“ ვიზიტის შედეგები შეაფასა. „სრულდება ვიზიტი საბერძნეთში. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. ათენში გამართულ შეხვედრებზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა ქარუმიძემ.

მიხეილ დუნდუა

22 ოქტომბერი 2021, 17:13

ეკონომიკა

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შეფასებისას, რომელიც ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ ინდექსში.

22 ოქტომბერი 2021, 17:05

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა. ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 614 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 ოქტომბერი 2021, 16:58

სპორტი

ლუკა კურტანიძე, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის, საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, რომელიც, საბერძნეთში, ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანთა შორის, სამშობლოში დაბრუნდა. ქალაქ ლუტრაკში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 ოქტომბერი 2021, 16:51

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

22 ოქტომბერი 2021, 16:46

რეგიონი

National Geographic Traveller აჭარაზე: აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

22 ოქტომბერი 2021, 16:44

კულტურა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა გაიხსნა

20 ნოემბრის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრებს მასპინძლობს. ნამუშევრების სერია „მზერის“ („The Gaze”) სათაურით ერთიანდება.

22 ოქტომბერი 2021, 16:39

ეკონომიკა

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.

22 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

22 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი იყო.

22 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, თვითიზოლაციასა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ლინდსი ჰოილი

22 ოქტომბერი 2021, 15:52

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: იმედია, თქვენს ულამაზეს ქვეყანას მალე ვიხილავ, მასზე ბევრი მსმენია და ბევრი რამის ნახვაც მინდა, საქართველო ხომ ღვინის აკვანია

„იმედია, შევძლებ თქვენი ულამაზესი ქვეყნის მალე ხილვას. ერთმანეთი უკვე დავპატიჟეთ, სწორედ ასე ხდება ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა, ლინდსი ჰოილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2021, 15:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა

„აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც გადმოჰყავდა უკანონოდ და უბრალოდ გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რათა შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვიღაცამ გაიტაცა, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა და ასე შემდეგ. სასაცილოა ეს ყველაფერი ნამდვილად“, – განაცხადა კალაძემ.

ლინდსი ჰოილი და კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 15:47

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: ბრიტანეთს შეუძლია, გამოგიცხადოთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე, მე რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე - რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი, ლინდსი ჰოილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მყარი საფუძველი უკვე არსებობს.

22 ოქტომბერი 2021, 15:19

სპორტი

მაიამისთან შეხვედრაში მამუკელაშვილმა 27 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

„მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა „მაიამი ჰითთან” 95:137 შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მის პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელზე, ნბა-ს სუპერვარსკვლავ იანის ადეტოკუმბოზე მეტხანს იმყოფებოდა. იანისმა 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2021, 15:10

სამართალი

თბილისში, მუშა მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა

თბილისში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

22 ოქტომბერი 2021, 15:05

რეგიონი

მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

მთის კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს მზადება ზამთრის სეზონისთვის. მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს.

იოსებ არჩვაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:58

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით

ამ შეფასების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი, რომლის მხედვითაც საქართველომ 62.0 ქულით 2021 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 21-ადგილს მიაღწია და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 8 პოზიციით გაიუმჯობესა.

თამთა მეგრელიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 14:55

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ვასილ ურუშაძეს ნიკანორ მელიამ გაწეული ღვაწლისთვის „ჩრდილოვან კაბინეტში“ თანამდებობაც მოუმზადა

„ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით, პირდაპირ დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მელიას მხრიდან ვასილ ურუშაძის კანდიდატურის წარდგენის ფაქტს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:55

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთა და ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა დააანონსა. თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე.