Imedi.ge /  24 სექტემბერი 2021, 12:25 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველო არის და იქნება საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო რეგიონული პარტნიორი, როგორც ევროკავშირისათვის ასევე დასავლეთისათვის

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

მსურს, საზოგადოებას გავაცნო საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ხელმძღვანელობის სტრასბურგსა და ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის შედეგები. ამ ძალზედ ნაყოფიერი სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი, აქედან გამომდინარე ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად გამყარდება და ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ევროკომისიის სამეზობლოსა და იუსტიციის დირექტორატების ხელმძღვანელობასთან.

„საუბრების მთავარი თემები იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მათ შორის ავღანეთიდან ნატო-ს გამოსვლის შემდეგ, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები და რეფორმების დღის წესრიგი.

აღსანიშნავია, რომ ამ საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრებზე დეტალურად იყო განხილული თითოეული საკითხი რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, მათ შორის პრობლემური საკითხებიც. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეფორმების კუთხით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და აქედან გამომდინარე საქართველოს მიმართ მოლოდინებიც და მოთხოვნებიც უფრო მეტია ვიდრე სხვა ქვეყნების მიმართ.

უსაფრთხოების კონტექსტში საუბარი იყო შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობის გეგმებზე, რითაც უნდა დაბალანსდეს რუსეთის მზარდი აგრესია, ასევე საქართველოს უფრო მეტ დაკავშირებაზე ევროკავშირთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და კომუნიკაციების კუთხით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ და ციფრულ უსაფრთხოებას.

წელს, დეკემბერში იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით და შესაბამისად მსჯელობა შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი პრაქტიკული სარგებლის მიღების შესაძლებლობებს როგორც განათლების ასევე დასაქმების მიმართულებით.

ევროპელ კოლეგებს გავაცანით ჩვენი სტრატეგია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე. პარლამენტის მიერ ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელებული საარჩევნო რეფორმა ცალსახად წარმატებულ ნაბიჯად იყო შეფასებული და თითოეულ შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ საქართველო მშვიდად ჩაატარებს ამ არჩევნებს, რომლის შედეგებსაც შემდეგ აღიარებს ყველა პოლიტიკური ძალა და ქვეყანა გააგრძელებს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, რათა 2024 წელს გასაკეთებელი წევრობის ოფიციალური განაცხადისთვის ქვეყანა იყოს მზად. ამისათვის კი საჭიროა რომ ევროკავშირ-საქართველოს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა მალე დამტკიცდეს.

იუსტიციის დირექტორატში საუბრისას წარმატებულად შეფასდა სასამართლო რეფორმის წინა ოთხი ტალღა და ასევე საუბარი გვქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ კანონმდებლობაში უკვე ასახა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები და მზად არის, მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის ექსპერტებთან იმისათვის, რომ რეფორმა გაგრძელდეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

გვსურს დავადასტუროთ, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით საქართველო არის და იქნება საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო რეგიონული პარტნიორი, როგორც ევროკავშირისათვის ასევე დასავლეთისათვის. ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის შეუქცევადი და აუცილებლად განხორციელდება სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების პირობებში.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. ბოლო ხანებში საქართველოს მიერ გადადგმულმა სამშვიდობო ნაბიჯებმა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში ფართო საერთაშოროსო აღიარება მოიპოვა, რაშიც ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველა სიახლე

ია მეტრეველი

16 ოქტომბერი 2021, 14:51

პოლიტიკა

ია მეტრეველი: სააკაშვილო, ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე - პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც

გარეწარო სააკაშვილო, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? მეტი რაღა უნდა ჩაგედინა? ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე. რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც, - ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ტრისტან წითელაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:46

პოლიტიკა

ვეტერანი ტრისტან წითელაშვილი: 2008 წელს ჩემს სახლში სპეცოპერაცია ჩაატარეს, ჩემს პატარა ბიჭს, გიორგის, წიხლი ამოარტყეს, კიბიდან გადმოაგდეს და ის დღემდე სავარძელშია, პარალიზებულია - როგორ გგონიათ, ამას სააკაშვილს ვაპატიებ?

„მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ისაა მკვლელი, რომელმაც საქართველო სისხლში აცურავა. დღეს გამოდიან მისი მხარდამჭერები და რაღაც გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, - ამ სიტყვებით მიმართა გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

ლია კრიალაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ლია კრიალაშვილი: ერთად უნდა დავდგეთ და გავცეთ პასუხი იმ ხალხს, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის 6 წელი ძალიან ცოტაა, ვინაიდან „მან სამშობლო გაყიდა და ტერიტორიები ჩააბარა“. ამის შესახებ მან რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ანა ჟორჟოლიანი

16 ოქტომბერი 2021, 14:29

პოლიტიკა

თემურ ჟორჟოლიანის შვილი: მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სამართალი იქნება, სააკაშვილს კი სამართლებრივად ეკუთვნის ციხეში ჯდომა და უნდა იჯდეს

არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თუნდაც სააკაშვილის შვილი ისეთივე პირობებში გაიზრდება, როგორც მე. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სამართალი იქნება, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე თემურ ჟორჟოლიანის შვილმა, ანა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ზაზა დავითაია

16 ოქტომბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

ზაზა დავითაია: სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს - შიშით უნდა ძრწოდეს, მთელი საქართველო აქ მოვალთ - ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი

ჩვენი აქ მოსვლა, ასე სპონტანურად დაანონსებული აქციით, როცა ძალიან მწირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს, მიუხედავად ამისა, ერთი განცხადების შემდეგ აქ რომ ამდენი ადამიანი მოვიდა, ეს არაა ძალიან ბევრი, თუმცა ერთი დაძახების კვალობაზე არც ძალიან ცოტაა, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ზაზა დავითაიამ განაცხადა.

თორნიკე მოლაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:10

პოლიტიკა

სულხან მოლაშვილის ძმა: მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს გახდება პოლიტპატიმარი, ვერც საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება

„მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს გახდება პოლიტპატიმარი. ეს პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ტერორისტი, ისე შემოიპარა ქვეყანაში, არაჟნებში დამალული, კაცობაც კი არ ეყო“, - ამ სიტყვებით მიმართა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

16 ოქტომბერი 2021, 14:02

პოლიტიკა

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

16 ოქტომბერი 2021, 13:33

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ელისო ვირსალაძის პროექტი „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება

17-22 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ელისო ვირსალაძის პროექტი თბილისში „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება. დაგეგმილ კონცერტებსა და მასტერკლასებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.

გიგი უგულავა

16 ოქტომბერი 2021, 13:18

სამართალი

გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა.

16 ოქტომბერი 2021, 13:17

რეგიონი

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი აშენდა

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში, 72-მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს.

16 ოქტომბერი 2021, 13:10

მსოფლიო

აშშ-მა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ მოსახლეობის აღწერა დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატები ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ მოსახლეობის აღწერას გმობს. ამის შესახებ Twitter-ზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი

16 ოქტომბერი 2021, 13:09

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსთავის საპატიმროსთან, გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ, რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული

„დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!) თუ რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში.

16 ოქტომბერი 2021, 12:46

ტაბლოიდი

აშშ-ში ირემს კისრიდან მოხსნეს მძიმე საბურავი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდა. ვიდეო

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ირემი გაათავისუფლეს ტვირთისგან, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში ატარებდა. საუბარია საბურავზე, რომელშიც მას კისერი ჰქონდა გაჭედილი.

დევიდ ემესი

16 ოქტომბერი 2021, 12:39

მსოფლიო

BBC: ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ ემესი სომალელმა მიგრანტმა მოკლა

ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ ემესი, რომელიც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, სომალელმა მიგრანტმა მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

16 ოქტომბერი 2021, 12:18

საზოგადოება

ქართულ კიბერსპორტში ახალი ერა იწყება!

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, რაც ქართული კიბერსპორტის განვითარებასა და მოთამაშეების დონის ამაღლებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

16 ოქტომბერი 2021, 12:08

რეგიონი

რა გახდა ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იმ ეზოში, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ორი საცხოვრებელი სახლი მოსახლეობისგან სრულად არის დაცლილი, ჯამში სასტუმროში გადაყვანილია 100-მდე ოჯახი.

16 ოქტომბერი 2021, 12:08

მსოფლიო

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სერიალ „კალმარის თამაშების“ მავნე ზეგავლენის შესახებ აფრთხილებენ

დიდ ბრიტანეთში სკოლების ხელმძღვანელობამ გააფრთხილა მშობლები, დაიცვან ბავშვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები სერიალზე წვდომისგან. მათი თქმით, 6 წლის ბავშვებიც კი, უკვე სკოლებში იმეორებენ იმ სცენებს, რომელთაც სერიალში უყურეს.

16 ოქტომბერი 2021, 12:00

პოლიტიკა

ცესკო: საოლქო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას

საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ. შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას“,- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა.

ბიძინა კულუმბეგოვი

16 ოქტომბერი 2021, 11:53

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, საჭიროა თუ არა ე.წ. ბუსტერ დოზა „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ

ჯერჯერობით ოფიციალური „ბუსტერი“ არ სჭირდება - არც „სინოფარმს“, არც „სინოვაკს“ და არც „ასტრაზენეკას“. კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე დაავადება და სიკვდილობა ამ ვაქცინით აცრილებში 6 თვის შემდეგაც არ გაიზარდა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.

ზაზა დავითაია

16 ოქტომბერი 2021, 11:47

პოლიტიკა

ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია: დღეს, ორ საათზე, ჩამოდით რუსთავში და მტარვალ სააკაშვილს პირში მივახალოთ, რას უშვებოდა პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, უკანონო პატიმრებს, ზოგადად, საზოგადოებას და რის ღირსია ის საზოგადოებისგან

„გვინდა, მოვუწოდოთ ქართველ საზოგადოებას; დღეს, ორ საათზე, ჩამოდით რუსთავში და მტარვალ სააკაშვილს პირში მივახალოთ, რას უშვებოდა პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, უკანონო პატიმრებს, ზოგადად, საზოგადოებას და რის ღირსია ის საზოგადოებისგან“, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ზაზა დავითაიამ ჟურნალისტებთან, სადაც დღეს, რუსთავის ციხესთან აქცია დააანონსეს.