imedi /  24 სექტემბერი 2021, 16:44 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილსა და დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელ, დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საერთო მიზნების განხორციელების მიზნით მჭიდრო კოორდინაციაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე ასოცირებული ტრიოს საქმიანობის გაძლიერებასა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტები და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობა.

საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა დუმიტრუ ალაიბას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

22 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი იყო.

22 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, თვითიზოლაციასა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ლინდსი ჰოილი

22 ოქტომბერი 2021, 15:52

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: იმედია, თქვენს ულამაზეს ქვეყანას მალე ვიხილავ, მასზე ბევრი მსმენია და ბევრი რამის ნახვაც მინდა, საქართველო ხომ ღვინის აკვანია

„იმედია, შევძლებ თქვენი ულამაზესი ქვეყნის მალე ხილვას. ერთმანეთი უკვე დავპატიჟეთ, სწორედ ასე ხდება ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა, ლინდსი ჰოილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2021, 15:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა

„აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც გადმოჰყავდა უკანონოდ და უბრალოდ გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რათა შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვიღაცამ გაიტაცა, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა და ასე შემდეგ. სასაცილოა ეს ყველაფერი ნამდვილად“, – განაცხადა კალაძემ.

ლინდსი ჰოილი და კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 15:47

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: ბრიტანეთს შეუძლია, გამოგიცხადოთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე, მე რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე - რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი, ლინდსი ჰოილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მყარი საფუძველი უკვე არსებობს.

22 ოქტომბერი 2021, 15:19

სპორტი

მაიამისთან შეხვედრაში მამუკელაშვილმა 27 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

„მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა „მაიამი ჰითთან” 95:137 შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მის პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელზე, ნბა-ს სუპერვარსკვლავ იანის ადეტოკუმბოზე მეტხანს იმყოფებოდა. იანისმა 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2021, 15:10

სამართალი

თბილისში, მუშა მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა

თბილისში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

22 ოქტომბერი 2021, 15:05

რეგიონი

მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

მთის კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს მზადება ზამთრის სეზონისთვის. მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს.

იოსებ არჩვაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:58

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით

ამ შეფასების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი, რომლის მხედვითაც საქართველომ 62.0 ქულით 2021 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 21-ადგილს მიაღწია და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 8 პოზიციით გაიუმჯობესა.

თამთა მეგრელიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 14:55

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ვასილ ურუშაძეს ნიკანორ მელიამ გაწეული ღვაწლისთვის „ჩრდილოვან კაბინეტში“ თანამდებობაც მოუმზადა

„ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით, პირდაპირ დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მელიას მხრიდან ვასილ ურუშაძის კანდიდატურის წარდგენის ფაქტს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:55

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთა და ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა დააანონსა. თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქინძი მიხეილ სააკაშვილმა უწოდა თავის თავს, ირაკლი ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა ქინძი, თავის თავს უწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი უბრალოდ ციტატა მოიყვანა.

22 ოქტომბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე რუმინეთის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რაზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

22 ოქტომბერი 2021, 14:35

საზოგადოება

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიაღვრე ქსელი ეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

22 ოქტომბერი 2021, 14:32

საზოგადოება

25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება

25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში პირველად მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება. მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი

22 ოქტომბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

როგორ აფასებენ „ქრონიკის“ მოპოვებელ ექსკლუზიურ მასალას სააკაშვილის თანაგუნდელები და წარმომადგენლები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ტელეკომპანია „იმედს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, თუმცა საპასუხო კითხვაში, რას გულისხმობს ის არასწორ ინფორმაციაში, მან ვერც ერთი არგუმენტი ვერ დაასახელა.

გია აბაშიძე

22 ოქტომბერი 2021, 14:19

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სამარცხვინო სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვერანაირ არგუმენტს ვერ შეაგროვებს დამნაშავე ექსპრეზიდენტის გამართლებაზე, რომელსაც ვერდიქტები სტრასბურგის სასამართლომაც გამოუტანა

„ჯალათი სააკაშვილის გამართლების მცდელობას არ მალავს ლომჯარიას მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და აცხადებს, რომ მათი აპარატი მიხეილ სააკაშვილის საქმეებს სწავლობს და, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისი პოზიცია ექნებათ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნინო ლომჯარიას მოადგილის განცხადებას, რომ - ისინი სწავლობენ მიხეილ სააკაშვილის საქმეებს და თუ ნახავენ, რომ მისი განთავისუფლების საფუძველი იკვეთება, მათ შესაბამისი შეხედულება ექნებათ.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2021, 14:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც იმ ბოროტების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად, დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც იმ ბოროტების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რასაც “ნაცმოძრაობა” ჰქვია - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფოთში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასრულდა შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

22 ოქტომბერი 2021, 14:06

თავდაცვა

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მათ ოზურგეთში გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და ზაზა დამენიას გმირობის ისტორია გაიხსენეს.