imedi /  01 ოქტომბერი 2021, 11:11 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა და პოლიტიკური მიკერძოება წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მთავარი პრობლემაა

კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 03 აგვისტოდან 02 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და “მთავარ არხს” ჩაუტარდა.

მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.

6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციით და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული.

უფრო დეტალურად, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ასეთია:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ აშუქებდა ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტის აქტივობას. დაცული იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები: მიუკერძოებლობა, ბალანსი, ნეიტრალური ტონი; მაუწყებელზე შუქდებოდა, როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების აქტივობები. ადგილი არ ჰქონია ვიზუალურ და აუდიო მანიპულაციებს. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ : საქართველოს მთავრობა - 23.7% (პოზიტიური - 11%, ნეგატიური - 2%), „ქართული ოცნება“ – 21.9% (პოზიტიური - 25%, ნეგატიური - 12%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 9.3% (პოზიტიური - 5%, ნეგატიური - 5%), „მესამე ძალა“ – 7.5% (პოზიტიური - 33%, ნეგატიური - 5%), „ლელო“ – 7% (პოზიტიური - 27%, ნეგატიური - 1%), „გახარია - საქართველოსთვის“ – 6.6% (პოზიტიური - 10%, ნეგატიური - 12%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%–ზე ნაკლები.

„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება მიმდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და მშვიდ ტონში. წამყვანები და ჟურნალისტები მაქსიმალურად იცავდნენ ობიექტურ მიდგომას ყველა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიმართ. ხდებოდა როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების აქტივობების გაშუქება. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ქართული ოცნება“ – 40.5% (პოზიტიური - 60%, ნეგატიური - 24%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 22.7% (პოზიტიური - 71%, ნეგატიური - 5%), „გახარია - საქართველოსთვის“ – 5.8% (პოზიტიური - 60%, ნეგატიური - 11%), საქართველოს მთავრობა - 5.6% (პოზიტიური - 31%, ნეგატიური - 15%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%–ზე ნაკლები.

„ტელეიმედის“ ეთერში გამოიკვეთა პოზიტიური დამოკიდებულება მთავრობასა და „ქართული ოცნების” მიმართ. ამავდროულად იკვეთებოდა აშკარა ნეგატიური ტონი ოპოზიციის წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიმართ. სიუჟეტებში შეინიშნებოდა ტენდენცია, სადაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით წარმოჩენილი იყო მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის პოზიცია, მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით ან საერთოდ არ იყვნენ წარმოდგენილნი. სიუჟეტები გაჯერებული იყო ოპოზიციური პარტიების კრიტიკით, სადაც კრიტიკის ავტორებს როგორც სიუჟეტში მონაწილე პირები, ისე სიუჟეტის ავტორი და საინფორმაციო გამოშვების წამყვანები წარმოადგენდნენ. საანგარიშო პერიოდში, პირდაპირ ეთერსა და საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად შუქდებოდა პარტია „ქართული ოცნების” მიერ დედაქალაქსა და რეგიონებში კანდიდატების წარდგენის ღონისძიებები. პირდაპირ ეთერში შუქდებოდა პარტია „ქართული ოცნების” წევრთა ბრიფინგები და განცხადებებიც, მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ღონისძიებებს თითქმის არ ეთმობა პირდაპირი ეთერი. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: ქართული ოცნება - 48.2% (პოზიტიური - 71%, ნეგატიური - 3%), საქართველოს მთავრობა - 20.1% (პოზიტიური - 31%, ნეგატიური - 1%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 11.3% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 64%), ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

„რუსთავი 2“ მიმდინარე მოვლენებს მეტწილად ეთიკური სტანდარტების დაცვით აშუქებდა. ჟურნალისტების ტექსტებში წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას არ გვხვდებოდა დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება. მონიტორინგის პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიმართ მკვეთრად გამოხატული პოზიტიური ან ნეგატიური ტონი კი უმეტეს შემთხვევაში თავად პოლიტიკოსებს ეკუთვნოდათ. მაუწყებელი აშუქებდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო შეხვედრებს და კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებების გაშუქებას ყველაზე მეტი დრო ეთმობოდა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას სიუჟეტებში „ქართული ოცნების” წარმომადგენლები სარგებლობდნენ როგორც პირველი, ასევე, დასკვნითი სიტყვის უფლებით. შეინიშნებოდა ტენდენცია, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენა და მთავრობის აქტივობები ერთ სიუჟეტად შუქდებოდა, რასაც შესაძლოა მაყურებლისთვის გაერთულებინა სამთავრობო აქტივობების გამიჯვნა „ქართული ოცნების“ საქმიანობისგან. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: ქართული ოცნება - 38.4% (პოზიტიური - 51%, ნეგატიური - 6%), საქართველოს მთავრობა - 21.6% (პოზიტიური - 39%, ნეგატიური - 2%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 11% (პოზიტიური - 16%, ნეგატიური - 34%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

„ტელეკომპანია პირველი“ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის მიმართ მკვეთრად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა, ასევე, ნათლად გამოჩნდა ლოიალური განწყობები ოპოზიციის მიმართ. თითქმის არ ხდებოდა საარჩევნო აქტივობის გაშუქება. თვალშისაცემი იყო რეპორტაჟების ავტორების დეკლარირებული უარყოფითი და ირონიული განწყობები „ქართული ოცნების“ მიმართ. ადგილი ჰქონდა ყალბი ახალი ამბების გავრცელებას, რომლებიც მხოლოდ ვარაუდებზე იყო დაყრდნობილი. პრობლემად რჩება წამყვანების მხრიდან გაურკვეველი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის უტყუარ რეალობად წარმოჩენის მცდელობა, რამაც შესაძლოა მაყურებლის შეცდომაში შეყვანას შეუწყოს ხელი.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები მიკერძოებული და დაუბალანსებელი იყო. ეთერი მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეთმობოდათ. წამყვანები ხელისუფლებას ღიად უპირისპირდებოდნენ. მათი ტექსტები მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ტონით და ირონიით იყო გაჯერებული, ემუქრებოდნენ ხელისუფლებას „დამთავრებით“, ღიად ემხრობოდნენ ოპოზიციურ კანდიდატებს და პირდაპირ ეთერში უსურვებდნენ მათ გამარჯვებას. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: ქართული ოცნება - 28.8% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 64%), საქართველოს მთავრობა - 18.8% (პოზიტიური - 3%, ნეგატიური - 47%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 10.6% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 16%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

„მთავარ არხზე“ მკვეთრად დადებითი და მიკერძოებული დამოკიდებულება დაფიქსირდა ოპოზიციის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ მიმართ. ფიქსირდებოდა ტენდენცია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრების გაშუქების დროს, არხი ძირითადად პარტიას აკრიტიკებდა და ამ კონკრეტულ საარჩევნო ღონისძიებაზე საერთოდ არაფერს ამბობდა. წამყვანების მხრიდან ირონიული დამოკიდებულება გვხვდებოდა მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ. ამავე დროს, არხი სისტემატიურად უთმობდა პირდაპირ ეთერს ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“, „ელენე ხოშტარია - დროას“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „ლელოს“’.

ხშირი იყო სიუჟეტები, სადაც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა ბრალდებები მმართველი პარტიის მიმართ, მათ კი საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ ეძლეოდათ. იყო შემთხვევები ყალბი ახალი ამბების გადმოცემის, რომელშიც უსაფუძვლო ბრალდებები და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაცია იყო გადმოცემული.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები ღიად უპირისპირდებოდნენ მმართველ ძალას, ისმოდა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, პირდაპირი მხარდაჭერა ოპოზიციური ძალების მიმართ. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ნაციონალური მოძრაობა“ – 27.6% (პოზიტიური - 26%, ნეგატიური - 3%), „ქართული ოცნება“ – 20.2% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 79%), საქართველოს მთავრობა - 19.8% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 64%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.

2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეთოდოლოგია და ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ქეთი დოლიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:59

საზოგადოება

ქეთი დოლიძე: რომელიმე „ნაციონალს“ და მთავარ მტარვალს ერთხელ მაინც თუ მოუხდია ბოდიში იმ სიმხეცისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს

რომელიმე „ნაციონალს“ და მთავარ მტარვალს, რომელიც იქ ზის და კიდევ უფრო დიდი ხნით უნდა იჯდეს, ვიდრე მიუსაჯეს, ერთხელ მაინც თუ მოუხდია ბოდიში იმ სიმხეცისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს, - ამის შესახებ რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

გია აბაშიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:44

პოლიტიკა

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ეს „კვლევა“ მიანიშნებს, რომ მელია ჩაჩოჩებულია „ნაციონალურ მოძრაობაში“, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, იწყება ბოროტი სექტის რღვევა

„გლავკანალმა“ მორიგი შეთითხნილი „სოციოლოგიური კვლევა“ წარმოადგინა. რასაკვირველია, სააკაშვილის ჯიბის ტელეარხების ე.წ. რეიტინგები არასდროს არაფერს ნიშნავს, რადგან 2012 წლიდან რადიკალები ყველა არჩევნებში მწარედ აგებენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე ტელეკომპანია „მთავარი“-ს მიერ IPSOS Global კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

ნიკუშა შენგელაია

28 ოქტომბერი 2021, 00:41

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: იმედი მაქვს კახა გაიმარჯვებს, რადგან მართლა ძალიან ბევრი გააკეთა თბილისისთვის, ამას ყოველ დღე ვხედავთ ჩვენ

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც მოსაზრების გამო არ მიდიან საარჩევნო ყუთთან. თქვენი მისვლა და ხმის მიცემა არის მონაწილეობა ქვეყნის მომავლის შექმნაში. მერე რომ არ ინანოთ, ყველა უდნა დავირაზმოთ 30 ოქტომბერს და მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ქეთი დოლიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:26

პოლიტიკა

ქეთი დოლიძე სააკაშვილზე: კარგია, გახდება, ცოტა იქნებ ტვინზეც მოშორდეს ის ქონები და იქნებ რამე შეიგნოს - არაფერიც არ მოუვა

თაფლიან წყალზე კი არა, ბრეგი 40 დღე მარტო წყალზე იყო. კარგია, გახდება, ცოტა იქნებ ტვინზეც მოშორდეს ის ქონები და იქნებ რამე შეიგნოს - არაფერიც არ მოუვა, - ამის შესახებ რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:25

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შემდეგ, გვარამიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სასწრაფოდ ახალი კვლევა გამოაცხო

,,ამ კვლევის შემოქმედიც ალბათ მიხვდით, რომ ცნობილი "იპსო" უნდა ყოფილიყო, რომელსაც თუ დაეჯერება ბოლო კვლევებით ოპოზიციას ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს უნდა მოეგო, თუმცა პირველი ტურის შედეგებთან მთელი 10 პროცენტიანი ცდომილება აჩვენა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე IPSOS Global - ის წინასაარჩევნო კვლევას.

გიორგი გამსახურდია

28 ოქტომბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გაფართხალება და 30 ოქტომბერს მიიღებენ ამომწურავ პასუხს საარჩევნო უბნებთან

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გაფართხალება და 30 ოქტომბერს მიიღებენ ამომწურავ პასუხს საარჩევნო უბნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ქეთი დოლიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:20

პოლიტიკა

ქეთი დოლიძე: გეტყვით, რატომ წააგებენ აუცილებლად „ნაცები“, რადგან მათ არ უყვართ თავისი ხალხი, არავინ არ უნდათ თავის პატარა ჯგუფის მეტი

დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა, ჩამოვიდოდა დასავლეთიდანაც. დღევანდელი აქცია აუცილებლად ჩასატარებელი იყო, რადგან ადამიანების დიდ რაოდენობას სჭირდება ასეთი აქცია, - ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

28 ოქტომბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: ვფიქრობ, IPSOS Global დღეს შენი ისტერიული ფონის მოსახსნელად შენთვის სასურველ ციფრს დასვამს, ხოდა ნერვებს თუ ასე მაინც იმშვიდებ, გაერთე და ითამაშე შენივე სტუდიაში

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებულ Ipsos Global-ის კვლევას ეხმაურება, რომლის გავრცელება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა და რომლის თანახმად კახა კალაძეს ხმების - 51,6%, ხოლო ნიკა მელიას - 48,4% აქვს.

გიორგი გამსახურდია

28 ოქტომბერი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ხსენება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი სახელების შეურაცხყოფაა

ზვიად გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ხსენება„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი სახელების შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ოქტომბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ისე, როგორც ისურვებდა, მის ტკბილ სიზმარში

„ჭკუიდან შეიშალა და გაგიჟდა სრულიად პარტ-ტელევიზიები და მათი გაერთიანების დირექტორი ნიკა გვარამია: უბრალო საქმე ხომ არაა ამდენი ხალხის ხილვა აქციაზე, აქცია, რომელმაც მარტივი რამ თქვა - არა ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2021, 00:06

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დაშლილი, შემდეგ გაერთიანებული, დღეს საზოგადოებას ატყუებენ, კოალიცია ვიქნებითო

საზოგადოებას ნაცარს აყრიან თვალებში, რა კოალიცია წარმოადგინეს საერთოდ. ჯერ ნახეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ე.წ. კოალიციაში არიან - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დაშლილი, შემდეგ გაერთიანებული და დღეს საზოგადოებას ატყუებენ, რომ ჩვენ კოალიცია ვიქნებითო, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:59

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ისტერიკიანმა გვარამიამ „იპსოსის“ კვლევა დაგვიანონსა, ადრე 24 საათით ადრე გვაფრთხილებდა, ახლა ისე გამწარდა, დაწერა და ,,გაუფრთხილებლად“ გაგვაცნობს

,,30 ოქტომბერს ნახავ, ისევე, როგორც კიდევ ბევრი წელი და ბევრი არჩევნები ნახავ ყველაზე რეალურ კვლევებს, ქართველი ხალხის რეალურ დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ”, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე IPSOS Global -ის კვლევას, რომელსაც ტელეკომპანია ,,მთავარი” ავრცელებს.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:59

პოლიტიკა

კახა კალაძე დაუსრულებელ მშენებლობებზე: დაახლოებით, 10 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ, ამ ადამიანებს სახეზე სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

სამწუხაროდ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა იყო ქალაქში, თუმცა ამ პრობლემის დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია. დაახლოებით, 10 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ, ამ ადამიანებს სახეზე სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გია გაბრიჭიძე

27 ოქტომბერი 2021, 23:49

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები დაწეროს თავის კაბინეტში, სრული იდიოტობაა, რადგანაც ყოველგვარი IPSOS Global-ის გარეშე, დღეს ყველამ „ლაივში“ ვნახეთ კვლევაც და 30-ის შედეგებიც

ექსპერტი გია გაბრიჭიძე IPSOS Global-ის წინასაარჩევნო კვლევას ეხმიანება, რომელსაც ტელეკომპანია ,,მთავარი” ავრცელებს.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს, რომელიც გამონაბოლქვის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა იყო

ჰაერის დაბინძურება და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, აქაც გვაქვს კონკრეტული მიღწევები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მარკ მილი

27 ოქტომბერი 2021, 23:48

მსოფლიო

გენერალი მარკ მილი: ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:46

ეკონომიკა

კახა კალაძე: 5000-მდე ადამიანს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს ჩვენს პორტალზე, რომლებიც უფასოდ გადამზადდებიან და შემდეგ დასაქმდებიან

დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს დასაქმების პრობლემა. მეორეს მხრივ, როდესაც ვხვდები ბიზნესსექტორს, მათ აქვთ იგივე პრობლემა - ისინი ვერ პოულობენ პროფესიონალ, კვალიფიციურ კადრებს. ეს უდიდესი პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა, კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დამძიმდეს

პოლარიზაცია მაქსიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდეს, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, ეს ყველაფერი დასრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ შიმშილობს და ეს ყველაფერი "შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა".

ზაან ანჯაფარიძე

27 ოქტომბერი 2021, 23:32

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დღის ბოლოს კი ხელში შეგვრჩა გამოIPSOSებული ოპოზიცია

დღის ბოლოს კი ხელში შეგვრჩა გამოIPSOSებული ოპოზიცია, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, ვერც მელიები, ვერც გვარამიები, ვერც მეგის ქარდავები

ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, ვერც მელიები, ვერც გვარამიები, ვერც მეგის ქარდავები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კიდევ უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით გაგრძელდება ამ ქალაქის აღმშენებლობა.