imedi /  02 ოქტომბერი 2021, 09:01 / სანდო წყარო

ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს. მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6045, გადასატანი ყუთით კი 74550 ამომრჩეველი ისარგებლებს.

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის - მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.

თბილისში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
რაც შეეხება ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და უბნებზე ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.“, - განაცხადა იოსელიანმა.

ყველა სიახლე

დავით მირცხულავა

23 ოქტომბერი 2021, 00:02

პოლიტიკა

დავით მირცხულავა: ეკლესიის ზარების ხმაზე, დღესაც, მგონია, რომ მიცვალებული გამოჰყავთ ციხის მორგიდან

ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანი ფიზიკურად და მორალურად გაენადგურებინათ. მე მათი ციხიდან გამოსული ჯანმრთელი ადამიანი, არც ახალგაზრდა და არც ხნიერი, არ მინახავს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედიLIVE“-ში ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პატიმარი იყო.

ჯო ბაიდენი ემანუელ მაკრონი

22 ოქტომბერი 2021, 23:55

მსოფლიო

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვგმობთ ძალადობას, ამბობს ის ხალხი, რომელთაც არ დაგმეს გადასკოჩილი კაცების გაუპატიურება

ვგმობთ ძალადობას, ამბობს ადამიანების ჯგუფი, რომელთაც 2012 წელს არ დაგმეს გადასკოჩილი კაცების გაუპატიურება, უკიდურესი წამება. ისინი დღეს გმობენ ვირტუალურ ძალადობას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადგან სააკაშვილმა ერთ-ერთ ვერსიად დაუშვა, რომ ის გაიტაცეს სპეცსამსახურებმა, ამით მან გაწირა ცომაია - ადამიანი, რომელმაც მის გამო დანაშაული ჩაიდინა

მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეოსთან დაკავშირებით ოპოზიციურ არხებზე „იმედს“ ლანძღავდნენ, იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობდა „იმედი“ და ეს ხომ არ შეიძლება. მათი ლოგიკით, სიმართლის თქმა არ შეიძლება და ამიტომ გასალანძღები ხართ. ეს არის „გაღმა შედავების“ ლოგიკა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქცევის წესითაც რუსულად მართა ეს ქვეყანა

„ახლა რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ტერიტორიები „გაუპრავა“ რუსეთს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებზე გაყიდა, ქცევის წესითაც რუსულად მართა ეს ქვეყანა. რეზოლუცია იყო შავით-თეთრზე მტკიცებულება, რომლითაც მათ უდასტურდებათ რუსული საქმე. ომიდან ორ თვეში, ქართველ სამხედროებს რომ აბრალებ, რომ ომის დაწყება მათი ინიციატივა იყო, კასეტური ბომბებით დაბომბეს თითქოს ცხინვალი და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო, ამაზე დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ, რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია

სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია. 5-იანიც კი არ დააწერა მელიამ ბანერს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 23:31

სამართალი

ჭაბუკა რაფავა: მე პოლიციელი ვარ, 30 წელია ვმუშაობ და დემარშით სამსახურიდან არასდროს წავსულვარ

„მე არსად წავსულვარ, დავტოვე თანამდებობა, თუმცა ვრჩები კადრების განკარგულებაში. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემიდან წავედი. შეიძლება სხვა დანაყოფში გავაგრძელო მუშაობა. ეს არავის საქმე არაა, ვიღაცები კი დეზინფორმაციას ავრცელებენ. მე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი და არა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ასე რომ ნუ ავრცელებენ ჭორებს. მე პოლიციელი ვარ, 30 წელია ვმუშაობ და დემარშით სამსახურიდან არასდროს წავსულვარ“, - აღნიშნა ჭაბუკა რაფავამ.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა - მას შემკამათებელიც კი არ ჰყავდა

გულწრფელად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა - შემკამათებელი არ ჰყავდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: რატომ იქნევენ ასე მძლავრად კუდს? რატომ წავიდა სააკაშვილი ამ უკიდურეს ავანტიურაზე და რისკზე? იმიტომ, რომ რეალურად ეს მათი ბოლო გაფართხალებაა

„ქართული ოცნების“ მომხრეებს მივმართავ, რომ თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ არ შეიძლება გარისკვა. არცერთი ხმა არ უნდა დავკარგოთ, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ამ საყოველთაო მობილიზების შემთხვევაში გამარჯვება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საყოველთაო მობილიზების შემთხვევაში გამარჯვება იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

გამარჯვების მოლოდინი გვაქვს. ორი აზრი არ არის ამაზე. შეუძლებელია ქართველმა საზოგადოებამ ისე არ გადაწყვიტოს, როგორც ამ ქვეყნისთვის არის უკეთესი. რევოლუციურ კომიტეტს ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ რაიონში იმ ოციდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია

როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობა“ არის მეორეადგილოსანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ოქტომბერი 2021, 22:48

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი საზღვრებზე მავთულხლართებისა და კედლების მშენებლობას არ დააფინანსებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საზღვრებზე მავთულხლართებისა და კედლების მშენებლობას არ დააფინანსებს.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 22:15

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, პრინციპულად ახალი არაა - არსებობს მოსაზრება, რომ ესაა ინდური შტამის ქვესახეობა

შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, არ არის პრინციპულად ახალი შტამი, ეს არის ქვეშტამი, ქვესახეობა. რამდენად არის მეტად აგრესიული, ჯერ არაა დადგენილი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ოქტომბერი 2021, 21:08

მსოფლიო

ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე საიმიგრაციო ჰიბრიდული თავდასხმის გამო, ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

თემურ რუსიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 20:46

სამართალი

დავით რუსიშვილის ოჯახი ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. აღსრულების ბიუროს მაშინდელი წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, დავით რუსიშვილის ოჯახის მტკიცებით, საპატიმროში უდანაშაულო ადამიანი წავიდა.

22 ოქტომბერი 2021, 20:40

მსოფლიო

ევროპული საბჭო: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

22 ოქტომბერი 2021, 20:40

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინგანხილვა „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმოხილვა.

22 ოქტომბერი 2021, 20:37

სამართალი

„ქრონიკამ“ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა მოიპოვა

„ქრონიკამ“ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა მოიპოვა. „ქრონიკამ“ გაარკვია, რომ შატალოვას საქმეში არაპროფესიონალი დაქირავებული მკვლელი ფიგურირებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიება დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი სიგარეტის ნამწვის ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

ალეკ ბოლდუინი

22 ოქტომბერი 2021, 20:21

მსოფლიო

ალეკ ბოლდუინი: სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა - გულგატეხილი ვარ

სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, - ასე ეხმაურება ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 19:52

COVID19

გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტირება ფასიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, გახდება თუ არა COVID19-ის ტესტირება ფასიანი. ცერცვაძის განცხადებით, ტესტირება ფასიანი ჯერ არ გახდება, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით ვითარება შეიცვალოს.