imedi /  02 ოქტომბერი 2021, 10:08 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე დამნაშავეა და ის 6 წელიც არაფერია იმ დანაშაულებთან შედარებით, რაც მას აქვს ჩადენილი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

როცა საუბარია რუსულ საქმესა და ინტერესებზე, ეს ყველაფერი უნდა მოვიკითხოთ სააკაშვილთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი 9 წელი აკეთებდა რუსულ საქმეს, როცა იყო ხელისუფლებაში. მან რუსეთს ჩააბარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, სტრატეგიული ობიექტები და ა.შ. შემდეგი 9 წელი უკვე ოპოზიციიდან ის ასევე აკეთებდა რუსულ საქმეს. ახლაც ის საქართველოში რუსული საქმის საკეთებლად იყო ჩამოსული. ეს კარგად იცის აბსოლუტურად ყველამ. ამიტომ როცა საუბარია რუსულ საქმესა და ინტერესებზე, ეს ყველაფერი უნდა მოვიკითხოთ სააკაშვილთან. რაც შეეხება მის დანაშაულებს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა აქვს მას გაკეთებული. ის არის ძალიან მძიმე დამნაშავე და ის 6 წელიც არაფერია იმ დანაშაულებთან შედარებით, რაც მას აქვს ჩადენილი 9 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ცდილობს, რომ ძალადობით, ირიბი პოლიტიკური გზებით მოიპოვოს ძალაუფლება, რომელიც ხალხს არ მიუნიჭებია

„ნაციონალური მოძრაობის“ ალგორითმი სხვანაირად არ მუშაობს, ისინი არა ელექტორატზე, არა არჩევნებზე, არამედ ყოველთვის არჩევნების მეორე დღეზე და დესტრუქციაზე მუშაობენ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 17:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყოველი არჩევნების წინ აკეთებს შემაჯამებელ ღონისძიებას და მოვუწოდებთ ყველას, რომ არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავისი არჩევანი

„ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყოველი არჩევნების წინ აკეთებს შემაჯამებელ ღონისძიებას. ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად ვაჯამებთ ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას და მოვუწოდებთ ყველას, რომ არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავისი არჩევანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თემურ მიქელაძე

25 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

თემურ მიქელაძე: ახლა რეალობის წინაშე ვდგავართ - უნდა ავირჩიოთ სტაბილურობა, განვითარება და სიმშვიდე, რისი გარანტიაც სწორედ კახა კალაძეა

„მე ვიცნობ კახა კალაძეს, ერთი და ორდღიანი ურთიერთობა არ მაკავშირებს, კარგად ვიცი მისი შემართება, ვიცი რა შეუძლია თბილისისთვის გააკეთოს და მთავარი, რაც არის ექიმებისთვის, კახა კალაძემ ზუსტად იცის რა არის ჯანმრთელობა, რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ამაზე მეტყველებს მის მიერ განხორციელებული პროექტები. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ თბილისი გავხადოთ უფრო ლამაზი, მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს კახა კალაძე შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში თავს გაართმევს“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:54

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: კახა კალაძეს პირველი ტური მიჰყავდა ისე, რომ მთლიანად აქცენტირებული იყო საქმეზე, მომავლის ხედვებსა და გეგმებზე

კახა კალაძეს პირველი ტური მიჰყავდა ისე, რომ მთლიანად აქცენტირებული იყო საქმეზე, მომავლის ხედვებსა და გეგმებზე. მან მოსახლეობას ჩააბარა ანგარიში, წარუდგინა 7 პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც განახორციელებდა კონკრეტულ პროექტებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

25 ოქტომბერი 2021, 16:51

მსოფლიო

გაერო ღრმად შეშფოთებულია სუდანში გადატრიალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

გაერო ღრმად შეშფოთებულია სუდანში გადატრიალების შესახებ გავრცელებული ცნობებით. ამის შესახებ სუდანის საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვოლკერ პერტესმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მელია ცდილობს, მოჩვენებითად გაემიჯნოს სააკაშვილს

„არაფერი შეცვლილა. სინამდვილეში ეს არის გადაფუთვა და შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ეს იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის მელიას მხრიდან რაღაც ძალის ჩვენება. ეს სრული ფარსია. მელია ცდილობს დაანახოს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მას თითქოს თავისი ძალაც აქვს, რომ პარტიის შიგნით გარკვეული ძალაუფლება შეინარჩუნოს“, - განაცხადა დავითულიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:50

სამართალი

თეა წულუკიანი: სააკაშვილს ზუსტად ისეთივე ნული შანსი აქვს თავი აღიარებინოს სტრასბურგის სასამართლოს პოლიტპატიმრად, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში

სტრასბურგის სასამართლომ თავად თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავად იყო ჩართული პროკურატურასა და სხვა ორგანოებთან ერთად, რათა გირგვლიანის საქმეზე სამართალი არ აღსრულებულიყო, ამის ფონზე შანსი იმისა, რომ თქვას, სააკაშვილი არის მართალი, რა თქმა უნდა, ნულია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:39

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება, თითოეულ მათგანს სჭირდება სააკაშვილის პატიმრობა

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება. ვიცე-პრემიერის თქმით, ოპოზიციას პატიმარი სააკაშვილი სჭირდება, რადგან მისი პატიმრობით მანიპულირებენ.

25 ოქტომბერი 2021, 16:38

რეგიონი

ლიეტუვას რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის შესახებ სიუჟეტები გავა

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებაზე მომზადებულ სიუჟეტებს ლიეტუველები ოქტომბრის ბოლოს იხილავენ.

25 ოქტომბერი 2021, 16:30

მსოფლიო

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: პატიმარ სააკაშვილს როგორი ექიმიც, ექთანიც არ უნდა დასჭირდეს, ინსტრუმენტული თუ სხვა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა, ეს ყველაფერი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოიძებნება, თანაც მაღალი სტანდარტით

საქართველოს ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. „პატიმარ სააკაშვილს როგორი ექიმიც, ექთანიც არ უნდა დასჭირდეს, ინსტრუმენტული თუ სხვა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა, ეს ყველაფერი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოიძებნება, თანაც მაღალი სტანდარტით, - ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:19

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლომჯარიაზე: მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო

„სახალხო დამცველი ჩემი მინისტრობის პირობებში გამოირჩეოდა #18 დაწესებულების კრიტიკით და როდესაც ჩავყვებოდით მის კითხვის ნიშნებს, თუ რა არ აკმაყოფილებდა მას მოცმულ დაწესებულებაში, შემდეგ თვითონვე იბნეოდა საკუთარ განცხადებებში. არ გამოვრიცხავ, ამასთან გვქონდეს საქმე. ის მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ვფიქრობთ, რომ ყველაზე უსაფრთხო და გონივრული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ მე-18 დაწესებულებაა

მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ტიპის პატიმარს მკურნალობა შეიძლება დასჭირდეს და არ მიეწოდოს.

25 ოქტომბერი 2021, 16:13

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მთავრობის მეთაურებმა ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის საკითხებზე, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შავკატ მირზიოევი

25 ოქტომბერი 2021, 16:07

მსოფლიო

შავკატ მირზიოევი უზბეკეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

შავკატ მირზიოევი უზბეკეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულს უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ცხადყოფს.

ანრი ოხანაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 16:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რატომ გიკვირთ ნაც. რეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს? ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი

„მკვლელებმა პრივილეგიად მიიღეს: 1. ერთ საკანში მოთავსება, რაც მანამდე აკრძალული იყო! 2. 12-წლიანი სასჯელი კი შეუმსუბუქდათ 8 წლამდე! სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!“ - წერს ოხანაშვილი.

25 ოქტომბერი 2021, 16:01

რეგიონი

მამუკა წოწერია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით სოფელ ჯიხაშკარში ხვდება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, წოწერია ამჯერად მოქალაქეებს სოფელ ჯიხაშკარში ხვდება და მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 15:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ

სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ.

ემანუელ მაკრონი

25 ოქტომბერი 2021, 15:52

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი სუდანის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სუდანის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ოქტომბერი 2021, 15:34

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდპასპორტების შემოღებასა და ევროპაში გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებები საბჭოზე ხვალ გაკეთდება

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს საინფორმაციო კომუნიკაცია ყველა დონეზე, თუ რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რაც არაერთხელ გაჟღერებულა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვერანაირ იძულების საფუძველს ვერ ვხედავთ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა. სწორედ ეს არის დემოკრატია, არანაირი დაპირისპირება არაა. საკითხს ერთპიროვნულად არავინ წყვეტს, ვმსჯელობთ საბჭოზე და ვიღებთ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.