imedi /  02 ოქტომბერი 2021, 12:55 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. იცით რომ უკვე გამოცხადდა 10 საათისთვის მოქალაქეების აქტივობა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რიცხვები გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, იყვნენ მაქსიმალურად ნეიტრალური ინფორმაციის გაშუქების დროს, რათა არ იყოს ეს აღქმული, როგორც აგიტაცია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ

„ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს პლათფორმაზე elections2021.ge შეხვიდეთ, სადაც როგორც აქტივობასთან, ისე ინციდენტთან დაკავშირებით ნახავთ ინფორმაციას. ზოგადი შეფასების სახით მინდა გითხრათ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებით არის ერთი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან. ვხედავთ სხვადასხვა მედიასაშუალებას, როგორ დასდევს სხვადასხვა მოქალაქეს საარჩევნო უბნებთან, უბნისგან მოცილებით. ორი საკითხია აქ მნიშვნელოვანი. პირველი, იცით რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა 100 მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი, აქედან გამომდინარე მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები, ამომრჩევლები, უბრალო მოქალაქეები. არსებობს 100 მეტრიანი რადიუსი და ყველამ როგორც მოქალაქეებმა, ისე მედიამ უნდა ვცეთ ამ რადიუსს პატივი. 100 მეტრის იქით ყველას აქვს უფლება, მათ შორის შესაძლებლობა არის, რომ მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მედიის წარმომადგენლებს 100 მეტრის მიღმა ნუ შეაწუხებენ მოქალაქეებს. მეორე საკითხი, რაც შეეხება უკვე ასი მეტრის შიგნით და განსაკუთრებით უბნების მიმდებარედ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ აჟიოტაჟს, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლის მხრიდან, გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გაგებულ იქნას როგორც აგიტაცია, გარკვეული პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ, ამიტომაც, კიდევ ერთხელ, აქაც მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, იყვნენ მაქსიმალურად ნეიტრალური ინფორმაციის გაშუქების დროს, რათა არ იყოს ეს აღქმული, როგორც აგიტაცია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ფოთსა და ზუგდიდში დაფიქსირებული ორივე ამოწურულია.

„რაც შეეხება ჩვენი პორტალიდან მონაცემებს, ამ დროისთვის დაფიქსირდა ორი ინციდენტი, ერთი ფოთში და მეორე ზუგდიდში, ორივე ამოწურულია. ჩვენ ინციდენტების სახით ვაფიქსირებთ ძალადობის ან არეულობის ინციდენტებს, როდესაც მეტ-ნაკლებად ხმაური არის ხოლმე. ამჟამად არის მარნეულში ინციდენტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი პროვოკაციულად მიეჭრა ზაურ დარგალს და იქ არის ინციდენტი, მაგრამ ვფიქრობ რომ ესეც მალე ამოიწურება. რაც შეეხება სხვადასხვა დარღვევას, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 32-ე უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველს დემონსტრაციულად ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი და ედო მაშინ, როდესაც ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას, რაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია. ქობულეთში, მე-6 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ გოხიძე დგას უბანზე დისტანციის დარღვევით. ბათუმში, მე-60 საარჩევნო უბანი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი უბანთან სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. დაფიქსირებულია როგორც ეს ადამიანი, ისე მანქანა და მანქანის ნომერი. ჩოხატაურში, ხევის 34-ე საარჩევნო უბანში, 30 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ ბერიძე. წეროვანში, მე-40 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის„ აქტივისტი, გია ჩიტიშვილი არღვევს 100 მეტრიანი რადიუსის განაწესს. ბათუმში, 64-ე უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სიებით ამომრჩეველს აღრიცხავენ. ესეც გახლავთ დარღევა უბანთან ახლოს. ბათუმში, მე-60 უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. თბილისში, ისანში, 39-ე და 45-ე უბანზე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის დაბრენდილი მანქანებით მოძრაობენ, ჩერდებიან უბანთან, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში ხიდმაღალას 21-ე უბანზე ავთანდილ მანჯგალაძე აცხადებს, რომ მან გამოიტანა ორი ბიულეტინი ჩვენ ვცდილობთ, რომ დავადგინოთ შეეფერება ეს თუ არა სინამდვილეს.
ამას გარდა, ქალბატონმა ანი წითლიძემ ჩაატარა ბრიფინგი, როგორც იცით, სადაც ის საუბრობდა კერძო კომპანია ,,ვეგასის’’ წარმომადგენლებს, რომ თითქოს და დავალებული აქვთ გარკვეული კარუსელის მომზადება და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, არანაირი კავშირი ამ ადამიანებს და საარჩევნო დღესთან და ჩვენთან არ აქვთ. აქედან გამდინარე რაიმე სახით ჩართული და მითუმეტეს კარუსელთან, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, რომ ზღაპარია საერთოდ ამაზე საუბარი, როგორც წინა არჩევნებზე ცდილობდნენ ამის დამტკიცებას და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ფალსიფიკაცია, ასე რომ, ესეც კატეგორიულად გვინდა უარვყოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2021, 18:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდაა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა

​​​​​​​კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 785 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 614 ადამიანი ემსხვერპლა.

23 ოქტომბერი 2021, 18:23

მსოფლიო

BBC: ლონდონში, ცხოველების ორჯერ მეტი ქანდაკებაა, ვიდრე - ქალების

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სულ 1 500-მდე ძეგლი დგას. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათგან 100 ცხოველს გამოსახავს, 50 ძეგლი კი ქალისაა. ამასთან, BBC ხაზს უსვამს, რომ 50-დან მხოლოდ 3 ქანდაკება ეძღვნება არათეთრკანიან ქალს.

23 ოქტომბერი 2021, 17:52

რეგიონი

„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“თელავის შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის დახმარებით, რადიკალური ოპოზიციის აგიტატორებმა, ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის საცხოვრებელ ჭიშკრებზე განათავსეს. კალმახელიძე აცხადებს, რომ ამ ქმედების მიზანია მმართველი პარტიის დისკრედიტაცია. „ნაცმოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეხვედრები დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა.

გრიგოლ ვაშაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი მოინახულა: წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ

„მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ტიტე აროშიძე

23 ოქტომბერი 2021, 17:04

რეგიონი

ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს

„ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძემ განაცხადა. ის დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოხელეების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, აქციაზე დააანონსებენ, თითქოს, აქციას ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს პროვოკაციებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბაღდათში ჩვენს კანდიდატს 55 ხმა დააკლდა, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია

მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მედიას, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ჩვენს ტურს, ჩვენს ვიზიტებს, შეხვედრა გვქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენს კანდიდატს, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, სულ რაღაც 55 ხმა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:56

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მექნება კონტროლი ყველა იმ სამუშაოსა და პროექტზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც დავიწყებთ მომავალი წლიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადად იქნება ჩართული ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოში და პირადად ექნება ამაზე კონტროლი.

23 ოქტომბერი 2021, 16:55

ეკონომიკა

სითი მოლი 10 წლისაა – შეასხი ფრთები შენს სურვილებს!

სითი მოლის დაბადების დღის აღსანიშნავად 25–31 ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ სითი მოლში ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ!

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:47

პოლიტიკა

პრემიერი ნიკა მელიასა და მამამისზე: რატომ აწვალებს ამ კაცს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე - საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება, როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, მშობლებს, ოჯახის წევრებს?

„ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი, რომელმაც, სახელმწიფოს წინააღმდეგ, უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა - კაცი, რომელიც პარლამენტში შენობაში შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ, კრიმინალების ბრბოს. ასეთი კაცი დღეს თბილისის მერობის კანდიდატია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამით დაზარალდება მოსახლეობა

ჩვენ გვახსოვს 2012-2014 წლებში, როგორ იყენებდა მაშინდელი გამგებლის პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. ამის მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა და მთელი ქალაქის განკუთვნილი ბიუჯეტი საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ მიმართა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ბაღდათში ღირსეული კანდიდატი ჰყავს, კახა ენუქიძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბაღდათში ვიზიტის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და პარტიას ბაღდათში საკმაოდ ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე - ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევისა და, შემდეგ, ბანკის ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი

„ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს საზოგადოებამ სათანადოდაც უპასუხა და არჩევნებზე, 2%-ზე მეტი არ ერგო.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას, ძალადობასა და აგრესიას

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არის სანიმუშო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩატარებული არჩევნები გაიხსენა და განაცხადა, რომ ათასობით ხმა ყალბდებოდა და სპეციალური სქემით საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენები იყრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:12

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მივეცი მოქალაქეებს მაგალითი, როცა კოვიდგადატანილი ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“ - ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც არიან ანტივაქსერები, რომელთაც ვაქცინის ეფექტიანობის არ სჯერათ, ეს არის მცდარი აზრი

!„მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის, დროულად შემომეტანა ვაქცინები. დანიშვნის დღიდან, პირადად ვიყავი ამაში ჩართული და მილიონობით დოზა ვაქცინა შემოვიტანეთ - „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 15:56

რეგიონი

„ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანთან და დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერობის კანდიდატთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

23 ოქტომბერი 2021, 15:47

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.