www.imedi.ge /  03 ოქტომბერი 2021, 14:57 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი ბევრად აღემატება ე.წ. „სარეფერენდუმო“ ნიშნულს

დავით ქართვლიშვილი

დავით ქართვლიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი არჩევნებს აფასებს და წერს, რომ საარჩევნო პროცესი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შეფასებით - ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მისი თქმით, „ქართული ოცნება“, მეათე წელია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია.

„მაშ ასე, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შეფასება და მხოლოდ ძირითადი შედეგები. დადებითი მხარეები:

✓ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ამას ადასტურებენ სადამკვირვებლო მისიით ჩამოსული 52-ვე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები

✓ მათივე და აშშ-ს, ევროკავშირის ელჩების შეფასებით - ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში

✓ ოპოზიციის შარშანდელი ფარსი „ჩაილურის წყალში“ ჩაიძირა

✓ „ქართული ოცნება“, როგორც მოქმედ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია - მეათე წელიწადია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც საქართველოს ისტორიაში - უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია

✓ პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი - ბევრად აღემატება ე.წ. „სარეფერენდუმო“ ნიშნულს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ და „რიგგარეშე“ არჩევნების თემას საერთოდ და სამუდამოდ, ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგიდან ხსნის

✓ საქართველოში შემდგომი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ეს ნიშნავს სტაბილურობის ტაიმ-აუტს, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, მის საგარეო მიმართულებით წინსვლას და დეოკუპაციისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს

✓ მიუხედავად შიდაპარტიული ღალატის ფაქტორისა, „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებულმა გამარჯვების მაღალმა მაჩვენებელმა ცხადყო - რომ მისი პარტიული ნალექი, მართალია, გადაინაცვლა სხვა პოლიტიკურ „ყულაბაში“, მაგრამ ოცნებას მისი პარტიული ნაღები დაუბრუნდა

✓ ოცნების მხარდამჭერთა რიგებში მისი პარტიული ნაღების დაბრუნება - ცალსახად პარტიის შინაარსობრივი რებრენდინგისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორებით არის განპირობებული და ეს ფაქტორები - შემდგომი პერსპექტივების თვალსაზრისით, აშკარად დინამიკურ მდგომარეობაშია მოყვანილი

✓ ამომრჩეველთა დასწრების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჯდება

✓ ამ არჩევნების წყალობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შედგა ორი ადამიანის ესოდენ ნანატრი გაცნობა, რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომელთა ჩამოთვლა ასევე მნიშვნელოვანია და საჭირო - მე ამ „სიამოვნებას“ შემოვინახავ არჩევნების საბოლოო დასრულებამდე, მათ შორის ზოგ ადგილას ჩასატარებელი მოსალოდნელი მეორე ტურების გათვალისწინებით. ხოლო ამ ეტაპზე - გილოცავთ!!!

ეს არჩევნები უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება. თუმცა, მხოლოდ კიდევ ერთი მოგებული ბრძოლის სახით - ომი ჯერ არ დამთავრებულა!“, - წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ანდრიუს კუბილიუსი

20 ოქტომბერი 2021, 10:21

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე: ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს

როდესაც მე ვესაუბრე „ქართულ ოცნებას“, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 10:00

მსოფლიო

სირიის დედაქალაქში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2021, 09:44

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, რომ რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა „ფეიკ ნიუსია“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს - ე.წ. ფეიკ ნიუსს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა. „იმედინიუსი“ განათლების სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

20 ოქტომბერი 2021, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ოქტომბერი 2021, 09:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 ოქტომბერი 2021, 08:59

მსოფლიო

იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო განგაშის მე-3 დონე გამოცხადდა

იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას Reuters იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

20 ოქტომბერი 2021, 08:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე: ერთადერთი მიზანი ამ ფარსისა, შეიძლება იყოს ფორმატის აღდგენა, რომელიც შალვა ნათელაშვილის გარშემო იყო გაერთიანებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ინიციატივას ფარსს უწოდებს. მისი თქმით, ამ ფარსის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს იმ ფორმატის აღდგენა, რომელიც შალვა ნათელაშვილის გარშემო იყო გაერთიანებული.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ოქტომბერი 2021, 08:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არცერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პოზიციას, არამედ კავშირშია კონკრეტული ადამიანების ჩაგვრასა და წამებასთან

„როგორაა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი, როცა მის მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმეებია და უკვე გადაწყვეტილებაა დამდგარი?! არცერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ უკავშირდება მის პოლიტიკურ პოზიციას, არამედ უკავშირდება მის მიერ კონკრეტული ადამიანების ჩაგვრასა და წამებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ივანე ჩხაიძე

20 ოქტომბერი 2021, 08:18

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა რა შემთხვევაში შეწყვეტს ცირკულაციას COVID 19-ის ვირუსი

COVID 19-ის გავრცელება კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ქვეყანაში კიდევ 800 000 ორჯერ აცრილი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 08:11

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ჩამოწოლილმა მეწყერმა გადაადგილების პრობლემაც შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. თუმცა ამ შემთხვევაშიც „ენერგო-პრო ჯორჯიის“ თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს დენის მიწოდება აღუდგა.

ხავიერ კოლომინა

20 ოქტომბერი 2021, 08:06

პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

20 ოქტომბერი 2021, 00:52

კულტურა

ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year გამარჯვებულები დასახელდნენ📷ფოტოგალერეა

ლონდონში ბრიტანეთის სამეფო მეტეოროლოგიურმა საზოგადოებამ ყოველწლიური ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year („ამინდის წლის ფოტოგრაფი“) გამარჯვებულები დასახელა. წელს კონკურსში 114 ქვეყნიდან 3 300-ზე მეტი ფოტოგრაფი მონაწილეობდა.

ჭინჭრის ჯინსები

20 ოქტომბერი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ბრენდმა Pangaia ჭინჭრისგან დამზადებული ჯინსების კოლექცია გამოუშვა

ახალი ქსოვილი ჰიმალაური ველური ჭინჭრისა და ორგანული ბამბისგან არის დამზადებული. ქსოვილის შეცვლის მიზანი პლანეტის ეკოლოგიაზე ზრუნვაა. საქმე იმაშია, რომ ჭინჭრის წარმოებას, ბამბის წარმოებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები წყალი სჭირდება. ამასთან, მცენარე ბევრ წყალს არც ზრდის პროცესში ითხოვს.

20 ოქტომბერი 2021, 00:15

კულტურა

BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა

HBO-ის მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა „მოსმენა“, რომელიც 2002 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში გამოდიოდა, სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალად დაასახელა. 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

19 ოქტომბერი 2021, 23:54

ტექნოლოგიები

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს🌕

დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.

ხავიერ კოლომინა

19 ოქტომბერი 2021, 23:51

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

19 ოქტომბერი 2021, 23:35

სამართალი

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს.

ნინო ლომჯარია

19 ოქტომბერი 2021, 23:35

სამართალი

ნინო ლომჯარია: ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ადგილზე იყოს მობილიზებული

„ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ, ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა, ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს. ამიტომ, ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რატი ბრგაძე

19 ოქტომბერი 2021, 23:30

სამართალი

რატი ბრეგაძე: პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია, ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით შეიქმნა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეკომენდაციებს მოგვცემს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ბექა დავითულიანი

19 ოქტომბერი 2021, 23:17

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ - გასხივოსნებული, ამით არაფერი შეიცვლება

„ოპოზიცია აგრძელებს ერთი და იგივე ნარატივის ტრიალს. სრულიად აბსურდულსა და უაზროს. მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ - გასხივოსნებული, ამით არაფერი შეიცვლება. მამუკა ხაზარაძეს აქვს თავისი კუთვნილი 2% და ამ 2%-ის ფარგლებში საკუთარ პარტიაში როგორი კაბინეტიც უნდა, შეუძლია ისეთი გააკეთოს“, - განაცხადა დავითულიანმა.