IMEDI /  03 ოქტომბერი 2021, 16:46 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება.

„ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მსურს, ყველა მოქალაქეს ამისათვის მადლობა გადავუხადო.

მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებაა საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა - არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა.

ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. პანდემიის მიუხედავად, უსაფრთხო არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდრეგულაციების დაცვა და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობა. მე მინდა, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას ამისთვის მადლობა მოვახსენო.

ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. ამის მიუხედავად, მე მაინც მექნება სამი ძირითადი შენიშვნა:

ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს - მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.

ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.

და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით, თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ოქტომბერი 2021, 22:48

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი საზღვრებზე მავთულხლართებისა და კედლების მშენებლობას არ დააფინანსებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საზღვრებზე მავთულხლართებისა და კედლების მშენებლობას არ დააფინანსებს.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 22:15

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, პრინციპულად ახალი არაა - არსებობს მოსაზრება, რომ ესაა ინდური შტამის ქვესახეობა

შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, არ არის პრინციპულად ახალი შტამი, ეს არის ქვეშტამი, ქვესახეობა. რამდენად არის მეტად აგრესიული, ჯერ არაა დადგენილი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ოქტომბერი 2021, 21:08

მსოფლიო

ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე საიმიგრაციო ჰიბრიდული თავდასხმის გამო, ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

თემურ რუსიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 20:46

სამართალი

დავით რუსიშვილის ოჯახი ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. აღსრულების ბიუროს მაშინდელი წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, დავით რუსიშვილის ოჯახის მტკიცებით, საპატიმროში უდანაშაულო ადამიანი წავიდა.

22 ოქტომბერი 2021, 20:40

მსოფლიო

ევროპული საბჭო: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

22 ოქტომბერი 2021, 20:40

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინგანხილვა „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმოხილვა.

22 ოქტომბერი 2021, 20:37

სამართალი

„ქრონიკამ“ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა მოიპოვა

„ქრონიკამ“ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა მოიპოვა. „ქრონიკამ“ გაარკვია, რომ შატალოვას საქმეში არაპროფესიონალი დაქირავებული მკვლელი ფიგურირებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიება დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი სიგარეტის ნამწვის ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

ალეკ ბოლდუინი

22 ოქტომბერი 2021, 20:21

მსოფლიო

ალეკ ბოლდუინი: სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა - გულგატეხილი ვარ

სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, - ასე ეხმაურება ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 19:52

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის დაბალ ტემპზე: თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები

ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა დღიურად არის 4-5 000, რაც არის კატასტროფა. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 19:52

COVID19

გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტირება ფასიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, გახდება თუ არა COVID19-ის ტესტირება ფასიანი. ცერცვაძის განცხადებით, ტესტირება ფასიანი ჯერ არ გახდება, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით ვითარება შეიცვალოს.

22 ოქტომბერი 2021, 19:51

COVID19

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ „დელტა“ შტამის ქვევარიანტი, AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის ქვევარიანტს, AY.4.2-ს სწავლობს.

კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 19:42

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენს პარტნიორებს აქვთ მოლოდინი, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ბრიუსელში ამბიციურად წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით საინტერესო განხილვები გაიმართა.

კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 19:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ათენმა უმასპინძლა ძალიან საინტერესო საქმიან კონფერენციას, რომელიც ჩვენ ორმხრივი შეხვედრების გასამართადაც გამოვიყენეთ

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ათენმა უმასპინძლა ძალიან საინტერესო საქმიან კონფერენციას, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრების გასამართადაც გამოიყენა.

22 ოქტომბერი 2021, 19:20

სამართალი

შსს: გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობა არ დაუტოვებია, უწყება საკუთარი განცხადებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა დატოვა

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „იმედინიუსმა“ ძალოვან უწყებაში გადაამოწმა, სადაც განმარტეს, რომ ჭაბუკა რაფავა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას არ იკავებდა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 19:10

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი Forbes-თან ინტერვიუში: პროექტმა „იმუშავე საქართველოდან“ ხელი შეუწყო კოვიდის გამო გაჩერებული ტურიზმის სექტორის გაძლიერებას

თბილისი ძალიან პოპულარული გახდა პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილეებისათვის, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, შედეგად 3 ათასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, ხოლო ქვეყანას ათასზე მეტი აპლიკანტი ეწვია. ამ პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი დისტანციურად მომუშავე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის შიგნით მოგზაურობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავტორიტეტული ბიზნესგამოცემა „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, „ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელმისაწვდომი Wi-Fi, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველია“.

ანგელა მერკელი შარლ მიშელი

22 ოქტომბერი 2021, 19:06

მსოფლიო

შარლ მიშელი ანგელა მერკელს: თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და კაშკაშა შუქი

თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და კაშკაშა შუქი, - განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს.

22 ოქტომბერი 2021, 18:54

სამართალი

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, 21 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს და განმარტავს, რომ მათ ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს გადაეცათ როგორც აღნიშნული ჩანაწერი, ისე - ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს.

22 ოქტომბერი 2021, 18:41

საზოგადოება

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას, ასევე შეხვდა მის ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გმირის დედას, მამულისათვის თავდადებული შვილის აღზრდისთვის.

იენს სტოლტენბერგი

22 ოქტომბერი 2021, 18:40

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს 30 ქვეყნის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, ალიანსს შეუერთდეს

ნატოს 30 ქვეყნის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, ალიანსს შეუერთდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

22 ოქტომბერი 2021, 18:33

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების პირველ ანგარიშს აქვეყნებს

მდგრადი დაფინანსების მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და გეგმების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს. ანგარიში ყოველწლიური იქნება და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, გატარებულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს.