imedi /  03 ოქტომბერი 2021, 23:39 / სანდო წყარო

ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა.

„2017-2021 წლებში, დავით სოლომონია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ. დავით სოლომონია დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს. 2014-2017 წლებში, დავით სოლომონია საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2006-2013 წლებში გახლდათ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 1999 -2003 წლებში იგი იკავებდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობას. 1998 წელს საქმიანობდა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. 1998-1999 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2019 წელს, დავით სოლომონიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა.

„ზურაბ ბერიძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1991 წლიდან სხვადსხვა პოზიციაზე საქმიანობს. მათ შორის 2014-2018 წწ გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2004-2008 წწ-ში კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში. ზურაბ ბერიძე 2018 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნოს უფროსი, მანამდე კი სხვადასხვა წლებში იკავებდა შემდეგ პოზიციებს, კერძოდ 2000-2004 წწ მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდნატორი, 2000 წელს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1997-2000 წწ-ში საქმიანობდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, 1992-1997 წწ გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, 1991-1992 წწ-ში კი სხვადასხვა დროს საქმიანობდა აშშ-ს, ევროპის და სამინისტროს ანალიზის სამმართველოებში. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბერიძე ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ 2018 წელს დაჯილდოვებულია ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ორდენით. 2006 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ზურაბ ბერიძე გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

„გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2016-2019 წლებში, იგი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი უფროსი მრჩეველი. 2012-2016 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლებში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში, 2004-2007 წლებში კი რუსეთის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილი საქმიანობდა პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქ. თბილისის მერიაში. 2019 წელს, გიორგი ზაქარაშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა. იგი 2019 წლიდან დღემდე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის პოზიციას იკავებდა.

„ირაკლი ხუცურაული დიპლომატიურ სამსახურში 2003 წლიდან საქმიანობს. 2004-2008 წლებში გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი, ხოლო 2008-2013 წლებში იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-დან 2008 წლამდე სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ხუცურაული იკავებდა საკონსულო დეპარტამენტში საკონსულო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის და საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს უფროსის თანამდებობებს. მას 2010 წელს მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა გაბუნია დაინიშნა.

„ზაზა გაბუნია 2017-2020 წწ-ში გახლდათ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC), დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე; 2016-2017 წწ. – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2019 წ. – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; 2014-2016 წწ. – თბილისის მთავრობის წევრი; ნაძალადევის რაიონის გამგებელი. 2013-2014 წწ. – თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. 20102-13 წწ. – თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტ პუბლიკაციის, წიგნის ავტორი“,- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2021, 18:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდაა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა

​​​​​​​კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 785 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 614 ადამიანი ემსხვერპლა.

23 ოქტომბერი 2021, 18:23

მსოფლიო

BBC: ლონდონში, ცხოველების ორჯერ მეტი ქანდაკებაა, ვიდრე - ქალების

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სულ 1 500-მდე ძეგლი დგას. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათგან 100 ცხოველს გამოსახავს, 50 ძეგლი კი ქალისაა. ამასთან, BBC ხაზს უსვამს, რომ 50-დან მხოლოდ 3 ქანდაკება ეძღვნება არათეთრკანიან ქალს.

23 ოქტომბერი 2021, 17:52

რეგიონი

„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“თელავის შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის დახმარებით, რადიკალური ოპოზიციის აგიტატორებმა, ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის საცხოვრებელ ჭიშკრებზე განათავსეს. კალმახელიძე აცხადებს, რომ ამ ქმედების მიზანია მმართველი პარტიის დისკრედიტაცია. „ნაცმოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეხვედრები დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა.

გრიგოლ ვაშაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი მოინახულა: წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ

„მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ტიტე აროშიძე

23 ოქტომბერი 2021, 17:04

რეგიონი

ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს

„ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძემ განაცხადა. ის დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოხელეების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, აქციაზე დააანონსებენ, თითქოს, აქციას ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს პროვოკაციებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბაღდათში ჩვენს კანდიდატს 55 ხმა დააკლდა, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია

მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მედიას, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ჩვენს ტურს, ჩვენს ვიზიტებს, შეხვედრა გვქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენს კანდიდატს, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, სულ რაღაც 55 ხმა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:56

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მექნება კონტროლი ყველა იმ სამუშაოსა და პროექტზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც დავიწყებთ მომავალი წლიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადად იქნება ჩართული ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოში და პირადად ექნება ამაზე კონტროლი.

23 ოქტომბერი 2021, 16:55

ეკონომიკა

სითი მოლი 10 წლისაა – შეასხი ფრთები შენს სურვილებს!

სითი მოლის დაბადების დღის აღსანიშნავად 25–31 ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ სითი მოლში ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ!

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:47

პოლიტიკა

პრემიერი ნიკა მელიასა და მამამისზე: რატომ აწვალებს ამ კაცს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე - საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება, როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, მშობლებს, ოჯახის წევრებს?

„ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი, რომელმაც, სახელმწიფოს წინააღმდეგ, უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა - კაცი, რომელიც პარლამენტში შენობაში შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ, კრიმინალების ბრბოს. ასეთი კაცი დღეს თბილისის მერობის კანდიდატია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამით დაზარალდება მოსახლეობა

ჩვენ გვახსოვს 2012-2014 წლებში, როგორ იყენებდა მაშინდელი გამგებლის პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. ამის მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა და მთელი ქალაქის განკუთვნილი ბიუჯეტი საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ მიმართა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ბაღდათში ღირსეული კანდიდატი ჰყავს, კახა ენუქიძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბაღდათში ვიზიტის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და პარტიას ბაღდათში საკმაოდ ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე - ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევისა და, შემდეგ, ბანკის ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი

„ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს საზოგადოებამ სათანადოდაც უპასუხა და არჩევნებზე, 2%-ზე მეტი არ ერგო.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას, ძალადობასა და აგრესიას

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არის სანიმუშო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩატარებული არჩევნები გაიხსენა და განაცხადა, რომ ათასობით ხმა ყალბდებოდა და სპეციალური სქემით საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენები იყრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:12

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მივეცი მოქალაქეებს მაგალითი, როცა კოვიდგადატანილი ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“ - ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც არიან ანტივაქსერები, რომელთაც ვაქცინის ეფექტიანობის არ სჯერათ, ეს არის მცდარი აზრი

!„მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის, დროულად შემომეტანა ვაქცინები. დანიშვნის დღიდან, პირადად ვიყავი ამაში ჩართული და მილიონობით დოზა ვაქცინა შემოვიტანეთ - „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 15:56

რეგიონი

„ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანთან და დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერობის კანდიდატთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

23 ოქტომბერი 2021, 15:47

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.