05 ოქტომბერი 2021, 16:23 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დღეშია, კივის და წივის, ითხოვს ფსიქოტროპული საშუალებების გაძლიერებულ დოზას

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

„ციხიდან უტყუარი ამბავი გამოვიდა... მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დღეშია, კივის და წივის, ითხოვს ფსიქოტროპული საშუალებების გაძლიერებულ დოზას... არ არის ეს თქვენი ბელადი ციხისთვის მზად, სად აქვს მას ციხეში ჯდომის შნო და კაცობა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელდება.

ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად მძიმე იქნებოდა მისი მმართველობისდროინდელ ციხეში.

„ევროპულ ციხეზეა საუბარი, თორემ ხომ გესმით, თავისი ციხეში რა დღეში იქნებოდა... თავისიანებს უთვლის, ოღონდ აქედან გამიყვანეთ და საქართველოზე ხმას არასოდეს ამოვიღებო. საერთოდ, ვიტყვი, რომ ქართველი არ ვარო... უშველეთ, ხალხი არ ხართ, კედლებს ღრღნის! ესეც თქვენი გმირი და სახელმწიფოს შემქმნელი ბელადი და დამფუძნებელი! ღმერთო, ეს კაცი როგორ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი“, - წერს Facebook-ზე ნიკოლეიშვილი.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2021, 14:49

სპორტი

ფრანგული Rugbyrama ბექა საღინაძესა და დავით ნინიაშვილს „ლიონის“ მომავლად მოიხსენიებს

ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ „ლიონის“ ნაწილად, რაც არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა Rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს „ლიონის“ მომავლად მიიჩნევს. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 14:44

მსოფლიო

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ზაზა გულიაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 14:42

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის. მისი თქმით, ეთერში გასულ სიუჟეტი სიცრუეა. მერობის კანდიდატი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის მატერიალურ კომპენსაციას 55 555 ლარს ითხოვს, რაც, მისი განმარტებით, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გივი მოდებაძე

26 ოქტომბერი 2021, 14:27

სამართალი

გივი მოდებაძე, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, „მთავარი არხისგან“ ბოდიშსა და სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარს ითხოვს

„ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ამხელს. გივი მოდებაძე, ტელეკომპანიასა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის.

26 ოქტომბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

​პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დავით ზალკალიანის დაბარების საკითხზე სალომე სამადაშვილმა და ნიკოლოზ სამხარაძემ იკამათეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების საკითხი გახდა.

ნიკა მელია

26 ოქტომბერი 2021, 14:19

პოლიტიკა

ნიკა მელია ტელეკომპანია „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს

ნიკა მელიას უარი „იმედს“. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ტელეკომპანია „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ტელევიზიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, თუმცა, პარალელურად, მელიას ყველაზე რეიტინგულ არხზე პირდაპირი ეთერი სურს.

ილჰამ ალიევი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 ოქტომბერი 2021, 14:12

მსოფლიო

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.

26 ოქტომბერი 2021, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საამაყოა, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესპანეთში საერთაშორისო სამიტზე „Future of Tourism Word Summit“ მაღალი დონის მინისტრერიალზე სიტყვით გამოვიდა.

26 ოქტომბერი 2021, 14:09

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

26 ოქტომბერი 2021, 14:06

ეკონომიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პრინციპების დანერგვას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

26 ოქტომბერი 2021, 14:00

საზოგადოება

გლდანში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

26 ოქტომბერი 2021, 13:57

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 1 106 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს 1 106 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

26 ოქტომბერი 2021, 13:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 167 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.211 პროცენტით განისაზღვრა.

26 ოქტომბერი 2021, 13:37

საზოგადოება

მართვის მოწმობის ასაღებად საგამოცდო მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 13:32

საზოგადოება

იუსტიციის სახლი 25 ოქტომბერს, ვიზიტის წინასწარი ჯავშნის გარეშე, 19 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა

25 ოქტომბერს, ვიზიტის წინასწარი ჯავშნის გარეშე, 19 000-ზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურეთ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისების წინასწარი ჯავშნის პრინციპით გაცემისას, დღეში საშუალოდ 14 000-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა.

26 ოქტომბერი 2021, 13:25

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართველი ავტორები სკოლებს ესტუმრებიან

27 ოქტომბერს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის, განხორციელდება პროექტი „ავტორები სკოლებში“.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2021, 13:12

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელოს რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამედიცინო საზოგადოებას ხვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე მსჯელობენ. განიხილავენ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს, ინფიცირების შემთხვევების დინამიკასა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობას.

გია აბაშიძე

26 ოქტომბერი 2021, 13:12

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს

სააკაშვილის პარტიის შემთხვევაში ვხედავთ უძირო ფსკერს. ეტყობა რამე ამერიკულ სერიალს უყურებდა ქალბატონი დეკანოიძე და შერიფებზე ფუჭი დაპირებით ისევ დაამტკიცა, რომ თავადაც ვირტუალურ განზომილებაშია, როგორც მთლიანად "ნაცების" სექტა’’ - წერს Facebook - ზე აბაშიძე.

შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 13:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოსა და ეკლესიას

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსიროს 30 ოქტომბერს, არამედ საზოგადოებრივი პოზიციაც გამოხატოს 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე.

ამირან სალუქვაძე

26 ოქტომბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ანა ნაცვლიშვილზე: დედ-მამას რომ დაგიჭერენ და ამ ძალასთან შემდეგ კოალიციაში შედიხარ, არ ვიცი, რა სინდრომია და ღირებულებათა სკალაზე სად იმყოფება

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებას გამოეხმაურა. „დედ-მამას რომ დაგიჭერენ, ქონებას წაგართმევენ და ამ ბოროტების შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მოძალადე პარტიის ხაზზე ზიხარ, ბოლოს შენს ოჯახზე მოძალადეებთან კოალიციაში შედიხარ და ერთ-ერთ სახესთან ქუთაისში მოადგილის თანამდებობას დათანხმდები, არ ვიცი რა სინდრომია და ღირებულებათა სკალაზე სად იმყოფება“, - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.