www.imedi.ge /  06 ოქტომბერი 2021, 10:22 / სანდო წყარო

„ჯეოქეისმა“ რუსეთის უკანონო ქმედებებზე ევროპარლამენტის გზავნილების შესახებ ვებინარი ჩაატარა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა სახელწოდებით: “ევროპარლამენტის გზავნილები რუსეთის უკანონო ქმედებებზე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი გახლდათ 2021 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ მიღებული დოკუმენტის შეფასება; ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების განხილვა; კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლის მნიშვნელობაზე მსჯელობა და ევროინტეგრაციის კონტექსტში „ასოცირებული ტრიოსათვის“ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ახალი სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობების ანალიზი.

ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიისას აღნიშნა, რომ დოკუმენტის ყოველი ახალი წაკითხვა, გაცნობა ახალ კითხვებსა და პასუხებს აჩენს.

„მართალია დოკუმენტს ჰქვია ევროკავშირი და რუსეთი, მაგრამ ამავდროულად ეს არის უშუალოდ ევროკავშირის რეფორმირებისა და ტრანსფორმირების ერთგვარი გზამკვლევი. პირობითად ვუწოდოთ „კუბილიუსის ფორმულა“, მოვლენები შეიძლება იმდენად საინტერესოდ განვითარდეს და ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, რომ ვფიქრობ ახლა უშედეგო იქნება, ოფიციალური თბილისის მხრიდან რაიმეს პროგნოზირება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

„ერთია მზაობა ევროკავშირის გაწევრიანებაზე და მეორეა, რომ ჩვენ თვითონ ტრანსფორმირების პროცესში მყოფ ევროკავშირს უნდა დავეხმაროთ, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ განახლებულ ევროკავშირში. ჩვენს ხელთაა ინიციატივა განახლებულ ევროპაში წევრობაზე და ჩვენ თავი მხოლოდ მთხოვნელად არ უნდა მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და განვითარება მუდმივად დგას საფრთხის წინაშე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრის ან თუნდაც მსჯელობის დროს საქართველოს საკითხი ყოველთვის იყოს ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. საქართველო, ასოცირებულ პარტნიორებს შორის პირველი გამოვიდა ევროპული ამბიციების ბუნდოვანებიდან და ღიად დააფიქსირა სურვილი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2024 წელს და ამით ევროკავშირის დღის წესრიგში ოფიციალურად დააყენოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაც ბუნებრივია ჩვენს ევროპულ მომავალს ბევრად უფრო ცხადს გახდის, ვიდრე ის დღეს გამოიყურება. ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის 2/3-ზე მეტი უკვე გავლილი ექნება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მანძილს საბოლოო მიზნამდე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან ჭუმბაძემ დისკუსიაში მონაწილეობისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. მან ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში ევროკავშირის ფარგლებში გააქტიურებულ დისკუსიებზე, თუ როგორ განხორციელდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარების პროცესში ბრიუსელის უფრო ქმედითი და შედეგიანი ჩართულობა. ქეთევან ჭუმბაძემ აღნიშნა, რომ ამის დასტურია გიმნიხის შეხვედრისა და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებში მიმდინარე დინამიკური განხილვები და შედეგად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სახელით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში წარმოგზავნილი უმნიშვნელოვანესი მისია რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა ევროპარლამენტის დოკუმენტის მნიშვნელოვან გზავნილებზე, სადაც პირდაპირაა აღნიშნული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა, უკანონო პასპორტიზაციის პროცესი და გააქტიურებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები. ქეთევან ჭუმბაძის თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ განაცხადს, რომ ევროკავშირი მოსკოვთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობების (business as usual) განახლების წინაპირობად ასახელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მაღალ დონეზე დგას ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ევროკავშირი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ევროინტეგრაციის კონტექსტში. ევროპარლამენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში ვერ განხორციელდება, სანამ კრემლი არ შეწყვეტს მის აგრესიულ პოლიტიკასა და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, მისი წევრების, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ აღდგება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს“.

„მნიშვნელოვანია, მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთოს ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ამასთანავე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა მივაღწიოთ“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2021, 23:10

მსოფლიო

FBI ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკას ატარებს

გამოძიების ფედერალურმა ბიურო (FBI) ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკას ატარებს.

კახა კუჭვა

19 ოქტომბერი 2021, 22:54

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ვაფასებთ ხავიერ კოლომინას მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

„სასიამოვნო იყო ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა და მივესალმები მის დანიშვნას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ძალიან ვაფასებთ მის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - წერს კუჭავა.

19 ოქტომბერი 2021, 22:54

COVID19

CDC: Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 12-18 წლის პირებში ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 93%-ით ეფექტურია

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 12-18 წლის პირებში ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 93%-ით ეფექტურია. აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემები ცხადყოფს.

დონალდ ტრამპი
ჯო ბაიდენი

19 ოქტომბერი 2021, 22:27

მსოფლიო

თეთრი სახლი დონალდ ტრამპს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

ზურაბ ფაღავა

19 ოქტომბერი 2021, 21:51

სამართალი

ექიმი ზურაბ ფაღავა: პროფილაქტიკის მიზნით, უახლოეს პერიოდში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია მივეცით

მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ზურაბ ფაღავამ საპატიმროში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

19 ოქტომბერი 2021, 21:34

მსოფლიო

ევროკომისია: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული

სერიოზული დემოკრატიული ხარვეზების ფონზე, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე თურქეთის განაცხადი ჩიხშია შესული. ამის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამია.

დავით ზალკალიანი

19 ოქტომბერი 2021, 21:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ხავიერ კოლომინას ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მძლავრი გზავნილი იყო

„მისი ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე იყო ძალიან სერიოზული, მძლავრი გზავნილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, მიუღებლობის იმ საოკუპაციო პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი, მომავალ წელს არის ნატოს სამიტი. მნიშვნელოვანი სამიტი იქნება და ჩვენი სურვილია, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი პროგრესი იყოს დაფიქსირებული საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა უკვე არსებული პროგრესი გაღრმავდეს, განმტკიცდეს იმისთვის, რომ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს საგნობრივ, ხელშესახებ პროგრესს ასახავს შესაბამის გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

19 ოქტომბერი 2021, 21:04

სამართალი

25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი წარედგინა

25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი წარედგინა. 37 წლის ბაჩუკი ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლოიდ ოსტინი

19 ოქტომბერი 2021, 20:59

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია

კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2021, 20:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?

„მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის; მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები; მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

19 ოქტომბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

თემატური მოკვლევის „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები“ ფარგლებში, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების მოსმენები გაიმართა

თემატური მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლის მიზანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ლეგალური დასაქმებისთვის სწორი პოლიტიკის შემუშავება.

დავით ზალკალიანი

19 ოქტომბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მეორე ტურისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა დარჩა, ისინი მონიტორინგს აგრძელებენ, ასევე იქნებიან მოკლევადიანი დამკვირვებლებიც

„პირველი ტურის დასრულების შემდეგ შეხვედრა მქონდა ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელთან და მის დირექტორთან, მათ მაშინვე დამიდასტურეს, რომ მისია ფუნქციონირებასა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას გააგრძელებდა, რაც უპრეცედენტოა, რადგან ადგილობრივ არჩევნებზე მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ჩვენ ვართ მხოლოდ გამონაკლისი, როცა ეუთო/ოდირია მოწვეული და ის ახორციელებს გრძელვადიან დაკვირვებას. ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლებიც ჰყავთ. მით უმეტეს, მეორე ტურს საერთოდ არ ესწრებიან ხოლმე, მაგრამ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ისინი მეორე ტურზე აუცილებლად ყოფილიყვნენ და რწმუნება მაქვს, ვიცი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა დარჩა, მონიტორინგს აგრძელებენ. ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლებიც იქნებიან, რომლებიც უშუალოდ არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს დააკვირდებიან, მათ შორის ევროპარლამენტარებიც იქნებიან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე პოზიტიურ შეფასებას მივიღებთ, რაც წინასწარი შეფასება იყო პირველი ტურის შემდეგ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

19 ოქტომბერი 2021, 20:40

მსოფლიო

სენეგალის საზღვაო ძალებმა ღია ზღვაში გემიდან ორ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

სენეგალის საზღვაო ძალებმა ღია ზღვაში გემიდან ორ ტონაზე მეტი სუფთა კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

19 ოქტომბერი 2021, 20:25

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშშ-ის მხარდაჭერის მძლავრი გზავნილი იყო, ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში

„ვიზიტს კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რაც იყო გამოხატული მემორანდუმის გაფორმებაში. ეს მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას, ჩვენს როლს შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შალვა პაპუაშვილი

19 ოქტომბერი 2021, 20:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვაზე: ეს ყველაფერი ნაკარნახევია სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით

მნიშვნელობა არ აქვს, მიმართვას ვინ აწერს ხელს. ყველა, ვინც ამ წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნაკარნახევია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით.

დავით ზალკალიანი

19 ოქტომბერი 2021, 20:18

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არც ერთ შეხვედრაზე არ წამოწეულა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ სააკაშვილის პატიმრობა ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იმ არაერთ შეხვედრაზე, რომელსაც ის ევროპელ კოლეგებთან მართავს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მინისტრის თქმით, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც თავისი ინსტიტუტები აქვს და ყველა პატივს სცემს.

19 ოქტომბერი 2021, 20:13

პოლიტიკა

კახა კუჭავა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ალიანსს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ნატოსთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება.

გილერმო ლასო

19 ოქტომბერი 2021, 20:00

მსოფლიო

ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეკვადორის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ნარკოტიკების მოხმარებისა და ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეკვადორის პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხავიერ კოლომინა

19 ოქტომბერი 2021, 19:51

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მიმართულებით და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ

საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ლოგო

19 ოქტომბერი 2021, 19:43

ეკონომიკა

სამინისტრო ნამახვანი ჰესის საკითხზე „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება

18 ოქტომბერს „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ნამახვანი ჰესის საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილზე, საზოგადოების ინფორმირებისთვის მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პუბლიკაციაში გამოყოფილ რამდენიმე საკითხზე მეტი სიცხადე შეგვეტანა. ფინანსთა სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაცემულ პასუხში მარტივად, შავით თეთრზე წერია, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს გაცემული არ აქვს”. საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ აღნიშნული პასუხის შინაარსი და საფუძვლები.