imedi /  06 ოქტომბერი 2021, 13:15 / სანდო წყარო

უკრაინული გამოცემა: სააკაშვილის დაკავებიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული, თუმცა მსოფლიოს არცერთ ლიდერს არ უთქვამს „თავისუფლება მიშას!“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინისთვის შესაძლო გადაცემას უკრაინული მედია ეხმაურება. სტატიას სათაურით „შეუძლია თუ არა უკრაინას სააკაშვილის ქართული ციხიდან დახსნა?“ გამოცემა Європейська правда აქვეყნებს.

„ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ეს განცხადება ფორმალობა იყო, თუ კიევი ნამდვილად შეეცდება, დაიხსნას საქართველოს ექსპრეზიდენტი ციხისგან და არსებობს თუ არა ამისთვის რეალური მექანიზმები? თეორიულად, ასეთი შესაძლებლობა არსებობს: საქართველოს შეუძლია გადასცეს სააკაშვილი უკრაინას, მაგრამ არსებობს რამდენიმე „მაგრამ“.

  • პირველი - კიევში ჩამოსვლის შემთხვევაში სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, ის უბრალოდ უკრაინულ ციხეში მოხვდება, თანაც დიდი ხნით.
  • მეორე - ამ შემთხვევაშიც კი, სასჯელის მოსახდელად უკრაინისთვის მისი გადაცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში.
  • მესამე - საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და დასავლეთის რეაქცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე სააკაშვილის ბედს კიდევ უფრო ართულებს.

ყველაზე მთავარი კითხვა ასე ჟღერს: მზადაა თუ არა უკრაინა, დააყენოს სააკაშვილის ინტერესები საქართველოსთან ურთიერთობებზე მაღლა? მოკლე პასუხია - არა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების ტონი საკმაოდ კორექტულია: კიევი ითხოვს სააკაშვილისთვის სამართლიან სასამართლოს და კონსულთან წვდომის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯაროდ ჰპირდება ქართულ ხელისუფლებას, რომ არ ჩაერევა თბილისის შიდა საქმეებში სააკაშვილის გასამართლების კონტექსტში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ ასევე საკმაოდ მშვიდია. თუმცა, დავუბრუნდეთ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხს, როგორც თეორიულ შესაძლებლობას.

საერთაშორისო სამართალში არსებობს სქემა ასეთი პატიმრების სამშობლოში დაბრუნებისთვის. ხანდახან ადამიანს აკავებენ და ასამართლებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც მისთვის უცხო ენა და კულტურაა, რაც სასჯელის მოხდას განსაკუთრებით ართულებს, ამიტომ ასეთ პატიმრებს სასჯელის სამშობლოში მოხდის საშუალება ეძლევათ. დიახ, სააკაშვილის შემთხვევაში ეს არარელევანტურია, მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია. შესაბამისად, არსებობს როგორც ევროპის საბჭოს კონვენცია, ასევე ქართულ-უკრაინული ორმხრივი შეთანხმება, თუმცა ამ სცენარის განხორციელების ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

პირველ რიგში, ასეთი მექანიზმი სააკაშვილის გათავისუფლების უფლებას არ იძლევა. მის მიხედვით, უკრაინამ უნდა დაადასტუროს, რომ კიევში ჩამოყვანისთანავე სააკაშვილი ციხეში მოხვდება. ეს ნამდვილად არ სურს მიხეილ სააკაშვილს, რის შესახებაც მან უკვე განაცხადა. გარდა ამისა, ზემოხსენებული მექანიზმი ანიჭებს ოფიციალურ თბილისს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას - გაგზავნოს სააკაშვილი საზღვარგარეთ. საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ სცენარზე საჯაროდ თქვა უარი და ეს არაა გასაკვირი, ვინაიდან სააკაშვილი მათთვის პრობლემების მუდმივი გენერატორია.

ერთადერთი, რასაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია, დასავლეთის მხრიდან ზეწოლაა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი და აშშ თბილისზე სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მიზნით ზეწოლას მოახდენენ და ამაზე სააკაშვილსაც დაითანხმებენ (რაც კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა), საქართველოს ხელისუფლებას ექნება უფლება, ამაზე უარი განაცხადოს, რამეთუ ჯერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში არსებულ საქმეებზე განაჩენები უნდა დადგეს. ეს კი, განსაკუთრებით აპელაციის შეტანის შემთხვევაში, არაერთი წელი შეიძლება გაგრძელდეს. სააკაშვილის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ დასავლეთი ჩარევის მზადყოფნას არ გამოთქვამს. სააკაშვილის დაკავებიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული, თუმცა არც ევროკავშირს და არც აშშ-ს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ. ისინი სააკაშვილისთვის მხოლოდ „სამართლიან სასამართლოს“ ითხოვენ. მსოფლიოს არცერთ ლიდერს არ უთქვამს „თავისუფლება მიშას!“.

ქართული ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები არჩევნების გაყალბების თაობაზე სათანადო მხარდაჭერას ვერ პოულობს - მეტიც, აშშ-მა და ევროკავშირმა მხარეებს სიტუაციის დეპოლარიზაციისა და არჩევნების მეორე ტურის მშვიდი ჩატარებისკენ მოუწოდეს. ევროპარლამენტი, რომელიც ცნობილია უცხო ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი მძაფრი და ხმამაღალი განცხადებებით, სააკაშვილს განსაკუთრებულ მხარდაჭერას არ უცხადებს. „ევროპის სახალხო პარტიაც“ კი, რომლის წევრიც სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობაა“, ჯერჯერობით დუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი თბილისში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, მაგრამ თავისი კოლეგის დასაცავად არაფერი უთქვამს. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილმა ვერ მიიღო უკრაინისა თუ დასავლეთისგან ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ელოდა“, - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორებიც Європейська правда-ს რედაქტორები იური პანჩენკო და სერგეი სიდორენკო არიან.

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2021, 20:40

მსოფლიო

სენეგალის საზღვაო ძალებმა ღია ზღვაში გემიდან ორ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

სენეგალის საზღვაო ძალებმა ღია ზღვაში გემიდან ორ ტონაზე მეტი სუფთა კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

19 ოქტომბერი 2021, 20:25

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშშ-ის მხარდაჭერის მძლავრი გზავნილი იყო, ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში

„ვიზიტს კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რაც იყო გამოხატული მემორანდუმის გაფორმებაში. ეს მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას, ჩვენს როლს შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შალვა პაპუაშვილი

19 ოქტომბერი 2021, 20:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვაზე: ეს ყველაფერი ნაკარნახევია სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით

მნიშვნელობა არ აქვს, მიმართვას ვინ აწერს ხელს. ყველა, ვინც ამ წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნაკარნახევია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით.

დავით ზალკალიანი

19 ოქტომბერი 2021, 20:18

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არც ერთ შეხვედრაზე არ წამოწეულა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ სააკაშვილის პატიმრობა ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იმ არაერთ შეხვედრაზე, რომელსაც ის ევროპელ კოლეგებთან მართავს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მინისტრის თქმით, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც თავისი ინსტიტუტები აქვს და ყველა პატივს სცემს.

19 ოქტომბერი 2021, 20:13

პოლიტიკა

კახა კუჭავა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ალიანსს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ნატოსთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება.

გილერმო ლასო

19 ოქტომბერი 2021, 20:00

მსოფლიო

ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეკვადორის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ნარკოტიკების მოხმარებისა და ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეკვადორის პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხავიერ კოლომინა

19 ოქტომბერი 2021, 19:51

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მიმართულებით და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ

საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ლოგო

19 ოქტომბერი 2021, 19:43

ეკონომიკა

სამინისტრო ნამახვანი ჰესის საკითხზე „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება

18 ოქტომბერს „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ნამახვანი ჰესის საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილზე, საზოგადოების ინფორმირებისთვის მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პუბლიკაციაში გამოყოფილ რამდენიმე საკითხზე მეტი სიცხადე შეგვეტანა. ფინანსთა სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაცემულ პასუხში მარტივად, შავით თეთრზე წერია, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს გაცემული არ აქვს”. საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ აღნიშნული პასუხის შინაარსი და საფუძვლები.

ხავიერ კოლომინა

19 ოქტომბერი 2021, 19:30

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

„დღეს დილით ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახე და ასევე ქართული მხრიდან მოწოდებულმა დეტალურმა ინფორმაციამ. ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რომ ის, რის შესახებაც ბოლო კვირების განმავლობაში, ვიზიტის დაგეგმვის პერიოდში ვკითხულობდი, ჩემი თვალით ვიხილე“, - აღნიშნა კოლომინამ.

ინდოეთი ორსულობა მოხუცი

19 ოქტომბერი 2021, 19:05

ტაბლოიდი

ინდოელი ქალი ამტკიცებს, რომ პირველი შვილი 70 წლის ასაკში გააჩინა

„როცა ჩვენთან პირველად მოვიდნენ, ვუთხარით რომ ამ ასაკში ბავშვი ვერ გაუჩნდებოდათ, მაგრამ გვიპასუხეს, რომ მათი ოჯახის რამდენიმე წევრმა ეს მოახერხა. ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ოდესმე მინახავს“, - განაცხადა ექიმმა ნარეშ ბხანუშალიმ.

ხავიერ კოლომინა
სალომე ზურაბიშვილი

19 ოქტომბერი 2021, 18:58

პოლიტიკა

პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას შეხვდა.

19 ოქტომბერი 2021, 18:57

ეკონომიკა

დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება

დედაქალაქის ბიუჯეტი 1 350 000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 228 326,9 ათას ლარს შეადგენს. თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირეს.

ლოიდ ოსტინი

19 ოქტომბერი 2021, 18:40

მსოფლიო

ლოიდ ოსტინი: აშშ მხარს უჭერს უკრაინას საქართველოსთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად

აშშ მხარს უჭერს უკრაინას საქართველოსთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

19 ოქტომბერი 2021, 18:30

პოლიტიკა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მორიგი სხდომა გაიმართა

თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციების წევრებს მიმართა და მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის პროცესში სამი ქვეყნის როლი. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთ გზაზე.

პაატა იმნაძე

19 ოქტომბერი 2021, 18:26

COVID19

პაატა იმნაძის თქმით, მომხრეა, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ

მომხრე ვარ, რომ გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2021, 18:21

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თურქეთს პრეზიდენტის შეურაცხყოფის შესახებ კანონის შეცვლისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თურქეთს პრეზიდენტის შეურაცხყოფის შესახებ კანონის შეცვლისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გოგა გულორდავა

19 ოქტომბერი 2021, 18:18

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, რათა „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ უთხრას უარი

„ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ უთხრა უარი რევანშისტულ ძალას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რომელსაც არ ამოძრავებს რაიმე კეთილი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ამას ძალიან კარგად ხედავს ქართული საზოგადოება და აცნობიერებს. ამდენად, დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს, იქ, სადაც მეორე ტურები ტარდება, ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, რათა საარჩევნო ყუთებთან მივიდეს და „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უთხრას უარი“, - განაცხადა გულორდავამ.

გოგა გულორდავა

19 ოქტომბერი 2021, 18:15

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მეორე მხარეს არის რევანშისტული ძალა, რომელსაც არჩევნები მხოლოდ საბოტაჟისთვის სჭირდება

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მეორე მხარეს არის რევანშისტული ძალა, რომელსაც არჩევნები მხოლოდ საბოტაჟისთვის სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა წალენჯიხაში გოგა გულორდავამ განაცხადა.

ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი

19 ოქტომბერი 2021, 18:15

რეგიონი

ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარაში ევროკავშირის პროექტებს ეწვევიან

20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმერეთსა და აჭარაში გაემგზავრებიან, რათა ხაზი გაუსვან ევროკავშირის მიერ რეგიონების მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.

გოგა გულორდავა

19 ოქტომბერი 2021, 18:09

რეგიონი

გოგა გულორდავა: წალენჯიხაში მეორე ტურისთვის სხვა განწყობებია, ვემზადებით გარდაუვალი გამარჯვებისთვის

პირველი ტურის ანალიზის შემდგომ შევუდექით ჩვენ მეორე ტურისთვის მზადებას და საარჩევნო კამპანიასაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა წალენჯიხაში გოგა გულორდავამ განაცხადა.