imedi /  08 ოქტომბერი 2021, 16:16 / სანდო წყარო

ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მისცეს შესაძლებლობა, მედიისთვის გაეცნო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ცესკო საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი: კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას.

ასევე, უნდა გამოვეხმაუროთ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე საჩივრების განხილვის პროცესს, რომელიც დღეს სრულდება, თუმცა, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობების შესრულება კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე უწევთ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებას შეეხებოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა. რეალურად პროცესი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, - დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე. ასევე საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბიულეტენების გადათვლა 360 უბანზე საქართველოს მასშტაბით.
გადათვლის მექანიზმი და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პროცესის უმოკლეს ვადებში რეალიზება იყო

გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონით დადგენილი პროცედურების ხელის შეშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებისგან“, - წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

18 ოქტომბერი 2021, 08:03

ეკონომიკა

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება

ამით ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები დასრულდება და პროცედურის მიხედვით, პროექტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:37

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია. ვიდეო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში დილის 06:00 საათზე ჩამოფრინდა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:27

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:17

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

ანტონიო გუტერეში

18 ოქტომბერი 2021, 05:39

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს

ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

ენტონი ბლინკენი

18 ოქტომბერი 2021, 05:05

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 03:43

მსოფლიო

ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გეირ პედერსენი

18 ოქტომბერი 2021, 03:30

მსოფლიო

სირიის მთავრობა და ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

სირიის საკითხზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, გეირ პედერსენმა განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ნიკოლა დე ბუიან დე ლაკოსტი

18 ოქტომბერი 2021, 03:05

მსოფლიო

AFP: ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა

ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 02:42

პოლიტიკა

პენტაგონი: საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა

საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

18 ოქტომბერი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ჰარი პოტერმა აუქციონზე „ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემა გაყიდა

წიგნი პოტერს მისმა მამამ, დევიდ ჯეიმს პოტერმა აჩუქა. დიდი ხნის განმავლობაში ოჯახი წიგნს გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. ჰარი პოტერი გაყიდვების მენეჯერად მუშაობს და აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში უწევს სხვებს აუხსნას, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია.

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი

18 ოქტომბერი 2021, 00:28

ტაბლოიდი

მეგან ფოქსი ქმარს დაშორდა

მეგან ფოქსი მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინს დაშორდა. წყვილმა განქორწინების საბუთებს ხელი უკვე მოაწერა, რითაც, 11 წლიანი ოფიციალური ურთიერთობა დაასრულა. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ - ყველაზე უფროსი 9 წლისაა, შუათანა 7-ის, უმცროსი კი 5 წლის.

ელისო ბოლქვაძე

18 ოქტომბერი 2021, 00:12

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე: ერთი პერიოდი ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა, მონაზონი გავმხდარიყავი

„ფაქტმა მიმიზიდა ძალიან. ფაქტი ძალიან საინტერესოა. ხომ იცით? მეუფე შიო - იგი იყო ჩელისტი. ჩვენ ერთად ვუკრავდით კვინტეტებს. ერთად ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს შესრულებული. ერთ დღეს მეუფე შიო გაქრა. არვინ იცოდა, სად იყო. რაღაც მომენტში ეს ფაქტი ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ერთად ვიყავით, ძალიან დიდი სტრესი იყო, რადგან ვერ გავიგეთ, რა მოხდა. მაშინ პატარები ვიყავით. მასზე ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც მუსიკოსსა და ჩელისტზე. თუმცა, მან საკუთარი გზა მონახა და სხვათა შორის, ამისთვის ძალიან პატარა იყო - 20 თუ 21 წლის. ამის შემდეგ რამდენიმე წელში გამიჩნდა აზრი, რომ იქნებ, ჩემი ადგილი იქ იყოს. პირველი რაც იყო - მშობლები ვერაფრით ვერ დავტოვე. როგორც ჩანს, ჩემი მოწოდება არ იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

17 ოქტომბერი 2021, 23:58

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. კერალას შტატში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ამ დრომდე ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც არიან ჩართულები.

ელისო ბოლქვაძე

17 ოქტომბერი 2021, 23:35

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე ხატია ბუნიათიშვილზე: არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი, ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე

„კონტაქტი არ მაქვს. მაგრამ მას რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა... პირადულიც და არა პირადულიც. არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მაშინ არც „ლირა“ და არც არაფერი არსებობდა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

17 ოქტომბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებოდა - მიმართული იმისკენ, რომ ხალხს შევძულებოდი

„20 ივნისის დაკავშირებით იყო შეკითხვები, {პასუხები} დაჭრეს და ამოჭრეს. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ვისურვებდი დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალგაზრდები საკუთარ წინსვლაზე ფიქრობდნენ. სამწუხაროდ ბევრი რამ არის მართული და ახალგაზრდები არიან გამოყენებულნი ვიღაცის ინტერესში“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძე

17 ოქტომბერი 2021, 22:44

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი

„მე შემოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვადევნებდი თვალყურს 2012-წლამდე და მერე [მოვლენებს] და ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ეს იყო შეუცნობელი ადამიანი, რომელიც შემოვიდა ქართულ სივრცეში და ძალიან მაინტერესებდა. მივყვებოდი მას ტელევიზიით, არ ვიცნობდი საერთოდ. რაღაც ძალიან დიდი იმპულსი იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

17 ოქტომბერი 2021, 22:20

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შენობის დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს. ეს იქნება რამდენიმეკვირიანი პერიოდი, რომლის პროცედურები უკვე დაწყებულია.

17 ოქტომბერი 2021, 22:01

რეგიონი

რას ამბობენ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლები

„იმედის კვირა“ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდა. რას ჰყვებიან ისინი დაღუპულებზე და 8 ოქტომბერს მათთან ბოლო საუბრებზე ნახეთ სიუჟეტში.

17 ოქტომბერი 2021, 21:47

საზოგადოება

კახა კალაძემ განახლებული ბუკიას ბაღი დაათვალიერა

„ყველასათვის საყვარელი ბუკიას ბაღი, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდა. დაირგო ხე-მცენარეები, განთავსდა სკამები, გაკეთდა განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემები და ყვავილების გასაყიდი ადგილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ამ პატარა სივრცეში. რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა სამუშაოები. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება“, - განაცხადა კალაძემ.