10 ოქტომბერი 2021, 13:07 / სანდო წყარო

9 ოქტომბრამდე, 554 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა, რითაც, ცალკეულ კანდიდატებსა თუ სუბიექტებს ხმათა რაოდენობა მცირედით მოემატათ ან დააკლდათ

„ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით, კიდევ 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აღნიშნული 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის დეტალურ სტატისტიკას საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებას გააცნობს უახლოეს მომავალში, რაც ასევე ცესკოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

საერთო ჯამში, 9 ოქტომბრამდე, გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებსა თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა.

ნათია იოსელიანის თქმით, 3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და, შესაბამისად, აღნიშნული ოლქების 12 უბანზე ხმები ვერ გადაითვალეს.

„68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც: წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით; ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მისი განცხადებით, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა, 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას.

„შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე. ამ დროისთვის, ჯამში, გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი.

ყველა სიახლე

ალექსანდრე დარახველიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:34

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, პოლიციელს ეძლევა უფლებამოსილება, რომ თუკი გამოკითხვის მიზნით პირს შეაჩერებს ქუჩაში, ეს მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში.

ანდრია ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:28

პოლიტიკა

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის პასუხი თავდასხმებზე იქნება ქადაგება, სახარების განმარტება და ქრისტიანობის მისიონერული მსახურება

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე „ქრონიკაში“ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მეუფე შიოს ქადაგება გააკრიტიკა. კითხვაზე ამ თავდასხმების წინააღმდეგ იქნება თუ არა გადადგმული გარკვეული ნაბიჯები საპატრიარქოს მხრიდან, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ საპატრიარქოს და ეკლესიას აქვს სიტყვა, რომელიც ძალიან ხშირად ამ ადამიანების ჩამოქცევას იწყებს. მისი თქმით ეკლესიის პასუხი ამ ყველაფერზე იქნება ქადაგება და სახარების განმარტება

18 ოქტომბერი 2021, 18:28

სამართალი

ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი გამკაცრდება. დეტალურად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის დადგენილი სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:24

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?!

ამ ზოგად ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?! ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ მეუფე შიოს გუშინდელ ქადაგებაზე საუბრისას.

ირაკლი ბერაია

18 ოქტომბერი 2021, 18:17

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, მის გაძლიერებას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას გამოხატავს

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ადასტურებს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

18 ოქტომბერი 2021, 18:17

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები უარს იტყვიან წარსულში დაბრუნებაზე, ვინაიდან ბათუმი არის ევროპული ტიპის მწვანე ქალაქი, რომელსაც სჭირდება მომავალი განვითარება

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად წინასაარჩევნოდ დაანონსებული ყველა პროგრამის განხორციელებას შევძლებთ. ამავდროულად, გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა სწორედ ის კონკრეტული ხედვები, რომლებიც წარმატებისკენ წაიყვანს და განავითარებს ჩვენს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები უარს იტყვიან წარსულში დაბრუნებაზე, ვინაიდან ბათუმი არის ევროპული ტიპის მწვანე ქალაქი, რომელსაც სჭირდება მომავალი განვითარება, ინოვაციური ხედვები და წამოწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

18 ოქტომბერი 2021, 18:16

მსოფლიო

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდრია ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:12

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს, ეს უფრო მისი პრობლემაა

თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს ეს უფრო მისი პრობლემაა,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა

ანდრია გვიდიანი

18 ოქტომბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით, თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ - აი ასე, მარტივად

„მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით. იმასაც ვერ ხვდებიან ტყუილებს დიდი ხანია რომ არ იჯერებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ხან 400-ლარიან პენსიას ჰპირდებიან, ხან უპროცენტო სესხებს, ხან რას და ხან რას. თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ - აი ასე, მარტივად. ცნობისთვის თბილისში 230.000 საპენსიო ასაკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. 100-ლარიანი დანამატის შემთხვევაში ყოველთვიური ხარჯი 23 მილიონი ლარია, ხოლო ყოველწლიური 276 მილიონი ლარი. ეს თანხა თბილისის ბიუჯეტის მეხუთედია. ეს ნიშნავს ქალაქის განვითარების სრულ იგნორირებას. ასე რომ, ამ უაზრო და სამარცხვინო ტყუილებზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ძველგაზრდებისგანაც და ახალგაზრდებისგანაც“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

18 ოქტომბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გუშინდელი გადაცემით, ბატონმა ნიკა გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს - პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას

„გუშინდელი გადაცემით, ბატონმა ნიკა გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს - პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას. ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 17:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, თუ ვინმე მის წინააღმდეგ რაიმე ნეგატივს აქვეყნებს, მაგრამ უნდა, ლეგალური იყოს, თუ თვითონ რაიმე ნეგატიურს გამოაქვეყნებს

„სარეკლამო ბანერებზე, ვიდეორგოლებში, ნებისმიერი ტიპის რეკლამაში, აიკრძალება სხვა პირის, სუბიექტის მიმართ რაიმე ნეგატიური ფორმის შექმნა. ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყოს წინასაარჩევნო გარემოს უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. იცით, ბოლო პერიოდში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ე.წ. სისხლიანი ბანერის გაკვრამ. არა მხოლოდ ამის გამო ხდება ჩვენი ინიციირებით, გვინდა, რომ რაიმე ტიპის ნეგატიური ფორმის შექმნა, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეკატერინე ტიკარაძე

18 ოქტომბერი 2021, 17:30

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ პაციენტების ნაკადები ვმართოთ ეფექტურად და თავიდან ავირიდოთ რადიკალური გადაწყვეტილებები

ამ დროისთვის კლინიკურ სექტორში პაციენტების ნაკადის უმნიშვნელო მატებაა, რაც გამოწვეულია იმ ძირითადი ვაქცინირებულების რაოდენობით, რომლებიც ამ დრომდე აიცრნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

რომან გოცირიძე

18 ოქტომბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს და რომელიც სახელმწიფო მოხელეს აქცევს ცენზორად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია.

თამარ ჟვანია

18 ოქტომბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-სა და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად

„კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

18 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით, არაერთ ბრძოლაში ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას​

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.

სალომე ზურაბიშვილი და კოლინ პაუელი

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის

„კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიადი გონება, რომელმაც 21 -ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის, რომლებიც ცდილობენ სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო“, - წერს პრეზიდენტი.

ვლადიმირ ბოჟაძე

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიას საარჩევნო დაპირებაზე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არცერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო ბანერებზე გამოტანილ სლოგანს ეხმაურება. ნიკა მელია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევეში თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის კვება უფასო გახდება.

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს: თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია

თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.