13 ოქტომბერი 2021, 14:01 / სანდო წყარო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლუიშ კაპულას სანტოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლისაბონში შეხვედრებს განაგრძობს. ქართველი კანონმდებლები პორტუგალიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუიშ კაპულას სანტოს და კომიტეტის წევრებს პაულო მონიზს, ფაბიოლა კარდოსოს და პაოლო პისკუს შეხვდნენ, რომლებიც პორტუგალიის პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს, მათ შორის საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების გეგმებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე და ხაზი გაესვა „ასოცირებული სამეულის“ საერთო ევროპულ მისწრაფებებს.

თავის მხრივ, ლუიშ კაპულას სანტო და კომიტეტის წევრები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. პორტუგალიელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ამ პროცესის მიმართ მათი ცალსახა მხარდაჭერა გამოხატეს.

შეხვედრისას, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა. ყურადღება გამახვილდა, როგორც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების, ბიზნეს კავშირებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ასევე, პორტუგალიელმა კანონმდებლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაადასტურეს.

პორტუგალიაში ორდღიანი ვიზიტით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პორტუგალიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე იმყოფებიან.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი და კოლინ პაუელი

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის

„კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიდებული გონება, რომელიც 21-ე საუკუნეში მსოფლიოს მიმართულების ჩამოყალიბებაში დაეხმარა, მისი საქმიანობა მაგალითი იყო ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებსაც სურთ სამყარო უფრო უსაფრთხო გახდეს“, - წერს პრეზიდენტი.

ვლადიმირ ბოჟაძე

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიას საარჩევნო დაპირებაზე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არცერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო ბანერებზე გამოტანილ სლოგანს ეხმაურება. ნიკა მელია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევეში თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის კვება უფასო გახდება.

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს: თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია

თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

18 ოქტომბერი 2021, 16:59

სამართალი

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

მას არც ანასტასიას შატალოვასთან მიმდინარე დავაზე და არც ორი თვის წინ მიმდინარე ინციდენტზე არ უსაუბრია. ზურაბ ბერიძის მეუღლემ, ხათუნა დიასამიძემ განაცხადა, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა, „ქალი კი თავიდანვე იყო მოგზავნილი და საქმე არის შეკერილი". მისი ადვოკატის თქმით, ბერიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან. ის არ არის დაკავებული და არც გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

18 ოქტომბერი 2021, 16:38

რეგიონი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი: მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენთან ერთად ვერ ვიდექი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ მედია საშუალებებით შეეძლო ედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 ოქტომბერი 2021, 16:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია, რაც ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია

„საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს, რომელიც ტალღებთან არის დაკავშირებული" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 16:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს - გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა

„ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელსაც და გვაქვს აბსოლუტური ზრდა - ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 ოქტომბერი 2021, 16:22

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: რეანიმაციებში კოვიდპაციენტების 98% აუცრელია - ჩვენი ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს

ბავშვთა კლინიკებში მწოლიარე ბავშვების მშობლების მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებია აცრილი, ყველა აუცრელი მშობელი, თავისი შვილებთან ერთად, კლინიკებში წევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 16:15

ტექნოლოგიები

როგორ დავიცვათ თავი მავნე ელექტრონული გზავნილებისგან. აშშ-ის საელჩო რჩევებს აქვეყნებს

აშშ-ის საელჩო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვისადმი მიძღვნილ კამპანიას აგრძელებს. საელჩო სპამისა და მავნე ელექტრონული გზავნილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

18 ოქტომბერი 2021, 16:09

COVID19

ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა დაწყებულია, რთული ნოემბერი გველის, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლე.

კოლინ პაუელი

18 ოქტომბერი 2021, 16:07

მსოფლიო

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, კოლინ პაუელი 84 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლისა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები იყო.

18 ოქტომბერი 2021, 16:01

ტექნოლოგიები

ფასკუნჯმა, რომელსაც საქართველოში პირველად დაუმაგრეს GPS გადამცემი, გეზი აფრიკისკენ აიღო

ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკომ“, საქართველოში პირველად, ფასკუნჯს GPS გადამცემი დაუმაგრა. ფასკუნჯმა გეზი აფრიკისკენ აიღო და 23 დღეში 5 000 კმ-ზე მეტი დაფარა.

18 ოქტომბერი 2021, 16:00

მსოფლიო

რუსეთი ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს

რუსეთი ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 ოქტომბერი 2021, 15:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეკლესიაზე თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანაა

თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რაც უსამართლოა და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

ჩჟაო ლიცზიანი

18 ოქტომბერი 2021, 15:48

მსოფლიო

ჩინეთი ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ჩინეთი ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 15:45

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის ტემპის ვარდნას და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკას საგანგაშოდ აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.

18 ოქტომბერი 2021, 15:34

სპორტი

ბექა საღინაძემ ​საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის „ლიონს“ ზაფხულში პრო დე2-ის „ორიაკიდან“ შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა.

თამარ გაბუნია

18 ოქტომბერი 2021, 15:32

COVID19

თამარ გაბუნია: ბოლო პერიოდში მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს, არის ქუჩის აქციები, ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის

მისივე განმარტებით, მობილობა ის მთავარი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ "დელტა შტამთან" მიმართებით სიფრთხილე გასამმაგებულია, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 15:26

თავდაცვა

ლოიდ ოსტინი: სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს

„3+3 ფორმატზე {საუბრისას} აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს“, - აღნიშნა მან.