imedi /  14 ოქტომბერი 2021, 19:38 / სანდო წყარო

ზაალ ანჯაფარიძე: 100 000-ს გამოყვანაზე მეოცნებე „ნაცმოძრაობამ“ 15,000 ძლივს მოხიკა და ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ ხალხი უკვე ფულითაც ვეღარ გამოყავთ

ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას ეხმაურება. „100,000 -ს გამოყვანაზე მეოცნებე „ნაცმოძრაობამ“ 15,000 ძლივს მოხიკა და ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ ხალხი უკვე ფულითაც ვეღარ გამოყავთ. ეს კი იმას ნიშნავს რომ მეორე ტურებში დამარცხება ეჯღანებათ“, -წერს ექსპერტი.

„100,000 -ს გამოყვანაზე მეოცნებე "ნაცმოძრაობამ" 15,000 ძლივს მოხიკა და ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ ხალხი უკვე ფულითაც ვეღარ გამოყავთ. ეს კი იმას ნიშნავს რომ მეორე ტურებში დამარცხება ეჯღანებათ
სააკაშვილის თავიდან ბოლომდე ყალბი პათოსით გაჟღენთილი წერილი (სიმბოლურია რომ ის გვარამიამ წაიკითხა!) კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ უჭირთ და ხალხის მოთაფლვა უნდათ, რევანში არ იქნებაო. არადა ხელები ექავებათ რევანშზე. აი ამ ფანატიკურ მასასთან ძალიან რთულია რაიმე ურთიერთობა, იყვნენ და იხარშონ საკუთარ წვენში!“, - წერს Facebook-ზე ზაალ ანჯაფარიძე.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:39

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება, თითოეულ მათგანს სჭირდება სააკაშვილის პატიმრობა

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება. ვიცე-პრემიერის თქმით, ოპოზიციას პატიმარი სააკაშვილი სჭირდება და მისი პატიმრობით მანიპულირებენ.

25 ოქტომბერი 2021, 16:38

რეგიონი

ლიეტუვას რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის შესახებ სიუჟეტები გავა

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებაზე მომზადებულ სიუჟეტებს ლიეტუველები ოქტომბრის ბოლოს იხილავენ.

25 ოქტომბერი 2021, 16:30

მსოფლიო

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი, რომ მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს

საქართველოს ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. „პატიმარ სააკაშვილს როგორი ექიმიც, ექთანიც არ უნდა დასჭირდეს, ინსტრუმენტული თუ სხვა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა, ეს ყველაფერი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოიძებნება, თანაც მაღალი სტანდარტით, - ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:19

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლომჯარიაზე: მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო

„სახალხო დამცველი ჩემი მინისტრობის პირობებში გამოირჩეოდა #18 დაწესებულების კრიტიკით და როდესაც ჩავყვებოდით მის კითხვის ნიშნებს, თუ რა არ აკმაყოფილებდა მას მოცმულ დაწესებულებაში, შემდეგ თვითონვე იბნეოდა საკუთარ განცხადებებში. არ გამოვრიცხავ, ამასთან გვქონდეს საქმე. ის მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ვფიქრობთ, რომ ყველაზე უსაფრთხო და გონივრული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ მე-18 დაწესებულებაა

მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ტიპის პატიმარს მკურნალობა შეიძლება დასჭირდეს და არ მიეწოდოს.

25 ოქტომბერი 2021, 16:13

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მთავრობის მეთაურებმა ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის საკითხებზე, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შავკატ მირზიოევი

25 ოქტომბერი 2021, 16:07

მსოფლიო

შავკატ მირზიოევი უზბეკეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

შავკატ მირზიოევი უზბეკეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულს უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ცხადყოფს.

25 ოქტომბერი 2021, 16:01

რეგიონი

მამუკა წოწერია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით სოფელ ჯიხაშკარში ხვდება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, წოწერია ამჯერად მოქალაქეებს სოფელ ჯიხაშკარში ხვდება და მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 16:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რატომ გიკვირთ ნაც. რეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს? ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი

„მკვლელებმა პრივილეგიად მიიღეს: 1. ერთ საკანში მოთავსება, რაც მანამდე აკრძალული იყო! 2. 12-წლიანი სასჯელი კი შეუმსუბუქდათ 8 წლამდე! სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!“ - წერს ოხანაშვილი.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 15:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ

სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ.

ემანუელ მაკრონი

25 ოქტომბერი 2021, 15:52

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი სუდანის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სუდანის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ოქტომბერი 2021, 15:34

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდპასპორტების შემოღებასა და ევროპაში გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებები საბჭოზე ხვალ გაკეთდება

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს საინფორმაციო კომუნიკაცია ყველა დონეზე, თუ რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რაც არაერთხელ გაჟღერებულა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვერანაირ იძულების საფუძველს ვერ ვხედავთ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა. სწორედ ეს არის დემოკრატია, არანაირი დაპირისპირება არაა. საკითხს ერთპიროვნულად არავინ წყვეტს, ვმსჯელობთ საბჭოზე და ვიღებთ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

25 ოქტომბერი 2021, 15:27

საზოგადოება

იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა

დღეიდან, იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას.

მუსა ფაკი მაჰამატი

25 ოქტომბერი 2021, 15:23

მსოფლიო

აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარე: სუდანის პოლიტიკური ლიდერები უნდა გაათავისუფლონ

სუდანის პოლიტიკური ლიდერები უნდა გაათავისუფლონ და ადამიანის უფლებებს პატივი სცენ, - განაცხადა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარემ, მუსა ფაკი მაჰამატმა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 15:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ჩავატარეთ ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმესა და ქალაქზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია

„იმ პროექტებსა და რეფორმებს, რომლებიც 2017 წელს დავიწყეთ, ვერავინ შეაფერხებს. ვერავინ შეაფერხებს ასევე, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმესა და ქალაქზე ორიენტირებული, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულ გეგმებსა და პროექტებზე რაიონების, ქუჩების მიხედვით. სამწუხაროდ, მეორე მხრიდან იყო აგრესია და დღესაც გრძელდება, ასევე, ძალადობა და ცილისწამება. თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიკადრებთ და მათ იგივე ბოროტებით არ დავუპირისპირდებით. ნამდვილად არ დავეშვებით იქამდე, სადაც ისინი იმყოფებიან. პირიქით, მგონია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით უნდა ვეცადოთ, რომ ეს ადამიანები ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც იმყოფებიან“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

25 ოქტომბერი 2021, 15:16

COVID19

ციციშვილის კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს - დაწესებულებაში მყოფი არცერთი მშობელი ვაქცინირებული არაა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 108 პაციენტი მკურნალობს. არცერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, ისინი საშუალო ან მსუბუქი სიმძიმის ან მსუბუქი პაციენტები არიან. კლინიკის დირექტორის თმით, კლინიკაში მყოფი არცერთი მშობელი არ არის ვაქცინირებული.

ირაკლი კობახიძე

25 ოქტომბერი 2021, 15:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რომელი ნესტან-დარეჯანი მიხეილ სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას

რომელი ნესტან-დარეჯანი მიხეილ სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას - ფიქრობს თუ არა თვითონ, პრემიერ ღარიბაშვილის მსგავსად, რომ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლოა მისმა ამომრჩევლებმა პატიმარი გამოიხსნან.

ივანე ჩხაიძე

25 ოქტომბერი 2021, 15:07

COVID19

ივანე ჩხაიძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება, შესაძლებელია, ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა, ოღონდ - გარკვეულ ჯგუფებში

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებელი არ გაიზრდება, გარკვეული ჯგუფებისთვის, იმუნიზაცია სავალდებულო გახდეს.

მამუკა მდინარაძე

25 ოქტომბერი 2021, 15:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის ლიდერები“ თან სასტიკი მოძალადეები არიან და ამავდროულად ძალიან მშიშრები

„ნაცმოძრაობის ლიდერები“ თან სასტიკი მოძალადეები არიან და ამავდროულად, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს არიან ძალიან მშიშრები. გუშინაც ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.