imedi /  14 ოქტომბერი 2021, 22:01 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: ოპოზიციის წარმომადგენლებმაც რომ გაიაზრონ მიხვდებიან - ამათი მხარდაჭერა არ შეიძლება, რადგან ქვეყანას ძალიან ცუდი მიმართულებით უბიძგებენ

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ვერაფერს გეტყვით იმ ადამიანის ფიქრებზე, რომელიც ამბობს: ვარ აღმოსავლეთის რეგიონული ჯორჯს ვაშინგტონი, რომ ვარ რეგიონული ლიდერი, ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ მისი ჩამოსვლით მოხდებოდა კონსოლიდაცია, რომ რევოლუციას არ ექნებოდა ალტერნატივა. ეს თუ რეალობა არ არის, მაშინ ნებისმიერი ისტორიკოსი დაჯდეს და საპირისპირო თეორია ჩამოაყალიბოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახეზეა სურათი, როდესაც დამნაშავე ადამიანი არ იხდის არანაირ ბოდიშს.

„სააკაშვილი ამბობს, რომ ბოკერიამ დამაპირისპირა ეკლესიასთან და ეროვნულ ღირებულებებთანო, ვანო მერაბიშვილმა დანაშაულებები ჩაიდინაო, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი დამნაშავეა არა მარტო მათ მიმართ, ვის ოჯახებზეც გადაიარა მისმა სისხლიანმა ფეხმა, არამედ მათ მიმართაც, ვისი მეშვეობითაც ვინც დააპირისპირა ქრისტიანულ მორალს.

დღეს, მთელი „ნაცმოძრაობის“ აქტივები გეგმავენ იმას, რომ ქვეყანა როგორმე დასავლეთის თვალში წარმოაჩინონ როგორც ველურების ქვეყანა. ვინ ვის დაესხა თავს ეს უცხოელისთვის არ არის მთავარი, ის ხედავს, რომ აქ არანორმალური სიტუაციაა და შეფასება იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა არანორმალურად არის მთავარი ამოცანა, რასაც ეს ხალხი მიჰყვება. ჩვენმა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც რომ გაიაზრონ, მიხვდებიან, რომ ამათი მხარდაჭერა არ შეიძლება, რადგან ქვეყანას უბიძგებენ ძალიან ცუდი მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2021, 11:41

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე არ გამოკვეთილა

„ეს განპირობებულია იმით, რომ იმუნური ფენის რაღაც სეგმენტი გაჩნდა. მილიონი ადამიანი აცრილია და ჩვენი კვლევის ბოლო შედეგის მიხედვით, მოსახლეობის 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია. ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია

20 ოქტომბერი 2021, 11:39

COVID19

თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვით დაინტერესებულია

ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ვაქცინაციის ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს არ არის სასურველი და ეს ყველას კარგად გვესმის. თუმცა, არსებობს დამატებითი რესურსი, რომ მოსახლეობის დამატებითი მობილიზაცია მოხდეს - კარდაკარ სიარულის პრინციპით. საბედნიეროდ, სოფლებში მოსახლეობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვით დაინტერესებულია. იზრდება მსურველთა რაოდენობა. ვფიქრობთ, ოჯახის ექიმებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევითა ეს პროცესი მეტ ძალას შეიძენს და ტემპიც გაიზრდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

20 ოქტომბერი 2021, 11:37

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 - დაკარგულად მიიჩნევა

ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 - დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თამარ გაბუნია

20 ოქტომბერი 2021, 11:36

COVID19

თამარ გაბუნია: იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალი ტემპით არის გამოწვეული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალი ტემპით არის გამოწვეული.

თამარ გაბუნია

20 ოქტომბერი 2021, 11:28

COVID19

თამარ გაბუნია: მეოთხე ტალღის პიკური პერიოდის დროს მობილიზებული 9 000 საწოლიდან ამჟამად დაკავებულია 5 679

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მეოთხე ტალღის პიკური პერიოდის დროს მობილიზებული 9 000 საწოლიდან ამჟამად დაკავებულია 5 679, დანარჩენი კი თავისუფალია. მისივე თქმით, უფრო მეტი თავისუფალი საწოლია აჭარასა და თბილისში, ვინაიდან ამ რეგიონებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია.

20 ოქტომბერი 2021, 11:27

მსოფლიო

ტაივანში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ჩინეთთან ომის ალბათობა ძალიან დაბალია

ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს გენერალურმა დირექტორმა, ჩენ მინ-ტონგმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩინეთთან ომის ალბათობა ძალიან დაბალია.

თამარ გაბუნია

20 ოქტომბერი 2021, 11:27

COVID19

თამარ გაბუნია: არსებულ რეგულაციებზე მონიტორინგი მაქსიმალურად მკაცრი იქნება

„ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში - 47%-ზეა ასული. ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით, ასევე მონიტორინგი არსებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ირაკლი ლატარია

20 ოქტომბერი 2021, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ხელში ჩამივარდა ნაცმოს ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობა

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ამბობს, რომ ხელში ჩაუვარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობის სია.

მაია ბუწაშვილი

20 ოქტომბერი 2021, 11:18

COVID19

მაია ბუწაშვილი: საბედნიეროდ, ჯერჯერობით ისეთი წნეხი, როგორიც შარშან ნოემბერში იყო, არ იგრძნობა - ვივარაუდოთ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ინფიცირებულთა ნაწილი აცრილია

მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში მაღალია. ინფექციონისტი ბავშვებში მაღალი ინფიცირების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის, რომ ბავშვები აცრილები არ არიან.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2021, 11:17

საზოგადოება

თბილისში მცხოვრები პენსიონერებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება

თბილისში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - პენსიონერებისთვის, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება.

20 ოქტომბერი 2021, 11:11

საზოგადოება

Hunnewell Partners: მიმდინარე დავა არ ეხება „იმედის“ ფლობას. „იმედის“ მფლობელი კომპანიის განცხადება

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი Hunnewell Partners განცხადებას ავრცელებს. Hunnewell Partner-ის მთავარი მრჩეველი, ინგლისელი ადვოკატი მეთიუ ჯენკინსი ამ განცხადებით ეხმიანება ინფორმაციას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ვრცელდება, ნიდერლანდებში ტელეკომპანია „იმედის“ აქციების დაყადაღების შესახებ.

20 ოქტომბერი 2021, 11:11

საზოგადოება

თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებისთვის შექმნილ ფონდში დღეს გადაირიცხება

„ეს არის თბილისის და თბილისელების თანხა და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, - აღნიშნა მერმა.

20 ოქტომბერი 2021, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 775 თბილისში, იმერეთში კი 907 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი -375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი -104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -51.

20 ოქტომბერი 2021, 10:51

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროში მასშტაბური გადაიარაღების პროცესი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათას პოლიციელს „გლოკის“ სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

20 ოქტომბერი 2021, 10:47

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 543-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 926 893 აცრა გაკეთდა.

20 ოქტომბერი 2021, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.11%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.

20 ოქტომბერი 2021, 10:43

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2021, 10:42

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.

20 ოქტომბერი 2021, 10:33

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის მეშვიდე შეხვედრაში.

მარინა ენდელაძე

20 ოქტომბერი 2021, 10:30

COVID19

მარინა ენდელაძე: კოვიდის წინა ტალღებზე უფრო მეტი მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა - ეს ვაქცინაციის შედეგია

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე, ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.