imedi /  15 ოქტომბერი 2021, 12:03 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანის სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სლოვენიის ქალაქ პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

საგარეო უწების ცნობით, სლოვენიაში საქართველოს საპატიო საკონსულო პირველად გაიხსნა.

დავით ზალკალიანმა ანდრეი მალგაის მიულოცა საპატიო კონსულად დანიშნვა და ხაზი გაუსვა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში - პრიმორსკას რეგიონში. მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში და ხაზი გაუსვა სავაჭრო, საინვესტიციო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში საპატიო საკონსულოს როლს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით, საქართველო - სლოვენიის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ და საპატიო კონსულმა ანდრეი მალგაიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 14-16 ოქტომბერს, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 13:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მადლობას ვუხდი ესპანეთის მეფეს საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის საზეიმო ინაუგურაციაზე მასპინძლობისა და მადრიდში თბილად მიღებისთვის

„მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს, პარლამენტთაშორისი კავშირის 143-ე ასამბლეის საზეიმო ინაუგურაციაზე პარლამენტის თავმჯდომარეების მასპინძლობისა და მადრიდში თბილად მიღებისთვის“, - წერს კახა კუჭავა.

28 ნოემბერი 2021, 12:54

ტაბლოიდი

Instagram-მა მადონას წაუშალა ფოტოები, რომლებზეც მკერდი უჩანდა

ამერიკელი მომღერალი მადონა Instagram-ზეა განაწყენებული. მიზეზი მისი ფოტოების წაშლაა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. როგორც ირკვევა, მომღერალმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც, როგორც CNN-ი წერს, მკერდი უჩანდა.

28 ნოემბერი 2021, 12:34

საზოგადოება

იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

28 ნოემბერი 2021, 12:28

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკურად მგრძნობიარე და რეზონანსული სასამართლო განხილვის წინ, მოსამართლე საჯარო ინტერვიუებისგან თავს უნდა იკავებდეს

​​​​​​​„სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, მოსამართლე ინტერვიუს აძლევს „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხს, აკეთებს ორაზროვან განცხადებებს, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას სააკაშვილის მიმართ და ამით, თითქოს, უნდა, საზოგადოება შეაჩვიოს იმას, თუ რას მოიმოქმედებს ხვალ სასამართლო პროცესზე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის ინტერვიუს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

28 ნოემბერი 2021, 12:26

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ერონული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის - „ff.k Public Relations” მიერ იყო ორგანიზებული და მას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

28 ნოემბერი 2021, 12:17

COVID19

ხშირად დასმული კითხვები და საოპერაციო ინსტრუქცია „მწვანე პასპორტებზე“. დეტალურად

1-ლი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

28 ნოემბერი 2021, 12:05

COVID19

აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება.

ედიშერ გვენეტაძე

28 ნოემბერი 2021, 12:03

საზოგადოება

ედიშერ გვენეტაძე: ტყუილების იდეოლოგიური შემკვეთები, ნოდარ მელაძის მეთაურობით, უკვე რამდენი ხანია, ცდილობენ, ადამიანები სიცრუესა და სიყალბეში აცხოვრონ

„პირადად ჩემთვის, ყველა ის ადამიანი ვინც ხმა მისცა, მხარს უჭერს ბელადს, „ნაცმოძრაობას“ და ცდილობს მათ გათეთრება, ყველა მეგისა ქარდავაა! ამ სუბიექტთა რიგებში პირველ ადგილს იკავებს ტვ1-ის დეზინფორმაციული მანქანა, საიდანაც 24 საათის განმავლობაში ცრუ და მატყუარა კაბიანი თუ შარვლიანი მეგის ქარდავები ისვრიან შხამებს!“.

28 ნოემბერი 2021, 11:51

საზოგადოება

ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე თითქმის სრული მენიუთი იკვებება და ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს

ექიმები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. მკურნალი ექიმის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

დავით ჯანაშია

28 ნოემბერი 2021, 11:41

რეგიონი

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი ამ დროისთვის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

28 ნოემბერი 2021, 11:41

საზოგადოება

ოზურგეთში, ბუნებრივი აირით მოწამლული ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან სამი ქალი და ერთი ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. ხოლო მცირეწლოვნი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 ნოემბერი 2021, 11:19

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება ტრანსპორტშიც დაინერგოს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დადებითად აფასებს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სივრცეში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავალდებულო ხდება, თუმცა, მისივე შეფასებით, საჭიროა, ანალოგიური ვალდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც ამოქმედდეს.

28 ნოემბერი 2021, 11:09

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ნოემბერი 2021, 11:01

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

„ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ნოემბერი 2021, 11:00

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 545 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 545-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 152 380 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:59

COVID19

საქართველოში 1649 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1649 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 363 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1649 პირი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 122, იმერეთში - 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.

28 ნოემბერი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1333 თბილისში, 617 იმერეთში, 302 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთი გამოვლინდა.

28 ნოემბერი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-ს შეადგენს

27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღეში - 8.98%, ხოლო 7 დღეში - 8.94%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3333 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5052 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.