imedi /  15 ოქტომბერი 2021, 22:17 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.

მხარეებმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმა და ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. ხავიერ კოლომინამ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების კუთხით საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიის განმტკიცების კუთხით მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი ნება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი.

აღსანიშნავია, რომ ხავიერ კოლომინა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს პირველი ვიზიტით 19-20 ოქტომბერს ეწვევა.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 11:51

საზოგადოება

ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე თითქმის სრული მენიუთი იკვებება და ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს

ექიმები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. მკურნალი ექიმის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

28 ნოემბერი 2021, 11:41

საზოგადოება

ოზურგეთში, ბუნებრივი აირით მოწამლული ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან სამი ქალი და ერთი ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. ხოლო მცირეწლოვნი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დავით ჯანაშია

28 ნოემბერი 2021, 11:41

რეგიონი

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი ამ დროისთვის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 ნოემბერი 2021, 11:19

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება ტრანსპორტშიც დაინერგოს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დადებითად აფასებს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სივრცეში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავალდებულო ხდება, თუმცა, მისივე შეფასებით, საჭიროა, ანალოგიური ვალდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც ამოქმედდეს.

28 ნოემბერი 2021, 11:09

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ნოემბერი 2021, 11:01

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

„ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ნოემბერი 2021, 11:00

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 545 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 545-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 152 380 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:59

COVID19

საქართველოში 1649 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1649 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 363 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1649 პირი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 122, იმერეთში - 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.

28 ნოემბერი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1333 თბილისში, 617 იმერეთში, 302 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთი გამოვლინდა.

28 ნოემბერი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-ს შეადგენს

27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღეში - 8.98%, ხოლო 7 დღეში - 8.94%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3333 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5052 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:30

მსოფლიო

აშშ-ში, ფასდაკლებების დღეს, ათობით ადამიანმა ტექნიკის მაღაზიები გაძარცვა

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ე.წ. შავ პარასკევს ტექნიკის მაღაზია Best Buy გაძარცვეს. CNN-ის ინფორმაციით, შენობაში, სულ მცირე, 30 ადამიანი შეიპარა. მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ და არც არავინ დაშავებულა.

28 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ქვემო ქართლში, 13 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2021, 09:59

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 261 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 261 066 272 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 195 232 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 48 202 463 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 776 536 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 ნოემბერი 2021, 09:46

კულტურა

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

28 ნოემბერი 2021, 09:40

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა.

28 ნოემბერი 2021, 09:22

მსოფლიო

სერბეთში, გარემოსდამცველებმა ხიდები და გზები გადაკეტეს

სერბეთის დედაქალაქსა და სხვა მრავალ ქალაქში ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხიდები და გზები ერთი საათით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ახალ კანონს, რომელიც ითვალისწინებს რეფერენდუმის ბარიერის დაწევას და კერძო საკუთრების დაჩქარებულ ექსპროპრიაციას, თუკი ეს საჯარო ინტერესად იქნება მიჩნეული.

28 ნოემბერი 2021, 08:56

საზოგადოება

ოზურგეთში 4 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშიცაა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით 4 ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან 3 ქალი და 1 ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო მცირეწლოვნი ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

28 ნოემბერი 2021, 08:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ბრიტანეთი სამოგზაურო წესებს ამკაცრებს და პირბადის ტარებას კვლავ სავალდებულოს ხდის

მომდევნო კვირიდან, ინგლისში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელებაა.