16 ოქტომბერი 2021, 23:58 / სანდო წყარო

ცესკომ თბილისში მერისა და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია მიიღებენ მონაწილეობას. დედაქალაქის საკრებულოს მანდატები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" – 19; „ნაციონალური მოძრაობა" – 13; „საქართველოსთვის“ – 4; „ლელო" – 2; ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – 1; ანა დოლიძე -„ხალხისთვის“ – 1.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე, 15 თვითმმართველ თემში. მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური იქნება 24 საარჩევნო ოლქშიც.

„ცესკოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზე მოდიფიცირებული, განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები იქნება გამოყენებული, ასევე განხორციელდება ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები კვლავ შეძლებენ, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია სპეციალური უბნები. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები”, - აცხადებენ ცესკოში.

მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 16:00

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთშიც დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, რომელიც ეგვიპტიდან დაბრუნდა.

27 ნოემბერი 2021, 15:53

სამართალი

ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში, ნახშირის მასა ჩამოიშალა - სავარაუდოდ, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

27 ნოემბერი 2021, 15:42

საზოგადოება

ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.

27 ნოემბერი 2021, 15:25

რეგიონი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:14

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰესენის მხარის სოციალურ საკითხთა მინისტრი კაი კლოზე ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:05

მსოფლიო

ბრიტანეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა - არის მსხვერპლი

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალმა „არვენმა“ ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი ადამიანი, რომელიც მასწავლებელი იყო, ანტრიმში, მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ხემ მოიყოლა კიდევ ერთი კაცი კამბრიაში. ისიც დაიღუპა.

27 ნოემბერი 2021, 14:44

სამართალი

ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა - შესაძლოა, საიტები Google-მაც შეზღუდოს

სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა. მოსალოდნელია, რომ მეკობრულ საიტებს Google-ის საძიებო სისტემაც შეზღუდავს.

27 ნოემბერი 2021, 14:25

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ენტონი ბლინკენის განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არის მოქმედებების დაწყების სიგნალი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებს გამოეხმაურა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2021, 14:15

COVID19

თამარ გაბუნია: ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ - ეს შტამი კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზია, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბრაიან ადამსი

27 ნოემბერი 2021, 14:01

COVID19

ბრაიან ადამსს კორონავირუსი ერთ თვეში მეორედ დაუდგინდა

კანადელ მუსიკოსსა და შემსრულებელს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. როგორც ხელოვანი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვირუსი იტალიაში, მილანის აეროპორტში აღმოაჩნდა.

ფრანკ ულრიხ მონტგომერი

27 ნოემბერი 2021, 13:34

COVID19

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 13:26

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ დარემში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიცაა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირებას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ასხლეტილი ტყვია მოხვდა და სამიზნე ის არ ყოფილა.

27 ნოემბერი 2021, 12:58

მსოფლიო

თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ანიმაციურ ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. მედიის ინფორმაციით, ინსპექტორებმა უკვე შეამოწმეს რამდენიმე ბაღი და იქ, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.

27 ნოემბერი 2021, 12:33

COVID19

ფარმაცევტული გიგანტები „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

ფარმაცევტული გიგანტები კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ირაკლი ჭიჭინაძე და ფრენკ აბელი

27 ნოემბერი 2021, 12:32

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა.

27 ნოემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს

მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება. ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

27 ნოემბერი 2021, 12:20

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.

ივანე ჩხაიძე

27 ნოემბერი 2021, 12:13

COVID19

ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე - „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა - „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

27 ნოემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

მექსიკაში ავარიას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მექსიკაში, სან ხოსე ელ გუარდაში ავტობუსი სახლს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20-მდე მგზავრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მგზავრები სალოცავისკენ მიემართებოდნენ, სამუხრუჯე სისტემის პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, ოფიციალურად, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.