16 ოქტომბერი 2021, 20:42 / სანდო წყარო

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენტები აქვს პატიმარ სააკაშვილთან

ვინ არის ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმეების პოლიტიკურ მოტივებზე წუხს და საქართველოს თავისუფლების გზას მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებაში ხედავს. ტელეკომპანის „იმედის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ყველაფერი 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც გლუკსმანი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას შემდეგ, 2012 წლამდე აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი, შესაბამისად, „ქართული ოცნებისადმი“ მისი განაწყენება გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რომ არ უყვარდა, ამის დასტურია ისიც, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოცემა ინდიფენდენტის ჟურნალისტს იმაში არწმუნებდა, რომ ოცნების ლიდერი პრორუსი იყო, თუმცა ამის საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდა და როგორც ჟურნალისტი შონ უოლკერი წერს, ძირითადად მისი ბრალდებები ვარაუდს ეყრდნობოდა. ახლა ევროპარლამენტში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარის სახელი, წარსულში საქართველოში გახმაურებულ საქმეებსაც უკავშირდება. მაგალითად, მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ მიტაცებული და მართული ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში მოდელირებულ ქრონიკებს უშვებდა. რჩევა, რომ იმედი უფრო პროვოკაციული უნდა ყოფილიყო, ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა სწორედ გლუკსმანისგან მიიღო. პატიმარ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება არაერთ საქმეს ედავება. მათ შორის არის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა. სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა ქალაქებში ვოიაჟებისთვის დახარჯული არამიზნობრივი თანხის რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია. როგორც დოკუმენტებიდან ვიგებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა არც ერთგული მრჩევლისთვის დაიშურა პატივისცემა. გლუკსმანის მომსახურება ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდა“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ევროპარლამენტის გამაყრუებელი სიჩუმის გარღვევის მცდელობა - ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გლუკსმანის გზავნილებს. მისი თქმით, სააკაშვილის დამცველის მცდელობა, ქართულ საზოგადოებაში აღქმა გააჩინოს, თითქოს მიუკერძოებელი ევროპარლამენტი სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, უსუსურია. მისივე თქმით, მრჩევლის გარდა გლუკსმანი სააკაშვილის პირადი მეგობარი იყო და გარკვეულ სქემებში იყო ჩართული. მმართველ პარტიაში მიუკერძოებელი ევროპარლამენტარის სტატუსს ამოფარებული სააკაშვილის მოკავშირის გზავნილები არ უკვირთ.

„გარდა იმისა, რომ გლუკსმანი კონკრეტულ თანამდებობზე მუშაობდა და ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა იმ ხელისუფლებისგან, ის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე იყო. შესაბამისად, ამ ფონზე გაუჭირდება შეუქმნას მოქალაქეებს განცდა, რომ მიუკერძოებელი ადამიანია და მიუკერძოებელ დასკვნებს აკეთებს, ამიტომ ცდილობს მოიფიქროს ისეთი არგუმენტები, რომელიც შექმნის ილუზიას, რომ ის არის ევროპარლამენტარი, თუმცა, მიკერძოებული“ - ამბობს უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი კი გლუკსმანს ურჩევს, „როდესაც გულანთებით გვერდში დგომას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს, ჩამოვიდეს საქართველოში და იმ ასეულ ათასობით ადამიანის გვერდში დადგეს, ვინც დაზარალდა და გარდაიცვალა“.

მისივე თქმით, ეს არის სუბიექტურად დაკავშირებული ერთი ინდივიდის პოზიცია და ვერ იქნება აღქმული, როგორც მთლიანად ევროკავშირის, თუ საქართველოს ნებისმიერი პარტნიორის პოზიცია.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ობიექტზე დაშვების წესები შეიცვალა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც არ არის რეგისტრირებული www.covidpass.moh.gov.ge ან CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში, ობიექტზე დაშვება შესაძლებელია სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტის (ელექტრონული ან ბეჭდური) წარდგენის შემდეგ (წამკითხველის გამოყენების გარეშე)

09 დეკემბერი 2021, 10:13

სამართალი

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

09 დეკემბერი 2021, 10:10

პოლიტიკა

„ჯეოქეისი“: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადებას უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად აქვეყნებს

ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები „ასოცირებული ტრიოს“ შექმნას მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 17 მაისს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი და 19 ივლისს სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიღებული პეტრას დეკლარაცია დასტურია ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონული ხედვის მეტად განვითარებისა.

09 დეკემბერი 2021, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

09 დეკემბერი 2021, 09:48

საზოგადოება

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ რვა პირს დღეს დაკრძალავენ

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. დღესვე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

09 დეკემბერი 2021, 09:42

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხი იქნება განხილული.

09 დეკემბერი 2021, 09:28

კულტურა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

ნინო წილოსანი

09 დეკემბერი 2021, 09:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით

როგორ ჩანს ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ამიტომ, ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით შერიგებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

09 დეკემბერი 2021, 09:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საფუძველი და წინაპირობა შერიგების იდეას არ გააჩნია

რაც არ უნდა კეთილშობილურად გამოიყურებოდეს შერიგების იდეა თუ შემოთავაზება ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 09:04

ეკონომიკა

ნათია თურნავამ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში​ მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემაც ენერგეტიკული პროექტების რისკის შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იყო.

09 დეკემბერი 2021, 09:01

COVID19

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გურჯაანი ვაქცინაციის საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული. უკვე მესამე კვირაა იმუნიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტიანობის შესახებ აწვდის ამომწურავ ინფორმაცია.

ივანე ჩხაიძე

09 დეკემბერი 2021, 08:54

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ

ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. 25 ნოემბერს თუ მსოფლიოს 5-6 ქვეყანაში იყო გამოვლენილი, პრაქტიკულად 2 კირის შემდეგ უკვე 52 ქვეყანაში ფიქსირდება ეს ახალი მუტაცია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

09 დეკემბერი 2021, 08:45

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ნატო რუსეთთან მიმართებით აშკარად კონფრონტაციულ ხაზს ატარებს

ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს მისთვის მისაღები საშუალება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამან სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ძირი არ უნდა გამოუთხაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ჩვენ არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება უკრაინაში შესაბამისი სამხედრო კონტინგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განლაგება. სამწუხაროდ, ნატო რუსეთთან მიმართებით აშკარად კონფრონტაციულ ხაზს ატარებს“, - აღნიშნა აღნიშნა პუტინმა.

ნინო გოგორიშვილი

09 დეკემბერი 2021, 08:38

სამართალი

მკურნალი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს უფრო სუსტად მიიჩნევს

ნინო გოგორიშვილმა, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჟურნალიტებთან შეაფასა. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ობიექტური მონაცემები დიდად არ განსხვავდება წინა სასამართლო სხდომის დროინდელისგან. თვითონ უფრო სუსტად მიიჩნევს თავს. წნევის პრობლემა იყო გუშინ, რადგან იყო აღელვებული, დღეს ეს პრობლემა აღარა იყო“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ლაშა დარსალია

09 დეკემბერი 2021, 08:30

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებების სხვა რაუნდების მსგავსად, სამწუხაროდ, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა

ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა და მოლაპარაკების პროცესი აღარ გაგრძელდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

09 დეკემბერი 2021, 08:23

COVID19

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების თანახმად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კვლავაც მთავარი ადგილია, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

09 დეკემბერი 2021, 08:11

პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეხვედრაში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

09 დეკემბერი 2021, 08:06

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

09 დეკემბერი 2021, 08:00

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენი

09 დეკემბერი 2021, 02:06

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.