imedi /  19 ოქტომბერი 2021, 12:58 / სანდო წყარო

The Washington Post: აშშ საქართველოსთან გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს აფართოებს, მაშინ როდესაც რეგიონში რუსეთის წნეხი უფრო მეტად ცხადი და თვალსაჩინო ხდება

ჯუანშერ ბურჭულაძე
ლოიდ ოსტინი

ჯუანშერ ბურჭულაძე
ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს და მის შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან გავლენიანი გამოცემა The Washington Post-ი ეხმიანება.

სტატიის ავტორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს აფართოებს, მაშინ როდესაც რეგიონში რუსეთის წნეხი უფრო მეტად ცხადი და თვალსაჩინო ხდება.

ავტორი ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს მიმოიხილავს და წერს, რომ ორშაბათს ქართველ კოლეგასთან უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითაც მოკავშირეთა პირადი შემადგენლობების სწავლების სფეროში შეერთებული შტატების ძალისხმევა გაფართოვდა და ეს მაშინ, როდესაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მუქარა ნათელი ხდება.

ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ საქართვლოში, უკრაინასა და რუმინეთში მისი დაგეგმილი ვიზიტები იმ საქმის „აღიარებისა და რწმუნების“ აქტი იქნება, რომელსაც ყველა ეს ქვეყანა ახორციელებს ალიანსის მისიებში - განსაკუთრებით ავღანეთში. (საქართველო და უკრაინა არ არიან ალიანსის წევრები, თუმცა ავღანეთის მისიაში მაინც მონაწილეობდნენ).

ეს ვიზიტი შეუმცდარი პასუხია რუსეთის მხრიდან რეგიონში გაზრდილ აგრესიაზე და ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, ბრიუსელში დეტალურად განსახილველ საკითხებს შორის. ავტორის თქმით, ლოიდ ოსტინის ტურნე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე მოსამზადებელ პერიოდში თბილისში ვიზიტით დაიწყო შავი ზღვის სამ ქვეყანაში. ბრიუსელში კი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა გაიმართება თავდაცვის მინისტრებთან.

„შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას და შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოების მცდელობებს, რაც სამხედრო იძულებისა და მავნე ქმედებების სახით ხორციელდება“, - განაცხადა ოსტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.

„ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია იმ ხედვის სრული რეალიზებისთვის, რომელიც გაგვაჩნია ევროპის მიმართ, სადაც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა გვესახება“.

ავტორის თქმით, რუსეთი რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თავის მისიას ხურავს. ალიანსსა და მოსკოვს შორის წინააღმდეგობამ ბოლო თვეებში მკვეთრად იმატა. რუსეთმა დაბალ სიმაღლეზე გამაფრთხილებელი ფრენები განახორციელა და შავ ზღვაში მცურავ დასავლეთის ხომალდებს გადაუფრინა, რისთვისაც ყირიმში თავისი ბაზები გამოიყენა. ყირიმი ის ტერიტორიაა, რომელიც უკრაინისგან 2014 წელს იქნა ანექსირებული. გამაფრთხილებელი ფრენები ალიანსის მიერ უკრაინის სამხედროებისთვის ჩატარებული წვრთნების დროს განხორციელდა და მიზნად ისახავდა სროლებისთვის ზღვაში არსებული ობიექტების მიზანში ამოღებას.

ორშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ბრიუსელში არსებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციაში თავის მუდმივმოქმედ მისიას დახურავდა და მოსკოვში ალიანსის დელეგაციას აკრედიტაციას გაუუქმებდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ალიანსმა რამდენიმე რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. „თვალი თვალის წილ“ მიდგომა მოჰყვა მოსკოვის მცდელობას, სარგებელი მიეღო ნაუცბათევად დასრულებული ავღანეთის ომისგან, თან იმის მტკიცებით, რომ შეერთებული შტატები სანდო მოკავშირე არ ყოფილა.
ორშაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ისეთი ძლიერი და მრავალმხრივი არასდროს ყოფილა, როგორიც დღესაა“. ბურჭულაძის თქმით, ქვეყანა ამაყობს, რომ მისი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად და „მზად არიან, თუ საჭირო გახდა, მონაწილეობა მიიღონ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საერთაშორისო მისიებში“.

ავტორის თქმით, ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების გახანგრძლივებას მხარს უჭერს, რადგან ორივე ქვეყანა ტრამპის დროს კიევით შეპყრობილობის ფაზიდან გამოდიან.

ავტორი წერს, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთისგან ან რუსეთის ზურგით მოქმედი სეპარატისტებისგან მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან. ისინი იმედებს ამყარებენ, რომ ალიანსის ეგიდით დასრულებულ მისიებში მათი მონაწილეობა ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარებათ.

ორშაბათს აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სახელწოდებაა „საქართველოს თავდაცვისა და მტრის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივა“. როგორც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, შეთანხმება მიზნად ისახავს 2018 წელს დაწყებული სასწავლო პროგრამის ლოგიკურ გაგრძელებას და აქცენტს აკეთებს ქვეყნის თავდაცვის უწყებების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებას.

სტატიის ავტორი ამერიკელ თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მოლოდინით პარტნიორობა დაახლოებით 6 წელს გაგრძელდება. თავად პროგრამა ძირითადად საქართველოს ტერიტორიების დაცვაზეა აქცენტირებული, თუმცა შეიძლება მეტში გადაიზარდოს და ის საკითხებიც მოიცვას, რასაც ოფიციალური პირები ჰიბრიდულ საფრთხეებად მოიხსენიებენ.

„ოკუპაცია ყოველდღიური პროცესია, შესაძლოა ბოლო პერიოდში ოკუპაციის სხვა მეთოდების მომსწრენიც გავხდით, მომდევნო კვირას კიბერთავდასხმის მსხვერპლიც შეიძლება გავხდეთ. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ავტორის თქმით, საქართველომ 2008 წელს თავისი ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტზე დაკარგა კონტროლი, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების დახმარებით ორმა სეპარატისტულმა რესპუბლიკამ - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა - ავტონომია გამოაცხადეს. უკრაინას მსგავსი გამოცდილება 2014 წელს გადახდა თავს, როდესაც რუსეთის ზურგით მოქმედმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთით ომი გააჩაღეს კიევში მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ.

ალიანსის წევრი სახელმწიფოები პასუხისმგებლობას იღებენ ერთმანეთის დაცვაზე. ეს დათქმა ალიანსის ქარტიაშია მითითებული, თუმცა მას მხოლოდ ერთხელ მიმართეს ალიანსის 72-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს მოხდა ავღანეთში ომის დასაწყებად, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს შეტევა განხორციელდა შეერთებული შტატების მიმართ.

სტატიის ავტორი აშშ-ის თავდაცვის მდივნის რუმინეთში ვიზიტსაც მიმოიხილავს და ამერიკელ თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ოსტინის ვიზიტების განრიგში რუმინეთის ჩართვა მიზნად შემდეგი გზავნილის გაჟღერებას ისახავდა: აი, როგორი კარგი და სამაგალითო პარტნიორები ჰყავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. რუმინეთი ალიანსში 2004 წელს გაწევრიანდა.

ავტორი წერს, რომ რუმინეთსა და საქართველოს 2014 წლის შემდეგ არ უმასპინძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნისთვის. ოსტინის ვიზიტი ისტორიულია უკრაინაშიც. იქ ამერიკის თავდაცვის მდივანი პირველად 2017 წელს იმყოფებოდა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:58

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ - ასეთია ტრანსპორტი

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:40

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2021, 11:22

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

05 დეკემბერი 2021, 11:11

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 413-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 234 180 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 10:57

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე: იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია, რომ პროცესი დაიძრა

პირველი დეკემბრიდან, სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით დავიწყეთ მწვანე პასპორტის გამოყენება. ჯერჯერობით, ჩვენი მონიტორინგი მეტად მხარდამჭერი ხასიათის იყო, რადგან, მნიშვნელოვანია დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდეგ - მითითება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია ის, რომ პროცესი დაიძრა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში.

05 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,04%-ია

5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,04%, ბოლო 14 დღეში - 8,63%, ხოლო 7 დღეში - 8,33%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

რომის პაპი ფრანცისკე

05 დეკემბერი 2021, 10:42

მსოფლიო

რომის პაპი საბერძნეთში მცხოვრებ მიგრანტებსა და ლტოლვილებს შეხვდება

რომის პაპი, კუნძულ ლესბოსზე, დროებით მიმღებ ცენტრში, მიგრანტებსა და ლტოლვილებს შეხვდება. მავროვუნის ბანაკს თავს 2 300-მდე ადამიანი აფარებს. მათი უმეტესობა ავღანელია. ბანაკში მცხოვრები კათოლიკეები პაპის დაგეგმილ ვიზიტს იმედით ელიან.

05 დეკემბერი 2021, 10:35

სამართალი

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია. ვიდეო

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს.

05 დეკემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ოზურგეთში, 300 შშმ პირს სასურსათო პროდუქტები გადასცეს

გურიაში მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა გრძელდება. ამჯერად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, 300 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდა.

05 დეკემბერი 2021, 10:04

სპორტი

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მშვილდოსნობის ფედერაციასთან გამართეს.

05 დეკემბერი 2021, 10:00

მსოფლიო

საფრანგეთმა ავღანეთიდან 300-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა

საფრანგეთმა ავღანეთში საევაკუაციო მისია ჩაატარა და ქვეყნიდან 258 ავღანელი, 11 ფრანგი, 60-მდე ჰოლანდიელი და სხვა ეროვნების ადამიანთა ჯერჯერობით დაუზუსტებელი რაოდენობა გაიყვანა.

05 დეკემბერი 2021, 09:44

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევას 13 ადამინი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ვულკანის გააქტიურების შემდეგ, ჩაინგრა ხიდი, რომელიც ადგილობრივებს მეზობელ დასახლებასთან (Lumajang) აკავშირებდა. ამას მოსახლეობის პანიკა მოჰყვა.

05 დეკემბერი 2021, 09:31

მსოფლიო

მედია: აზერბაიჯანმა სომხეთს 10-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადასცა

ყარაბაღის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს 10-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადასცა. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, ჯარისკაცები 16 ნოემბერს დააკავეს და მათ გათავისუფლებაში შუამავლის როლი რუსეთმა შეასრულა.

05 დეკემბერი 2021, 09:13

მსოფლიო

პაკისტანში დააკავეს 120-მდე ადამიანი, ვინც, წინასწარმეტყველ მუჰამედის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის, ადამიანი ჩაქოლა და ცხედარი საჯაროდ დაწვა

პაკისტანში 118 ადამიანი დააკავეს. გამოძიება მათ ტერორიზმს ედავება. საქმე ეხება სამკერვალო ფაბრიკის მენეჯერის, შრი-ლანკელი კაცის ლინჩის წესით გასამართლებას. შემთხვევა 3 დეკემბერს, პენჯაბის პროვინციაში, ქალაქ სიალკოტში ​მოხდა. 100-ზე მეტმა ადამიანმა სამკერვალოს მენეჯერს ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი, მისი სხეული საჯაროდ დაწვა.

05 დეკემბერი 2021, 08:51

მსოფლიო

იტალიაში, საბაგიროს ავარიის ერთადერთი გადარჩენილი, 6 წლის ბავშვი ისრაელიდან კვლავ იტალიაში დააბრუნეს

ლაგო-მაჯორეს ტბისა და მთის დამაკავშირებელი საბაგიროს ავარიის ერთადერთი გადარჩენილი, 6 წლის ბავშვი ისრაელიდან იტალიაში დააბრუნეს. იტალიის პროკურატურამ დაადგინა, რომ ბავშვი დაღუპული დედის მამამ უკანონოდ, მეურვის თანხმობის გარეშე წაიყვანა ისრაელში.

ენდრიუ და კრის ქუომოები 2018 წელს, ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე

05 დეკემბერი 2021, 08:29

მსოფლიო

CNN-ის წამყვანი პოლიტიკოსი ძმის დახმარებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

CNN-მა ცნობილი წამყვანი, კრის ქუომო სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზი პოლიტიკოსი ძმის - ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს დახმარებაა. CNN-ი განმარტავს, რომ წამყვანი, მაშინ, როცა მისი უფროსი ძმის მიერ ქალების შევიწროებაზე გავრცელდა ბრალდებები, ცდილობდა, ის დაეცვა, რისთვისაც საკუთარ სამსახურეობრივ პოზიციას იყენებდა.

05 დეკემბერი 2021, 08:03

სამართალი

პოლიციამ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი არასრულწლოვანი

წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი 2004 წელს დაბადებული პ.ვ. თბილისში დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.