imedi /  20 ოქტომბერი 2021, 13:46 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა მოლაპარაკებების ბოლო, 54-ე რაუნდზე გადაუდებელ საკითხებზე სამუშაო ქვეჯგუფების შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ხელშესახები შედეგები დადგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილთა დაბრუნების და გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე და ამ პროცესში თანათავმჯდომარეების როლი გადამწყვეტია.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამს და აქტიურად მუშაობს ერთიანი ეროვნული მიდგომის და ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. პრემიერ-მინისტრი ტოივო კლაარს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,06%-ია

7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 7,06%, ბოლო 14 დღის - 8,22%, ბოლო 7 დღის - 7,91%

09 დეკემბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4145 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

09 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი, რომელიც ბიჭის დაკარგვის დროს, თეთრი იყო

09 დეკემბერი 2021, 10:43

მსოფლიო

აშშ-ში 45 წლის წინ დაკარგული ბიჭის ავტომობილი და, სავარაუდოდ, მისი ძვლები იპოვეს

აშშ-ში 1976 წელს გაუჩინარებული 22 წლის სტუდენტის, კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი იპოვეს. ის სახლიდან, ჯორჯიის შტატიდან, ალაბამაში მდებარე უნივერსიტეტისკენ საკუთარი ავტომობილით, Ford Pinto-თი მიემგზავრებოდა, თუმცა, ამ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. მშობლებმა პოლიციას 1976 წლის 27 იანვარს მიმართეს და ძებნა გამოცხადდა.

09 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ობიექტზე დაშვების წესები შეიცვალა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც არ არის რეგისტრირებული www.covidpass.moh.gov.ge ან CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში, ობიექტზე დაშვება შესაძლებელია სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტის (ელექტრონული ან ბეჭდური) წარდგენის შემდეგ (წამკითხველის გამოყენების გარეშე)

09 დეკემბერი 2021, 10:13

სამართალი

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

09 დეკემბერი 2021, 10:10

პოლიტიკა

„ჯეოქეისი“: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადებას უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად აქვეყნებს

ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები „ასოცირებული ტრიოს“ შექმნას მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 17 მაისს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი და 19 ივლისს სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიღებული პეტრას დეკლარაცია დასტურია ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონული ხედვის მეტად განვითარებისა.

09 დეკემბერი 2021, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

09 დეკემბერი 2021, 09:48

საზოგადოება

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ რვა პირს დღეს დაკრძალავენ

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. დღესვე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

09 დეკემბერი 2021, 09:42

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხი იქნება განხილული.

09 დეკემბერი 2021, 09:28

კულტურა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

ნინო წილოსანი

09 დეკემბერი 2021, 09:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით

როგორ ჩანს ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ამიტომ, ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით შერიგებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

09 დეკემბერი 2021, 09:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საფუძველი და წინაპირობა შერიგების იდეას არ გააჩნია

რაც არ უნდა კეთილშობილურად გამოიყურებოდეს შერიგების იდეა თუ შემოთავაზება ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 09:04

ეკონომიკა

ნათია თურნავამ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში​ მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემაც ენერგეტიკული პროექტების რისკის შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იყო.

09 დეკემბერი 2021, 09:01

COVID19

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გურჯაანი ვაქცინაციის საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული. უკვე მესამე კვირაა იმუნიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტიანობის შესახებ აწვდის ამომწურავ ინფორმაცია.

ივანე ჩხაიძე

09 დეკემბერი 2021, 08:54

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ

ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. 25 ნოემბერს თუ მსოფლიოს 5-6 ქვეყანაში იყო გამოვლენილი, პრაქტიკულად 2 კირის შემდეგ უკვე 52 ქვეყანაში ფიქსირდება ეს ახალი მუტაცია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

09 დეკემბერი 2021, 08:45

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ნატო რუსეთთან მიმართებით აშკარად კონფრონტაციულ ხაზს ატარებს

ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს მისთვის მისაღები საშუალება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამან სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ძირი არ უნდა გამოუთხაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ჩვენ არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება უკრაინაში შესაბამისი სამხედრო კონტინგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განლაგება. სამწუხაროდ, ნატო რუსეთთან მიმართებით აშკარად კონფრონტაციულ ხაზს ატარებს“, - აღნიშნა აღნიშნა პუტინმა.

ნინო გოგორიშვილი

09 დეკემბერი 2021, 08:38

სამართალი

მკურნალი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს უფრო სუსტად მიიჩნევს

ნინო გოგორიშვილმა, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჟურნალიტებთან შეაფასა. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ობიექტური მონაცემები დიდად არ განსხვავდება წინა სასამართლო სხდომის დროინდელისგან. თვითონ უფრო სუსტად მიიჩნევს თავს. წნევის პრობლემა იყო გუშინ, რადგან იყო აღელვებული, დღეს ეს პრობლემა აღარა იყო“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ლაშა დარსალია

09 დეკემბერი 2021, 08:30

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებების სხვა რაუნდების მსგავსად, სამწუხაროდ, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა

ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა და მოლაპარაკების პროცესი აღარ გაგრძელდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

09 დეკემბერი 2021, 08:23

COVID19

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების თანახმად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კვლავაც მთავარი ადგილია, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.