IMEDI /  23 ოქტომბერი 2021, 23:51 / სანდო წყარო

მამუკა არეშიძე: პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამო, ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები ყურადღების მიღმაა, მაგალითად გალში ქართული სკოლების საბოლოოდ დახურვა

მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძე

კოჰაბიტაციის უმახინჯესმა ფორმამ და ბევრმა სხვა ნიუანსმა, ასევე იმან, რომ საბოლოო ჯამში სამართლიანობა არ აღდგა, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორიენტირებულია ამ „პოლიტიკური იწილო-ბიწილოს“ თემაზე, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ამის გამო უმნიშვნელოვანესი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება. „ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ დაგვატყდა თავს. მაგალითად, გალში ქართული სკოლების საბოლოოდ დახურვა. იქ მიდის „დექართველიზაციის“ ძალიან აქტუალური პროცესი. თქვენ თუ გსმენიათ, რომ იგივე მედიაშიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თუ იყო საუბარი. ან საუბარი ყოფილიყო იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რა შეღავათებია მათთვის. ვიცი, რომ სახელმწიფო მათ ეხმარებათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების თვალსაზრისით, მაგრამ აქ ხომ „დექართველიზაციისპროცესზეა ლაპარაკი. ასევე მეორე კონფლიქტური რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ესეც მიტოვებული თემაა და საზოგადოების ყურადღების მიღმაა. ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ახლა ვამბობ, იმ თვალსაზრისით, რომ ერთია რას აკეთებს ხელისუფლება და მეორეა, რომ საზოგადოებისთვის და ახალგაზრდობისთვის ეს თემები უკვე მნიშვნელოვანი აღარაა, იმიტომ, რომ სხვა რამითაა მუდმივად გადაფარული“, -აღნიშნა არეშიძემ.

ექსპერტმა ბოლო დროს აღმოსავლეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. „ასევეა რეგიონალური პოლიტიკა. რეგიონში იცვლება როგორც პოლიტიკური სურათი, ისე გეოსტრატეგიული დამოკიდებულება ქვეყნებისა. პრაქტიკულად ვხედავთ, რომ ჩვენ რეგიონში დღეს 100 წლის წინ წასული თურქეთი ისევ დაბრუნდა. ახლა ირანი ითხოვს დაბრუნებას. სურათები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, განსაკუთრებით ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ დიდ კავკასიურ პოლიტიკურ სურათს, რომ ბევრი გამოწვევა და რისკი გაჩნდა ჩვენთვის და ამაზე საზოგადოების რეაგირება არ ხდება, რადგან საზოგადოება ამას ვერ აღიქვამს. იგივე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები ერევანში, ბაქოსა და ანკარაში მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ დღეს ჩვენთან მთავარია ვინ შევა პოლიტიკაში და ვინ გამოვა“, - აღნიშნა არეშიძემ.

ყველა სიახლე

იგი პოპი

05 დეკემბერი 2021, 18:41

ტაბლოიდი

Pirelli-ს 2022 წლის კალენდრისთვის ფოტოები ბრაიან ადამსმა გადაიღო

„ბოლო 45 წელი სწორედ გზაში გავატარე, რადგან მუსიკოსის ცხოვრება გზების, მოგზაურობის, სასტუმროებსა და კულისებში საათობით ლოდინისგან შედგება“, - ამბობს ადამსი.

დონალდ ტრამპი თითი ცაში

05 დეკემბერი 2021, 18:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპის კომპანიამ სოციალური ქსელის შესაქმნელად მილიარდი დოლარი მიიღო

„ერთი მილიარდი დოლარი მნიშვნელოვანი სიგნალია დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, იმის შესახებ, რომ ცენზურასა და პოლიტიკურ დისკრიმინაციას ბოლო უნდა მოეღოს. ამერიკა მზად არის Truth Social-ისთვის - პლატფორმისთვის, რომელიც არ განახორციელებს დისკრიმინაციას პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

05 დეკემბერი 2021, 17:40

რეგიონი

სოფელ ციხისძირის მოსახლეობა ტერიტორიაზე მანდარინის დაყრას აპროტესტებს

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულის გამო მათ მძაფრი სუნი აწუხებთ. ისინი პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.

ნინო გოგორიშვილი

05 დეკემბერი 2021, 17:38

საზოგადოება

ნინო გოგორიშვილი სააკაშვილზე: კოვიდის გადატანის შემდეგ დანიშნული ჰქონდა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები, ბატონ მიხეილს მაღალი დოზა არცერთხელ არ მიუღია

ექიმის ინფორმაციით, ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება ექს პრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში, გადის ძალიან მაღალ წნეხს, რომ ამ მედიკამენტს არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენა და არ ავნოს მის ჯანმრთელობას. გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა 2020 წელს გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის პრობლემები და დანიშნული ჰქონდა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.

კელი დეგნანი

05 დეკემბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

კელი დეგნანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვებს სამედიცინო ექსპერტებმა უნდა უპასუხონ

„ამ საკითხზე ალბათ იმ სამედიცინო ექსპერტებმა უნდა უპასუხონ, ვინც ამ პროცესში არიან ჩართულები. მოგეხსენებათ, არის შექმნილი ჯგუფი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს. მათ უკეთ იციან და შეუძლიათ შეაფასონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისი საჭიროებები. ეს მათი პრეროგატივაა“, - განაცხადა დეგნანმა.

05 დეკემბერი 2021, 17:18

საზოგადოება

ღამის კლუბების დამფუძნებლები მუშაობის უსაფრთხო პროტოკოლის შემუშავებას ელოდებიან, რათა მუშაობა განაახლონ

ღამის კლუბების დამფუძნებლები მუშაობის უსაფრთხო პროტოკოლის შემუშავებას ელოდებიან, რომელიც შრომის ინსპექციამ მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა გამოაქვეყნოს. კლუბების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ მუშაობის განახლების გადაწყვეტილებას.

05 დეკემბერი 2021, 17:12

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალურ ტექნიკა გადასცა

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.

05 დეკემბერი 2021, 16:55

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Myway Airlines-ის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს დეზინფორმაციულს უწოდებს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე უწყების გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

05 დეკემბერი 2021, 16:29

სამართალი

ადვოკატის თქმით, თბილისში, მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს

თბილისში, სანზონაში, არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლ.ი. ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მეუფე ნიკოლოზი

05 დეკემბერი 2021, 15:58

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 2-საათიანი ლოცვა წაუკითხა და ზეთი აცხო

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც შეხვედრის შემდეგ მან მედიას უთხრა, ექსპრეზიდენტს ზეთი აცხო.

კელი დეგნანი

05 დეკემბერი 2021, 15:37

პოლიტიკა

კელი დეგნანი: პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ - ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს

„პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებები არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ მეტი პარტია, მრავალფეროვანი აზრი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანი.

05 დეკემბერი 2021, 15:31

რეგიონი

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

05 დეკემბერი 2021, 15:13

ტაბლოიდი

ინდოელმა ქალმა, რომელიც მცირე ასაკში გაათხოვეს და განათლება ვერ მიიღო, წერა-კითხვა 104 წლისამ ისწავლა

სამხრეთ ინდოეთში მცხოვრებმა ქალმა, რომელიც მშობლებმა 16 წლის ასაკში გაათხოვეს, გადაწყვიტა, ოცნება აესრულებინა და წერა-კითხვა ესწავლა. როგორც 104 წლის ქალი ჰყვება, ყოველთვის, როცა ანბანს ხედავდა, სურდა, მისი წაკითხვაც შეძლებოდა, თუმცა, მცირე ასაკში დაოჯახების გამო, განათლების მიღება ვეღარ შეძლო და ათობით წელი ოჯახზე ზრუნვას შეალია.

ჯეი ჯეი ფილიპსი

05 დეკემბერი 2021, 14:41

COVID19

ამერიკული „ნიჭიერის“ ვარსკვლავი ჯეი ჯეი ფილიპსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ოჯახის წევრების თქმით, ის ნოემბრის ბოლოს, მადლიერების კვირის განმავლობაში დაინფიცირდა და მიუხედავად მათი მოწოდებისა, საავადმყოფოში ემკურნალა, სახლში ყოფნა არჩია. „უბრალოდ, გამოძინება მჭირდება“, - უთხრა მან ოჯახის წევრებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

მაია ჩხაიძე

05 დეკემბერი 2021, 14:26

COVID19

მაია ჩხაიძე „ომიკრონის“ შტამზე: ალბათ, კარგს არ უნდა ველოდოთ - გადამდებლობა მაღალი იქნება

„უკვე ევროპაშიც არის შემთხვევები. ვიცით, რომ 40 წლამდე ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. კარგს ალბათ არ უნდა ველოდოთ იმ მხრივ, რომ გადამდებლობა იქნება მაღალი, - ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას განაცხადა.

სოფო ებრალიძე

05 დეკემბერი 2021, 14:25

სამართალი

კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი: ორშაბათიდან სამართლებრივ დავას ვიწყებთ - გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე დალუქვის საკითხს

კლუბ „ხიდის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და ხვალიდან სამართლებრივ დავას იწყებენ.

მაია მიქია

05 დეკემბერი 2021, 14:18

სამართალი

მაია მიქაია კლუბ „ხიდზე“: გაფრთხილების მიუხედავად, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე მასობრივი გასართობი ღონისძიება დახვდათ, რაც დადგენილებითაა აკრძალული

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქიამ მედიასთან განმარტა, თუ რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი. „კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან. სხვა შემთხვევაში, იქნებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გამოყენებული“.

მერაბ ქვარაია

05 დეკემბერი 2021, 14:02

საზოგადოება

სიღნაღში ფერმერები საძოვრების ხელმსაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ

კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმსაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

05 დეკემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

კენიაში, ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპული 20-ზე მეტი ადამიანიდან 4 ბავშვია

კენიაში, ქალაქ მვინგში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 ბავშვია. ტრანსპორტი საეკლესიო გუნდის მგალობლებს ჰყავდათ დაქირავებული. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ბოლოდროინდელი უხვი ნალექის გამო, ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული.

05 დეკემბერი 2021, 13:29

მსოფლიო

მექსიკაში, სატვირთო ავტომობილში, 200-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პუებლას შტატში, სატვირთო ავტომობილში 210 მიგრანტი იპოვეს.