imedi /  26 ოქტომბერი 2021, 16:11 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: სად სააკაშვილი და სად პედიატრი კომაროვსკი, მხოლოდ პედიატრიული პრაქტიკით რომ იყოს ცნობილი კომაროვსკი - ჯანდაბას, ის წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს რუსეთში და ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად არ თვლის

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასააეჩევნო პერიოდში, ექიმი კომაროვსკი ჯერ შედიოდა მის მომხრეთა ბანაკში, ხოლო შემდგომ მალევე გამოვიდა იქიდან, ისე არ გამოვიდეს, რომ ტუსაღმა სააკაშვილმა ზელენსკიზე იმითაც იძიოს შური, რომ ამჟამად საქართველო აქციოს ზელენსკის მოწინააღმდეგეთა თავშესაფარ პლაცდარმად:

„ეს ხალხი დატვირთეთ, რაც შეიძლება!“ - იტყოდა ალბათ ვაჟა ზაზაევიჩი მიშას ადვოკატებზე, ყოველ შემთხვევაში, ესენიც თუ ჩემი „შთაგონების წყაროები“ გახდებოდნენ, ვერც კი წარმოვიდგენდი. მაშ ასე: „ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში, ასევე, ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ვეტერინარიც მედიკოსია პრინციპში, ოღონდ პირუტყვის და კომაროვსკიც მედიკოსია - ოღონდ პედიატრი, რაც ასე მორცხვად დაუმალა „პაციენტის“ ჭირისუფლებს გელხაურმა. სხვათა შორის, ბავშვთა ენურეზის სფეროში განთქმული სპეციალისტია - აქედან გასაგები ხდება მიშასთვის ლეიბების ხშირი გამოცვლის აკვიატებული თემა. კომაროვსკი ასევე ცნობილია ნაყინის პოპულარიზაციის თემატიკით (https://vm.ru/.../800150-komarovskij-obuyasnil-kak-s...) და როგორც ჩანს, კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება თაფლის თერაპიის, „მაროჟნის“ თერაპიით ჩანაცვლების თაობაზე.

მაგრამ მხოლოდ პედიატრიული პრაქტიკით რომ იყოს ცნობილი კომაროვსკი - ჯანდაბას. როგორც ჩანს, მიშას უკრაინიდან იქაური მეხუთე კოლონის აქტივისტები ჩამოყავს ნელ-ნელა საქართველოში. ექიმი კომაროვსკი საკუთარ ქვეყანაში ცნობილია, როგორც ე.წ. „უკრაინიზაციისა“ და საკუთარ სამშობლოში უკრაინული ენის სავალდებულო ცოდნის ხისტი მოწინააღმდეგე.

ექიმი კომაროვსკი წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს რუსეთში, სადაც გარდა პედიატრიული პრაქტიკისა, იგი საგანმანათლებლო საქმიანობითაც არის დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე, რას ინატრებდით - მან უპასუხა: „პუტინთან ერთად სათევზაოდ წასვლას, სადაც დონბასის საკითხებსაც მოვაგვარებდით“.

ნიშანდობლივია, რომ ექიმი კომაროვსკი არ თვლის ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად - ასე რომ გასაგებია, „როგორ“ მოაგვარებდნენ ისინი დონბასის პრობლემას. ჩვენთვის კი საკითხავი სულ სხვა რამ არის - რა „თევზის დასაჭერად“ ჩამოდის იგი ამჟამად უკვე საქართველოში?

იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასააეჩევნო პერიოდში, ექიმი კომაროვსკი ჯერ შედიოდა მის მომხრეთა ბანაკში, ხოლო შემდგომ მალევე გამოვიდა იქიდან - ისე არ გამოვიდეს, რომ ტუსაღმა სააკაშვილმა ზელენსკიზე იმითაც იძიოს შური, რომ ამჟამად საქართველო აქციოს ზელენსკის მოწინააღმდეგეთა თავშესაფარ პლაცდარმად. ისევე, როგორც სამწუხაროდ, ზელენსკიმ აქცია სულ ახლო წარსულში უკრაინა - საქართველოს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ტერორისტთა თავშესაფარად. „შემთხვევითი“ არაა, რომ ორიოდე დღის წინ სააკაშვილის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, ცნობილმა ტელეჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ასევე გაასწორა მიწასთან ზელენსკი, ხოლო ერთი კვირის წინ პირველად გააკრიტიკა უკრაინის მისწრაფება ევროკავშირისკენ.
ანუ რა ხდება? ჩვენი მეხუთე კოლონა აღარ გვყოფნის და ამჟამად უკრაინული სანაგვეც შემოვიერთოთ. თუ სასწრაფოდ მივიღოთ „პოლიტიკური ნარჩენების კოდექსი“ და მისით ვიხელმძღვანელოთ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 11:36

საზოგადოება

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „ კორტები“ უზრუნველყოფს

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:28

საზოგადოება

კახა კალაძე: შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება

„შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თამარ არჩუაძე

09 დეკემბერი 2021, 11:27

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

09 დეკემბერი 2021, 11:17

COVID19

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა.

09 დეკემბერი 2021, 11:17

თემა

მსოფლიო „ომიკრონით“ გამოწვეულ პირველ დანაკარგს ითვლის. კორონავირუსის ახალმა შტამმა ეკონომიკა უკვე დააზარალა

მსოფლიომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ თითქმის არაფერი იცის და “ომიკრონმა“ ადამიანების კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა. COVID-19-ის ახალმა შტამმა გააქრო შეგრძნება, რომ ყველაზე ცუდი დასრულდა და ამით კოროვირუსული პანდემიის ორი წლის შემდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესიც შეანელა. რას ნიშნავს ეს და რა ზარალზეა საუბარი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხები BBC-მ გასცა.

09 დეკემბერი 2021, 11:15

თავდაცვა

თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ედვარდ ვაუჰანი დაესწრო.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძის ინიციატივით, გამგეობებსა და თბილისის მერიაში, კვირაში 2 დღე მოქალაქეებთან შეხვედრებს დაეთმობა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე დაუთმონ მოქალაქეებთან შეხვედრას. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეიძლება ბევრისთვის მერობა ან დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არის თბილისელების მსახურება

დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ქალაქის მართვის 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ 4 წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემსახურა ამ ქალაქისთვის. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

09 დეკემბერი 2021, 10:58

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს საბინ ტიეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრე რეიშარდტს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 დეკემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

09 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 253 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

09 დეკემბერი 2021, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 660-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 276 478 აცრა გაკეთდა.

09 დეკემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,06%-ია

7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 7,06%, ბოლო 14 დღის - 8,22%, ბოლო 7 დღის - 7,91%

09 დეკემბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4145 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

09 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი, რომელიც ბიჭის დაკარგვის დროს, თეთრი იყო

09 დეკემბერი 2021, 10:43

მსოფლიო

აშშ-ში 45 წლის წინ დაკარგული ბიჭის ავტომობილი და, სავარაუდოდ, მისი ძვლები იპოვეს

აშშ-ში 1976 წელს გაუჩინარებული 22 წლის სტუდენტის, კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი იპოვეს. ის სახლიდან, ჯორჯიის შტატიდან, ალაბამაში მდებარე უნივერსიტეტისკენ საკუთარი ავტომობილით, Ford Pinto-თი მიემგზავრებოდა, თუმცა, ამ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. მშობლებმა პოლიციას 1976 წლის 27 იანვარს მიმართეს და ძებნა გამოცხადდა.

09 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

09 დეკემბერი 2021, 10:13

სამართალი

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

09 დეკემბერი 2021, 10:10

პოლიტიკა

„ჯეოქეისი“: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადებას უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად აქვეყნებს

ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები „ასოცირებული ტრიოს“ შექმნას მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 17 მაისს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი და 19 ივლისს სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიღებული პეტრას დეკლარაცია დასტურია ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონული ხედვის მეტად განვითარებისა.

09 დეკემბერი 2021, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.