29 ოქტომბერი 2021, 12:32 / სანდო წყარო

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ევროპულ უსაფრთხოებაზე ონლაინკონფერენცია გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუწია საერთაშორისო ონლაინკონფერენციას თემაზე „13 წელი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან - ზეგავლენა ევროპულ უსაფრთხოებაზე“.

ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია ირლანდიის თავდაცვის ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა მარკ მელეტმა, რომელიც ამჟამად ირლანდიის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი-ანალიტიკური ცენტრის „Azure Forum for Contemporary Security Strategy (CLG)“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა; ხოლო პანელურ დისკუსიაზე მოხსენებებით წარსდგენენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ჭუმბაძე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოადგილე ქეით ფერონი, პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-მარკ ტუვენანი და ირლანდიური ბეჭდური და ონლაინგამოცემის „Diplomacy in Ireland – The European Diplomat“ რედაქტორი მიჰოლ ო’ჰარლი.

მისასალმებელი სიტყვისას გიორგი ზურაბაშვილმა მიმოიხილა 2008 წელს საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგები და 13 წლის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ურთულესი ვითარება. მან მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ირლანდიის მონაწილეობისთვის. გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან როლს, სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში ჩართულობის კონტექსტში.

ქეთევან ჭუმბაძემ მიმოიხილა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მძიმე მემკვიდრეობა, რაც ევროპული უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით, 2008 და 2014 წლებში მოსკოვი საერთაშორისო თანამეგობრობის სიმტკიცეს ცდიდა და სწორედ ამიტომ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დასავლეთმა სათანადოდ შეაფასოს რუსეთის დესტრუქციული დღის წესრიგი და სტრატეგიული ხედვა შეიმუშაოს აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქეთევან ჭუმბაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ხაზი გაუსვა აშშ-ის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონში.

ქეით ფერონმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და როლზე სამშვიდობო პროცესში, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისა მოდერაციისა და ცხელი ხაზის ფასილიტაციაზე. მან მიმოიხილა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებზე ადამიანის უსაფრთხოებისა და უფლებების ჭრილში და განსაკუთრებით აღნიშნა ადგილობრივთა თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობა. ქეით ფერონმა აღნიშნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ჟან-მარკ ტუვენანმა ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებსა და აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საერთაშორისო სამართლისა და ინსტიტუტების როლზე. ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი. ჟან-მარკ ტუვენანმა ვრცლად ისაუბრა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მოსკოვის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების საერთაშორისო სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა.

მიჰოლ ო’ჰარლიმ მიმოიხილა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და დასავლეთის წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსვა მოსკოვის მცდელობას, დაამკვიდროს მცდარი საზოგადოებრივი ნარატივი ე.წ. ახალი რეალობისა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი აღნიშნული რეგიონებზე ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალად მიიჩნია. მიჰოლ ო’ჰარლის შეფასებით, რუსეთის დეზინფორმაციის პროპაგანდისტული მანქანა სერიოზულ საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

მომხსენებლების გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასასრულს კი დისკუსიის მოდერატორმა, ვიცე-ადმირალმა, მარკ მელეტმა ხაზი გაუსვა ცივილიზებული სამყაროს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, თავისუფლებისა და ინსტიტუტების პატივისცემის საფუძველზე ფუნქციონირების აუცილებლობას, რადგან სწორედ ეს პრინციპებია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 იანვარი 2022, 01:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მოუწოდებს, პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო ინტერვენციის გამო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის გამო.

ირაკლი კობახიძე

20 იანვარი 2022, 00:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას ორი დამოუკიდებელი უწყების სახით უნდა ეფუნქციონირა

თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას უნდა ეფუნქციონირა ორი დამოუკიდებელი უწყების სახით. გუნდის შიგნით მეც ვიყავი ამ პოზიციის მომხრე თავის დროზე, როცა პოლიტსაბჭოში განიხილებოდა ეს საკითხი და გარეთაც, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო რეკომენდაციებიც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერდნენ სწორედ ორი დამოუკიდებელი უწყების სახით ამ ინსტიტუციის არსებობას - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ,,ღამის კურიერში’’. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბების საკითხზე ვერავინ კამათობს, რადგან სამართლებრივად გამართულია, ხოლო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებამ სპეკულაციებისთვის ნაკლები სივრცე დატოვა.

ირაკლი კობახიძე

20 იანვარი 2022, 00:29

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას სულის მოთქმის საშუალება მისცა, ოპტიმისტური მოლოდინია, რომ მარტის თვიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამომდინარე გლობალური ტენდეციებიდან, რაც შექმნილია პირველ რიგში კოვიდის გამო, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა და ეს ტენდეცია ვრცელდება საქართველოზეც.

სანა მარინი

20 იანვარი 2022, 00:03

მსოფლიო

ფინეთის პრემიერი: ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს

ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს, თუმცა მზად არის, თავის ევროპელ მოკავშირეებსა და აშშ-ს მხარი დაუჭიროს და რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა.

პაატა იმნაძე

19 იანვარი 2022, 23:38

COVID19

პაატა იმნაძე: „ომიკრონს“ ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

„ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

19 იანვარი 2022, 23:37

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 6 889 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 23:37

სამართალი

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 2 წელი მოვანდომეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია

ჩვენ 2 წელი მოვანდომეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პაატა იმნაძე

19 იანვარი 2022, 23:26

COVID19

პაატა იმნაძე: კვლევების მიხედვით, ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს

შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 23:22

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ ძალას იყენებდა - საქართველოში შეიჭრა, უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვაში თავისი ძალები დატოვა და ახლა უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვან ძალებს აგროვებს

სამწუხაროდ, უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ ძალას იყენებდა - საქართველოში შეიჭრა, უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვაში ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ თავისი ძალები დატოვა და ახლა უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვან ძალებს აგროვებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი. სხვა ყველაფერი იყო სპეკულაციები. არც ერთი ფაქტი, არ ყოფილა, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გაეკეთებინა და სხვანაირად გააკეთა

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, არცერთი ფაქტი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ დავით ფაცაციამ რაიმე არასწორად გააკეთა და სწორედ აქედან ჩანს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” თვითმიზანია არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 23:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 5 ივლისის მოვლენებზე: ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა

„5 ივლისი ძალიან მტკივნეული დღე იყო ჩვენთვის სხვადასხვა მიზეზის გამო და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი უპრეცედენტო ძალადობას, რაც არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, ეს არის მთავარი საკითხი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერ აცილებას. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა“.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თეორიულად რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, პარლამენტი აირჩევა იგივე სისტემით, 120/30-ზე, რაც არაფერში არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას

,,ჩვენ ვიცოდით, თავის დროზე, რომ რადიკალური ოპოზიცია აუცილებლად განავითარებდა იმ სცენარს, რომელიც შემდეგ განავითარა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ჩავდეთ ეს რეგულაციები კონსტიტუციაში. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ თუ წელს ჩატარდება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, თეორიულად, ეს არჩევნები იქნება 120/30-ზე სისტემით ჩატარებული, რაც არ აწყობს, რადიკალურ ოპოზიციას და პარლამენტი, შესაბამისად, იქნება 2 წლიანი. შესაბამისად, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ ცდუნებასაც კი, რომ ვიღაცამ რეალურად მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებებზე: ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ

ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიაში საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

19 იანვარი 2022, 22:01

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 21:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი გახშირდა - ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ

„ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ - ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა. მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

19 იანვარი 2022, 21:46

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ემანუელ მაკრონი

19 იანვარი 2022, 21:44

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას კოლექტიური უსაფრთხოების წესრიგი - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება ევროპის სტრატეგიულ გადაიარაღებას მოითხოვს, კერძოდ რუსეთთან დიალოგში

ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას კოლექტიური უსაფრთხოების წესრიგი - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება ევროპის სტრატეგიულ გადაიარაღებას მოითხოვს, კერძოდ რუსეთთან დიალოგში, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ჰერმან საბო

19 იანვარი 2022, 21:36

პოლიტიკა

ჰერმან საბო: არ მგონია, რომ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას

„ზოგადად, გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოში რომ ჩამოვიდოდა, მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში გავიდოდა და მისთვის ხელის ხლების უფლებას არავის მისცემდა. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნისას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეიძლება, მარტივი იყოს. ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო და რაღაცის გამო დასაჯო, მაგრამ არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას, თუმცა ნამდვილად ვუჭერ მხარს, იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – აღნიშნავს ჰერმან საბო.

ჰერმან საბო

19 იანვარი 2022, 21:14

პოლიტიკა

ჰერმან საბოს განცხადებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობას ვერ ხედავს

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე დამოკიდებული არ არის - ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და დღესდღეობით ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განუცხადა. მისივე თქმით, თუკი ქუჩაში გავალთ, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე პასუხი ძალიან მარტი დასანახი იქნება.

19 იანვარი 2022, 21:08

მსოფლიო

ლეონიდ გოზმანი: ომი დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული, მოსკოვში ცხედრებს ჩამოასვენებენ - ამას კი მოსახლეობა ვერ აპატიებს პუტინს

„თუ ეს ესმით კრემლში, ომი არ იქნება - რუსეთის მოსახლეობაში ომის იდეა პოპულარული არ არის, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის კი რუსეთის მოსახლეობამ რამე უნდა მოიფიქროს“, - განაცხადა გოზმანმა.