IMEDI /  01 ნოემბერი 2021, 23:06 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბრის მთავარი ლაიტმოტივი იყო, რომ ქვეყანამ უკვე დაასრულა საარჩევნო ციკლი და ახლა მთავარია, ვიყოთ ორიენტირებული განვითარებაზე

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ყველამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ საქართველო ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების და ამის შესრულება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც დღევანდელი გლობალური სამყაროს, მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის კუთხითაც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გლაზგოში გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ამ ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, მონაწილეობა მიიღო კლიმატის ცვლილების გაერო-ს კონფერენციაში, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერი, სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი პოზიციის გასაჟღერებლად. ყველამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ საქართველო ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების და სწორედ ამ ვალდებულებების შესრულებაა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც დღევანდელი გლობალური სამყაროს, მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის კუთხითაც.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ ემისიებს და ეს კიდევ ერთხელ იქნება ნათელი დასტური იმისა, თუ როგორი ერთგულია საქართველო ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების. გარდა ამისა, მოწადინებული ვართ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა იყოს კლიმატზე ორიენტირებული, ასევე, განახლებად ენერგიაში იყოს მეტი ინვესტიცია ჩადებული. ესეც, რა თქმა უნდა, არის იმ ჩვენი ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებშია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ შეხვედრებზე და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ამ კუთხითაც საკმაოდ დატვირთული იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან, პრემიერ-მინისტრებთან, ასევე EBRD-ის პრეზიდენტთან და რა თქმა უნდა, საუბარი იყო ჩვენს პრიორიტეტებზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და სწორედ ეს შეხვედრები იყო მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები იყოს რეალიზებული ამ სამიტზე. ამ შეხვედრების შედეგად, მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ეს ასეც იქნება და ჩვენი მიზნები, რაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი ევროკავშირში მეტად ინტეგრაციის პროცესს მოჰყვეს შემხვედრი ნაბიჯები, იქნება შესაბამისად ასახული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში.

ყველა ერთხმად აღნიშნავს - ევროპელი ლიდერები, ასევე EBRD-ის პრეზიდენტთანაც შეხვედრის დროს საუბრის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი იყო, რომ ქვეყანამ უკვე დაასრულა საარჩევნო ციკლი და ახლა მთავარია, რომ ვიყოთ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე და იმ გამოწვევებთან გამკლავების ეფექტური გზების მოძიებაზე, რაც ჩვენ გაგვიადვილებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და იმ ამბიციური გეგმის განხორციელებას, რაც დაკავშირებულია 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან. აუცილებელია ამჟამად ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, რადგანაც, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალური რესურსი იყოს მიმართული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

რა თქმა უნდა, პანდემიასთან ბრძოლის კუთხითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება, სოლიდარობა და ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ კიდეც, როცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი ჩართულობა და დახმარება იყო გადამწყვეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური გახსნილობის თვალსაზრისითაც ქვეყანა უკვე საგრძნობ პოზიტიურ ტენდენციებს იძლევა, რაც აისახა კიდეც ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ დინამიკაში. აუცილებელია ამის შენარჩუნება. ეს ყველაფერი არ იქნება, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება ქვეყანაში სტაბილურობა და პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის და მთლიანად საზოგადოებაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,34%-ია

19 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10%, ბოლო 7 დღის - 10,26%.

19 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 8 545 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2022, 10:46

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Sotheby'ს-ში აზუსტებენ, რომ ბრილიანტის მოქმედმა მფლობელმა ის 1999 ან 2000 წელს შეიძინა და დაუმუშავებელი ქვის წონა 800 კარატს შეადგენდა. „ენიგმას“ დამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა და იმის მიუხედავად, რომ ქვის ზომა შემცირდა, ის მსოფლიოში უმსხვილეს ბრილიანტად რჩება.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2022, 10:40

მსოფლიო

ანტონიო გუტერეშმა ანგელა მერკელს გაეროში მუშაობა შესთავაზა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს გაეროში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.

19 იანვარი 2022, 10:17

კულტურა

„გრემის“ დაჯილდოების ახალი თარიღი ცნობილია

„ომიკრონის“ გავრცელების გამო გადადებული „გრემის“ 64-ე დაჯილდოება 3 აპრილს, ლას-ვეგასში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ავრცელებს.

19 იანვარი 2022, 10:11

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ცხელი ხაზის თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება

Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“, 60 სპეციალისტი - 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. ასევე, 30 ოპერატორით ძლიერდება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზი - 15 05. გადაწყვეტილების მიხედვით დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100-მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელი ხაზის და „ცენტრალური ონლაინ კლინიკის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2022, 10:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 19-21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.

19 იანვარი 2022, 09:45

რეგიონი

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმები დაწესდა

„თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ62 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მორის ყვითელაშივი, მარინა კაზაკოვა/გიორგი რევია, კარინა საფინა/ლუკა ბერულავა, ანასტასია გუბანოვა

19 იანვარი 2022, 09:36

სპორტი

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა⛸️

ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ნაკრების დაკომპლექტებისას მთავარი კრიტერიუმი მოქმედი მოციგურავეების მაღალი სპორტული შედეგები და მათი პერსპექტივების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გუნდის ფორმირება იყო.

ალექსანდრე გოგინავა

19 იანვარი 2022, 09:21

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან

„სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ამიტომ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვნებისთვის და იმ სეგმენტისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები და მძიმე მიმდინარეობის რისკები“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

19 იანვარი 2022, 09:08

რეგიონი

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

19 იანვარი 2022, 08:54

სამართალი

სუს-ში ნიკა გვარამიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე ასლან ჩალდიევი გამოკითხეს

ჩალდიევი მედიაში გავრცელებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ აქამდე ნიკა გვარამიასთან შეხება არ ჰქონია და ის მას შემდეგ გაიცნო, რაც მედიაში ცრუ ბრალდებები გახმაურდა. მისივე თქმით, კავშირი არ აქვს, არც იმ ადამიანებთან, რომლებიც ქრონიკა პლუსმა მკვლელობის მომზადებაში ამხილა. დამატებით განმარტება გააკეთა ჩალდიევის უფლებადამცველმა და განმარტა, რომ გამომძიებლებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს კითხვებზე, რომლებიც ნიკა გვარამიას შესაძლო მკვლელობის მომზადებას უკავშირდება.

დირსი

19 იანვარი 2022, 08:51

საზოგადოება

„დირსის“ მოსახლეობა კომპლექსის მენეჯმენტს კონტრაქტორი კომპანიის გაყვანას სთხოვს

მათივე თქმით, კორპუსის სარდაფებში წყალია ჩამდგარი, სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის. პრობლემებია დასუფთავებასა და ლიფტებთან დაკავშირებითაც. მოსახლეობის ბრალდებებს უპასუხეს კომპანიაში. „სითი მენეჯმენტ გრუპში“ აცხადებენ რომ კომპანიამ მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო და არსებული პრობლემები ადგილზე დახვდათ, თუმცა მათ მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

19 იანვარი 2022, 08:33

რეგიონი

აჭარაში მრევლის ნაწილმა ნათლისღება განბანით აღნიშნა

პარალელურად, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. შესრულდა წყლის კურთხევის მსახურება. როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს, ზღვაში განბანის რიტუალი წელს ორგანიზებულად არ ჩატარდა, მიზეზად, პანდემია და უამინდობა დასახელდა.

19 იანვარი 2022, 08:15

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

19 იანვარი 2022, 08:00

საზოგადოება

დღეს ნათლისღებაა

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

მაიკ რაიანი

19 იანვარი 2022, 01:38

COVID19

მაიკ რაიანი: კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს შეიძლება დასრულდეს, თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უზარმაზარი უთანასწორობის პრობლემა სწრაფად მოგვარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს შეიძლება დასრულდეს, თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უზარმაზარი უთანასწორობის პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

19 იანვარი 2022, 00:52

COVID19

ევროპის წამლის სააგენტო: მ-რნმ ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული ვაქცინა ორსულობის გართულებას არ იწვევს

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, რამდენიმე კვლევის დეტალური მიმოხილვა ცხადყოფს, რომ მ-რნმ ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის გართულებას არ იწვევს.

ბარნაბი კატა დაკარგული

19 იანვარი 2022, 00:46

ტაბლოიდი

ბრიტანეთში დაკარგული კატა მას შემდეგ იპოვეს, რაც პატრონმა ვეტერინართან საუბრისას ყურმილში მისი კნავილი გაიგო📞🐈

როდესაც გაირკვა, რომ კატა მართლაც ბარნაბია, ის პატრონთან ერთად სახლში დაბრუნდა. ლოურენსი ამბობს, რომ კატა ბედნიერი და ჯანმრთელია.