06 ნოემბერი 2021, 13:48 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგვაძეს წერილით მიმართავს და მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება იმ მიმართულებაზე, რომელსაც ჰქვია პენიტენციურ დაწესებულებაში, ბატონი სააკაშვილის ყოფნის პერიოდში, მისი უფლებების დაცვა. მუდმივად გვქონდა კონტროლი, როგორ ვითარდებოდა პროცესები. ბოლო პერიოდში, იხილეთ გამწვავებული ფონი, ბევრი ადამიანი ცდილობდა წარმოეჩინა მიმდინარე მოვლენები, ხშირ შემთხვევაში, სინამდვილესთან შეუსაბამოდ. მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონოდა ზუსტი, სწორი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაც არეგულირებს მათ შირის ამ საკითხებს, მათ შორის განსხვავებულად, იგივე, სამედიცინო ინფორმაციას და განსხვავებულად სხვა ტიპის მონაცემებს, რომლებიც პერსონალური შეიძლება იყოს. როდესაც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი საკითხები განსხვავებულად რეგულირდება. არ მგონია, რომ რომელიმე დებულება იმ პასუხიდან, რომელიც მივიღეთ იუსტიციის სამინისტროდან, ეჭვს იწვევდეს ან რაიმე ფორმით საკამათო იყოს. ანალოგიური შემიძლია ვთქვა იმ ფაქტების შესახებ, რაც გაცხადდა გუშინ იუსტიციის მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რომელიმე უფლება დარღვეულია. სადეპუტატო კითხვას აქვს თავისი ფორმატი, სადეპუტატო კითხვა დაისმის საჯაროდ. შესაბამისად, პასუხიც მოდის ისე, რომ ეს ხილვადია საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

წერილი, რომლითაც მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის მინისტრს მიმართა:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ განხორციელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება, რომელიც განთავსებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N12 დაწესებულებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან პერმანენტულად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, პატიმრის უფლებებისა და მათი განხორციელების მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თაობაზე:

1) რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში?

2) რა მდგომარეობაა საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებების განხორციელების კუთხით, კერძოდ:

ა) როგორია პატიმრის საცხოვრებელი პირობები და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ბ) სარგებლობს თუ არა პატიმარი მიმოწერის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

გ) სარგებლობს თუ არა პატიმარი პაემნის (ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი, საოჯახო პაემანი) უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

დ) სარგებლობს თუ არა პატიმარი იურიდიული დახმარების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა რაიმე შეფერხება ამ მიმართულებით, ასევე პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ე) სარგებლობს თუ არა პატიმარი სატელეფონო საუბრის, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ვ) აქვს თუ არა წვდომა პატიმარს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ზ) რა მდგომარეობაა პატიმრის პირადი ჰიგიენის კუთხით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

თ) რამდენად არის უზრუნველყოფილი სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებითა და სამედიცინო აპარატურით, პატიმრისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გასაწევად? დაფიქსირდა თუ არა პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ი) სარგებლობს თუ არა პატიმარი პატიმრობის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

კ) იმყოფება თუ არა პატიმარი არათანაბარ მდგომარეობაში ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა პატიმრებთან შედარებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ დეტალურად გვაცნობოთ ასეთი არათანაბარი მოპყრობის მიზეზები.

3) დაფიქსირდა თუ არა აღნიშნული პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი სხვა რომელიმე უფლების დარღვევის მიმართულებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საჩივრისა და შესაბამისი ნაბიჯების შესახებ, რაც გადაიდგა საჩივარზე რეაგირების მიზნით.

4) მე-2 პუნქტის ა-კ პუნქტებში, ასევე მე-3 პუნქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრის არსებობის შემთხვევაში, რამდენ შემთხვევაში დადასტურდა საჩივრის საფუძვლიანობა და რა სახის ზომები იქნა მიღებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად?

5) გამოყენებული იქნა თუ არა პატიმრის მიმართ პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე შემზღუდველი ღონისძიება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ შეზღუდვის არსი და მისი გამოყენების საფუძველი.

6) როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად (შიმშილობიდან გამომდინარე)?

7) რამდენად გაზრდილია შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესებისა და საგანგებო სპეციალური სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა (იმის მხედველობაში მიღებით, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ვითარების სწრაფად გაუარესების რისკების შესახებ)? აქვე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობის შესახებ.

ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმარმა შეიძინა გარკვეული პროდუქტები, ასევე, რომ მოხდა ექიმების მიერ რეკომენდირებული გარკვეული პრეპარატების მიღება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ვადებზე, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ფლობდეს ამ საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას.

8) რამდენად არსებობს პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა?

9) რამდენად შესწავლილია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულებების რისკები (შიმშილობიდან გამომდინარე)?

10) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ასევე 6-9 პუნქტებში მითითებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებისას, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი ​არგუმენტაციისას გამოყენებული მასალებიც, რათა გვქონდეს საკითხის შეფასებისთვის აუცილებელი მასალების ანალიზის შესაძლებლობა.

11) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულების გამო პატიმრის იმ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, რომლის ფუნქციაც არის სამკურნალო მომსახურებით პატიმართა უზრუნველყოფა, რამდენად არის უზრუნველყოფილი ადეკვატური და სათანადო, ჯეროვანი სამედიცინო სერვისის მიწოდება, ასევე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარანტიები პატიმრის უსაფრთხოებისა და სხვა უფლებების დაცვისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:32

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი

„ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, შესრულდეს. ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.

დმიტრო კულება

01 დეკემბერი 2021, 19:26

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთი უკრაინის ნატოსთან დაახლოებას ვერ შეაჩერებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ნატოსთან უკრაინის მჭიდრო კავშირები დაბლოკოს, ხოლო უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც მოსკოვი დასავლეთისგან მოითხოვს, არალეგიტიმური იქნება.

რიმა ბერაძე

01 დეკემბერი 2021, 19:01

საზოგადოება

„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიხეილ ჩხენკელის მოსმენისას, რიმა ბერაძე თბილისის 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მდებარე 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა.

01 დეკემბერი 2021, 18:52

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს“ პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომხმარებლისთვის ტარიფები არ გავზარდოთ

„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 18:47

საზოგადოება

სემეკში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების სფეროში ინვესტიციების რეგულირების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის, სემეკის და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო განხილვებისთვის და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზების შესახებ.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 18:43

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ონლაინ სწავლება ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს

რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

01 დეკემბერი 2021, 18:41

რეგიონი

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფო-ტური გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ღიბრაძე

01 დეკემბერი 2021, 18:41

ეკონომიკა

გიორგი ღიბრაძე: გარკვეული მზადება და კომუნიკაციაა ბიზნესთან ახალი წლისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება იქნება იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.

01 დეკემბერი 2021, 18:29

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, როგორ ვიმუშაოთ ერთად და როგორ გავაღრმავოთ ურთიერთობები საზღვაო სფეროში

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენე სანდ ანდრესენსა და საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩს შავი ზღვის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა

ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა,- ამის შესახებ „ჯეოქეისი“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:16

პოლიტიკა

ვიქტორ ყოფიანი: ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს

ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენ ნატოელ მოკავშირეებს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 18:14

საზოგადოება

რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს სკოლის დირექტორების კონკურსი - მიხეილ ჩხენკელის განმარტება

რატომ არ ტარდება დირექტორების კონკურსი, ამასთან დაკავშირებით ორი მიზეზია. ჩატარდება გაისად, 2022 წელს. აქ არანაირი პოლიტიკური მიზეზი არ არის, - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძეს, რომელიც დაინტერესდა, რატომ ჰყავს ქვეყნის მასშტაბით 1022 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ ვერ ხერხდება მათი კონკურსის წესით დანიშვნა.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2021, 18:14

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რიგის მინისტერიალი წარმატებული იყო, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ძალიან სერიოზული ნაბიჯი ნატოს მომავალი სამიტის მომზადების კონტექსტში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქ. რიგაში გამართული მინისტერიალი წარმატებული იყო, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ძალიან სერიოზული ნაბიჯი ნატოს მომავალი სამიტის მომზადების კონტექსტში. დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ რამდენიმე მომენტი აღნიშნა, რითაც დღევანდელი მინისტერიალი წარმატებული იყო.

01 დეკემბერი 2021, 18:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ინტერ რაოს“ სარჩელზე: მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, უსაფუძვლოა

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები (ისინი ითხოვდნენ 200 მილიონამდე კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე), მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:08

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: მადრიდის სამიტამდე ჩვენმა ქვეყანამ ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთრივ ნატოს წიაღში მეგობართა ჯგუფის გაბევრებაზე

მადრიდის სამიტამდე ჩვენმა ქვეყანამ ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთრივ ნატოს წიაღში მეგობართა ამ ჯგუფის გაბევრებაზე. უნდა მივიღოთ ძალიან დამაჯერებელი პასუხი ორ მნიშვნელოვან კითხვაზე - როგორია ნატოს მიმართება შავ ზღვასთან და საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2021, 18:02

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საგნობრივად და დეტალურად იქნა განხილული რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია

სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საგნობრივად და დეტალურად იქნა განხილული რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია. ორმხრივი შეხვედრების დროს ჩვენი ნატოელი პარტნიორები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ იმ როლს, რა როლსაც საქართველო ასრულებს თუნდაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამეზობლოში არსებული ეს​კლაცაიის ფონზე, ამ ურთიერთობების მედიაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ იასუბრა.

01 დეკემბერი 2021, 18:02

რეგიონი

ზღვაზე არსებული შტორმის გამო, ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ზღვაზე არსებული შტორმის გამო, ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.