Imedi /  08 ნოემბერი 2021, 11:23 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ნამდვილად, ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ნამდვილად, ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნამდვილად, ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება. რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის და მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი ნდობა გავამართლოთ. რა თქმა უნდა, ეს არის საპატიო საქმე და დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა მიმართა მინისტრებს და აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ საქმეზე უნდა ისაუბრონ.

„ის დაპირება, პროექტები, ინიციატივა, რაზეც ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს გვქონდა საუბარი, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში, მოტივირებულები, განახლებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევაა, პრობლემაა, ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 01:00

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: დასავლეთში მას რეალური მხარდამჭერი აღარავინ ჰყავს

ნიკა გვარამიას სახე ნახეთ სასამართლოზე? როცა ხედავდა, რომ წამგებიანია, რასაც ბოდავდა სააკაშვილი და შემდეგ ფურცლებს უცურებდა. შემდეგ კი თქვა, არ მოგენატრათ, რომ კითხულობსო? ეს ბრეჟნევის მარაზმის სცენა იყო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:59

საზოგადოება

პეტრე მამრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია

ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია, სპეკულაცია სიკვდილზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რესურსი ამოწურული აქვს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:49

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილის შიმშილობა რეალურად ძვირადღირებული დიეტა იყო

საერთოდ არ გაინძრა დასავლეთი სააკაშვილისთვის. სააკაშვილის თანამზრახველებმა ძალიან კარგად იციან, რომ იმ დღეს, როდესაც დააპატიმრეს, როდესაც აჩვენეს მისი არაადეკვატურ მდგომარეობაში ყოფნა რუსთავის ციხეში შეყვანის დროს, როდესაც აჩვენეს მისი დაკავება ბინაში, თბილისში ვინმე გაინძრა? გულის კარნახით ვინმე გამოვიდა ქუჩაში?, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ლონდონის ბირჟაზე გაჰქონდა „საქართველოს რკინიგზა“

„ოქროს მოპოვება, სპილენისა და მანგანუმის მოპოვება და სხვა - ყველაფერი გადავიდა ექსკლუზიურად რუსული ფირმების ხელში, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 დეკემბერი 2021, 00:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:28

საზოგადოება

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს არ გააჩნია დანაშაულის შეგრძნება

ყიფშიძემ ვეღარ მოითმინა და თქვა, რომ სააკაშვილთან ფსიქოლოგიც საჭიროა და ფსიქიატრიც. ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს დაბადებიდან არ გააჩნია საერთოდ მორალური ემოცია, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მელიას ამოშლა პოლიტიკური სპექტრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ნომერ პირველი ამოცანა იყო

„მელიას დაპატიმრების კადრებმა მოიარა CNN-ი, BBC-ი, „ევრონიუსი“, სააკაშვილისთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ნებისმიერი ადამიანი ფეხებით ჩამოკიდებას და ცეცხლის შენთებას უფრო მოითმენს, ვიdრე სააკაშვილი მის გადაფარვას საერთაშორისო მედიაში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.ვ

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა. გვიან ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი ეს იყო ე.წ. „ტროიკა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა

სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 00:04

სამართალი

გიორგი მუჯირი: 26 მაისს უამრავი ადამიანის დასახიჩრებიდან მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს

2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

01 დეკემბერი 2021, 23:55

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:52

სამართალი

პროკურორმა დაასახელა ის ადამიანები, ვისი საჩუქრებისთვისაც მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხები დახარჯა

„რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი აიფონი, ივანა მელაისთვისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, - განაცხადა პროკურორმა.

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

პროკურორის თქმით, გიორგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გასახდომი პროცედურისთვის 114 000 ლარი დაიხარჯა

9 მილიონი ლარიდან კოსმეტიკური ხარჯები მსხვილ ნაწილს იკავებს და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით არის წარმოდგენილი. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რაც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა: ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

გიორგი მუჯირი: კანონით, ლიპოსაქცია სახელმწიფო საიდუმლოება ვერ იქნება

როდესაც პრეზიდენტი მიდის ოფიციალურ შეხვედრაზე, გამოიცემა განკარგულება და ის ოფიციალური მივლინებით მიემგზავრება. ამ პროცედურები არის პროტოკოლით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად იხდის ხარჯებს. არანაირი სამართლებრივი საბუთი არ არსებობდა და არც მონაკოში, არც ტაილანდში და არც სხვა კურორტებზე დასვენება არ ემსახურებოდა ოფიციალურ, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ეს ხარჯები იყო ცალსახად მხოლოდ დასვენებისა და გართობის, - ამის შესახებ გაფლანგული 9 მილიონის საქმის პროკურორმა,გიორგი მუჯირმა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 დეკემბერი 2021, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:33

სამართალი

პროკურორი: 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა

„ასევე დაცვის მხარე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 9 მილიონი ლარი უნდა გადახდილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. რეალურად, ეს 9 მილიონი ლარი არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ არ უნდა გახარჯულიყო, ვინაიდან ეს იყო მოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის განკუთვნილი ხარჯები“, - განაცხადა პროკურორმა.

01 დეკემბერი 2021, 23:08

COVID19

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 22:53

მსოფლიო

OECD: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარმა ეკონომისტმა, ლორენს ბუნმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.

ალექსანდრე ელისაშვილი

01 დეკემბერი 2021, 22:06

პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, მან გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან იმაზე უარესს ჩაიდენს, რასაც სჩადიოდა

სააკაშვილმა გუშინწინ გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან რომ მოვა, იმაზე უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.

01 დეკემბერი 2021, 21:43

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე „მეწარეთა შესახებ“ კანონისა და მასში დადგენილი სტანდარტების შესახებ ისაუბრეს.