IMEDI /  10 ნოემბერი 2021, 13:44 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძე: აქამდე თუ პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ახლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ პოლიტიკურ ქაოსში

ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

„ან ხარ დამოუკიდებელი ან არ ხარ. აქ შუალედი არ არსებობს და არცერთ სუბიექტს არ უნდა მისცე უფლება ხელჰყოს შენი ან სხვა შენი კოლეგა მოსამართლეების ღირსება და დამოუკიდებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ურა-პატრიოტიზმი კი ნამდვილად უადგილოა და აშკარად ჩანს, რომ აქაც ხელოვნურ მანიპულაციებს აქვს ადგილი“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში სათაურით მოსამართლეთა „პროტესტის“ ანატომია.

მისი თქმით, თუ აქამდე პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ახლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ ამ პოლიტიკურ ქაოსში. ერთ-ერთი მიზანია, სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, რომელიც 10 ნოემბერსაა ჩანიშნული და შემდგომ პერიოდშიც ინტენსიურად ჩაინიშნება, სასამართლოში შეიტანონ არეულობა, დაიწყოს შიდა დაპირისპირებები და კონფლიქტები, რათა მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოექცეს სააკაშვილის სასამართლო პროცესები და დისკრედიტაციის უმაღლეს ხარისხში ავიდეს სასამართლოს საქმიანობის კრიტიკა უკვე „შიგნით“ სისტემიდანაც.

„პროტესტის ფორმალურ მიზეზად მოიყვანეს სასამართლოს საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება, რომლითაც უცხო ქვეყნების ელჩებს ნამდვილად გამაოგნებელ და უპრეცედენტო განცხადებას, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე ,,ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და ა.შ., უწოდეს არამართებული და შეუფერებელი. სწორედ ეს იქნა გამოყენებულ ფორმალურ მიზეზად და ამბოხებულების მხრიდან ეს შეფასდა როგორც თავდასხმა საერთაშორისო დონორების მიმართ, რომლებიც ამდენ რამეს აკეთებენ სასამართლო სისტემისთვის თურმე საქართველოში და თურმე ეს დიპლომატიური კორპუსი იმდენად „უსუსურია“, რომ მოსამართლეების დაცვას საჭიროებენ, რაც ცხადია უკვე კომიკურ სახეს იძენს. ამ დახმარებას ცხადია არც არავინ არ უარყოფს, თუმცა დახმარების გაწევის პარალელურად (რომელსაც სახელმწიფოების წევენ და არა კონკრეტული დიპლომატები), სასამართლო სისტემისადმი ასეთი უხეში თავდასხმა და ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა ნებისმიერი ქვეყნის თავმოყვარე მოსამართლეებისთვის მიუღებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლობის პრინციპი ყველა სუბიექტთან მიმართებაში უნდა დაიცვას ღირსების მქონე სასამართლო კორპუსმა და შესაბამისად რეზისტენტულები უნდა იყვნენ ყველა სუბიექტთან მიმართებაში (იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა დაცვადი არ შეიძლება შერჩევით იყოს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ ხელყოფს მას). კიდევ ერთხელ დასაფასებელია დონორების წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა და ამას არც არავინ უარყოფს, თუმცა ეს არავის (კონკრეტულ დიპლომატზეა საუბარი და არა ქვეყანაზე) აძლევს უფლებას მოსამართლეები ამგვარად შეურაცხმყოფლად მოიხსენიოს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. ან ხარ დამოუკიდებელი ან არ ხარ.

აქ შუალედი არ არსებობს და არცერთ სუბიექტს არ უნდა მისცე უფლება ხელყოს შენი ან სხვა შენი კოლეგა მოსამართლეების ღირსება და დამოუკიდებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ურა-პატრიოტიზმი კი ნამდვილად უადგილოა და აშკარად ჩანს, რომ აქაც ხელოვნურ მანიპულაციებს აქვს ადგილი. ცოტა უტრირება რომ გავაკეთოთ, მაგ ლოგიკით არათუ ერთი რომელიმე დიპლომატის, არამედ თვით ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის არაერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება გაუუქმებია ა.შ.შ.-ს სასამართლოებს თუნდაც უახლოეს წლებში, თუმცა არავის მოუვა აზრად, რომ ეს მოსამართლეები გამოეცხადებინათ თავიანთი ქვეყნის მტრებად. თუმცა ცხადია ეს ყველაფერი ფორმალურია და კონტექსტიდან ამოგლეჯილად და ხელოვნურად ცდილობენ ეს ფაქტორი გამოიყენონ აჯანყების მოსაწყობად. მთავარია, რომ არეულობის პროცესები სასამართლოში ხელოვნურად უნდა დაწყებულიყო არჩევნების დასრულებისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდებოდა იგი (რომლის შედეგებითაც ცხადია იმედგაცრუებული დარჩა ნაც. მოძრაობა) და სწორედ ეს ამოცანა სრულდება ახლა,“- წერს Facebook-ზე ქადაგიძე.

ყველა სიახლე

ენკანტო

19 იანვარი 2022, 11:48

კულტურა

სიმღერა მულტფილმიდან „ენკანტო“ Disney-ს ყველაზე წარმატებული კომპოზიცია გახდა

We Don't Talk About Bruno, ისევე როგორც „ენკანტოს„ სხვა კომპოზიციები, ლინ-მანუელ მირანდამ დაწერა. სიმღერას კაროლინა გაიტანი, მაური კასტილო, ადასა, რენი ფელიზი, დაიენ გუერო და სტეფანი ბეატრიზი ასრულებენ.

19 იანვარი 2022, 11:46

რეგიონი

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ17-კმ33 (ბუქსიეთი-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 11:39

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.

19 იანვარი 2022, 11:37

მსოფლიო

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ.

19 იანვარი 2022, 11:34

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 იანვარი 2022, 11:24

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

19 იანვარი 2022, 11:23

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.

თეა შარაშიძე

19 იანვარი 2022, 11:21

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელი: ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელის, თეა შარაშიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი ეკლესია

19 იანვარი 2022, 11:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ნათლისღება მიულოცა

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს! გისურვებთ სიმშვიდეს, კეთილდღეობას და ურთიერთსიყვარულს“, - წერს პაპუაშვილი.

19 იანვარი 2022, 11:19

მსოფლიო

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია სერიოზულია - გვაქვს უკეთესობის იმედი, მაგრამ ვემზადებით ყველაზე უარესისთვის

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მათ მეზობლების წინააღდმეგ ძალა ისევ არ გამოიყენოს. ასევე, ვაფრთხილებთ რუსეთს, თუ რა მძიმე ფასი ექნება აგრესიულ ნაბიჯებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, აქვთ უკეთესობის იმედი, თუმცა ემზადებიან - უარესისთვის.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:14

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა

„დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა. ვესწრებოდი ნატოს სამიტს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს და ეს არ არის საიდუმლო, რომ შეხვედრაზე იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია მას შემდეგ არაერთხელ დავაფიქსირეთ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

19 იანვარი 2022, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4797 თბილისში, 1184 აჭარაში, 859 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

19 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 340 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13.72%-ია

19 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.93%.

19 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 8 545 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2022, 10:46

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Sotheby'ს-ში აზუსტებენ, რომ ბრილიანტის მოქმედმა მფლობელმა ის 1999 ან 2000 წელს შეიძინა და დაუმუშავებელი ქვის წონა 800 კარატს შეადგენდა. „ენიგმას“ დამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა და იმის მიუხედავად, რომ ქვის ზომა შემცირდა, ის მსოფლიოში უმსხვილეს ბრილიანტად რჩება.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2022, 10:40

მსოფლიო

ანტონიო გუტერეშმა ანგელა მერკელს გაეროში მუშაობა შესთავაზა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს გაეროში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.

19 იანვარი 2022, 10:17

კულტურა

„გრემის“ დაჯილდოების ახალი თარიღი ცნობილია

„ომიკრონის“ გავრცელების გამო გადადებული „გრემის“ 64-ე დაჯილდოება 3 აპრილს, ლას-ვეგასში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ავრცელებს.