Imedi /  11 ნოემბერი 2021, 15:23 / სანდო წყარო

ირაკლი ლატარია სააკაშვილზე: ის არ ემორჩილება ბადრაგებს და რა თქმა უნდა, ამ დროს იძულებითი წესით გადაყვანა ყველა პატიმრის მიმართ გამოიყენება

ირაკლი ლატარია

ირაკლი ლატარია

სახელმწიფომ როგორ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას სიმართლე? ერთადერთი რაც ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია არის ის, რომ თვალნათელი გახადოს ყველაფერი და გვანახოს ის, თუ როგორ არ ემორჩილება პატიმარი სააკაშვილი ბადრაგებს; როგორ ემუქრება მათ, როგორ ამტვრევს დანადგარებს, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შესახებ, სადაც ჩანს, როგორ აყენებს სააკაშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფას ციხის თანამშრომლებს და ამტვრევს სამედიცინო ტექნიკას.

„არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც შეიძლება მოსწონდეს ნებისმიერი პატიმარი როგორ შეჰყავთ სადმე ძალით, ძალით იმიტომ, რომ ის არ ემორჩილება ბადრაგებს და ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის მიმართ გამოიყენება იძულებითი წესით გადაყვანა, შეყვანა და ა.შ... რაც ვნახეთ ეს კადრები, ჯერ მარტო იმიტომ რომ ის პატიმარი იყო ჩემი ქვეყნის პირველი პირი ნამდვილად არ მეხამუშა, რადგანაც მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანას მართავდა სწორედაც ასეთი ფსიქიკის პატრონი ადამიანი.

სააკაშვილი კი არა, ვინც გინდა იყოს, მისი გადაყვანა, წელზემოთ ნახვა და ა.შ არაა სასიამოვნო სანახავი, მაგრამ ეს კადრები სახელმწიფომ თავისი ნებით გაუშვა? ამდენი დღეა გვარამია და მისი ძმანი ყველას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი სულ თმებით ათრიეს, სცემეს, აწამეს და რაც მთავარია, სააკაშვილი არის უძლური, დასუსტებული, ნაშიმშილარი და ამისთვის სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხიო..

ახლა მაქვს კითხვა, როდესაც ასეთი ბრალდებებია, ამ დროს სახელმწიფომ როგორ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას სიმართლე? ერთადერთი რაც ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია არის ის, რომ თვალნათელი გახადოს ყველაფერი და გვანახოს ის, თუ როგორ არ ემორჩილება პატიმარი სააკაშვილი ბადრაგებს, როგორ ემუქრება მათ (ეს მისი სტილია), როგორ ამტვრევს დანადგარებს და ა.შ... კიდევ ვიმეორებ, მეორედ ვერ/არ ვნახავ იმას რაც დღეს აჩვენა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ რატომ აიძულებთ იმას, რაც თვითონაც არ სიამოვნებს ხელისუფლებას? რატომ აბრალებთ და რატომ იტყუებით რომ ის თურმე, რომელიმე პატიმარზე ძალადობს, აწამებსა და არაადამიანურად ეპყრობა? აი რატომ იგონებთ? სააკაშვილს თავისივე ადვოკატები ,,უჩალიჩებენ“ გეუბნებით რა... რიგით, მართლა რომ არავინ იცის ისეთ პატიმარს უკეთებენ ციხეზე ოპერაციებს და ხელის გულზე დაჰყავთ და როგორ გგონიათ, სააკაშვილს ვინმე სადმე შეეხება? სახელმწიფო ასეთი დებილი გგონიათ? არავინაც არ ეხება და მართლა ყველა ზედ ჰყვება და რატომ იგონებთ ამ ყველაფერს და რატომ აყენებთ თვითონ სააკაშვილს ასეთ, სასაცილო და საბრალო სიტუაციაში? მრცხვენია მართლა, რომ ასეთი არსება იყო ჩემი ჯარისკაცების მთავარსარდალი მიიყვანეს გლდანში და ალბათ, გაახსენდა ყოველი მისი ბრძანება, რაც გაუცია პატიმრების წამების მიზნით და ამიტომაც არ გადმოდიოდა მანქანიდან ამიტომ ჩავარდა პანიკაში, მაგრამ ვერავინ და პირველ რიგში, ვერც სააკაშვილი ვერ მიხვდა ერთ რამეს, 2012 წლის შემდეგ არავინ, არავინ აწამებს პატიმარს, არავინ!

ყველა ყველას იცნობს, ყველას ჰყავს პატიმარი ნაცნობი და გაიკითხეთ, ასეთი რთულია ამის გაგება? მოკლედ და შევეცდები მეტი არ შევეხო პატიმარი სააკაშვილს საქმეებს... მაგ კაცმა დააშავა და პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე და არის ციხეში და მან უნდა მოიხადოს ეს სასჯელი და დააცადეთ რა... სულ ნუ შეაზიზღეთ მთელ მსოფლიოს ეგ საცოდავი კაცი... ხომ მართლა, აბა ჯვარს არ მაძლევენო სააკაშვილმა? კარგით ხომ, არ დაგღლით და კიდევ და ალბათ, ბოლოჯერ ვიძახი: ალალად მრცხვენია, რომ ასეთი ფსიქიკის ადამიანი იყო ჩემი ქვეყნის პირველი პირი.

პ.ს.: ნუ უგონებთ სახელმწიფოს ტყუილებს, თორემ, ხომ ხედავთ, იძულებულს ხდით, სიმართლე გვაჩვენოს!!!“, - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

დღეს კი პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.

ყველა სიახლე

მაია მიქია

05 დეკემბერი 2021, 14:18

სამართალი

მაია მიქაია კლუბ „ხიდზე“: გაფრთხილების მიუხედავად, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე მასობრივი გასართობი ღონისძიება დახვდათ, რაც დადგენილებითაა აკრძალული

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქიამ მედიასთან განმარტა, თუ რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი. „კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან. სხვა შემთხვევაში, იქნებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გამოყენებული“.

მერაბ ქვარაია

05 დეკემბერი 2021, 14:02

საზოგადოება

სიღნაღში ფერმერები საძოვრების ხელმსაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ

კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმსაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

05 დეკემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

კენიაში, ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპული 20-ზე მეტი ადამიანიდან 4 ბავშვია

კენიაში, ქალაქ მვინგში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 ბავშვია. ტრანსპორტი საეკლესიო გუნდის მგალობლებს ჰყავდათ დაქირავებული. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ბოლოდროინდელი უხვი ნალექის გამო, ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული.

05 დეკემბერი 2021, 13:29

მსოფლიო

მექსიკაში, სატვირთო ავტომობილში, 200-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პუებლას შტატში, სატვირთო ავტომობილში 210 მიგრანტი იპოვეს.

05 დეკემბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალისა და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

05 დეკემბერი 2021, 13:03

COVID19

საქართველოში 1 583 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 583 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება.

05 დეკემბერი 2021, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ აეროპორტში კაცი თვითმფრინავიდან გადახტა

აშშ-ში, ქალაქ ფინიქსში მდებარე აეროპორტში, სადაც კოლორადო-სფრინგსიდან სრულდებოდა ავიარეისი, კაცი თვითმფრინავიდან იქამდე გადახტა, ვიდრე ის გაჩერდებოდა. 30 წლის კაცმა კარის გაღება შეძლო, ბილიკზე ჩახტა, სახანძრო სადგურისკენ გაიქცა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამოიკეტა თავი.

05 დეკემბერი 2021, 13:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 389 თბილისში, 776 იმერეთში, 245 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:41

COVID19

თამარ გაბუნია: „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“-დოზით იმუნიზაცია. „უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის" გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ“.

05 დეკემბერი 2021, 12:36

საზოგადოება

დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:30

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ დღეს არსებული ვაქცინები, მაღალი ალბათობით, ლეტალობისგან დაგვიცავს

„დღესაც დელტა შტამის გავრცელება ძირითადად აუცრელ პირებში გვაქვს, სამიზნე დელტა შტამისთვის აუცრელი მოსახლეობაა და მოლოდინი გვაქვს, რომ ომიკრონისთვისაც ასე იქნება. უცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება ჰოსპიტალში, ანუ ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მისი თქმით, დღეს არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით კორონავიუსის ახალი ვერსიის - ომიკრონისგანაც დაგვიცავს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:18

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დაიძრა „ომიკრონი“. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და, ასევე, სამხრეთ აფრიკის გარდა, გარშემო მდებარე რვა ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ნებისმიერ პირი, ვინც იქ ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:13

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო - ჯანმო-ს რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ

„კორონავირუსმა კიდევ ერთხელ, „დელტა“ შტამის ჩამოყალიბების შემდეგ, ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მუტაცია განიცადა და „ომიკრონის“ ვარიაციის სახით ჩამოყალიბდა. მის სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:58

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ - ასეთია ტრანსპორტი

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:40

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2021, 11:22

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

05 დეკემბერი 2021, 11:11

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 413-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 234 180 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 10:57

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე: იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია, რომ პროცესი დაიძრა

პირველი დეკემბრიდან, სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით დავიწყეთ მწვანე პასპორტის გამოყენება. ჯერჯერობით, ჩვენი მონიტორინგი მეტად მხარდამჭერი ხასიათის იყო, რადგან, მნიშვნელოვანია დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდეგ - მითითება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია ის, რომ პროცესი დაიძრა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში.

05 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,04%-ია

5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,04%, ბოლო 14 დღეში - 8,63%, ხოლო 7 დღეში - 8,33%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.