imedi /  12 ნოემბერი 2021, 12:59 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: ყველა სხვა სახელმწიფო საქართველოსთან საუბარში უნდა იაზრებდეს, რომ ესაუბრება სამართლებრივ სახელმწიფოს, დამოუკიდებელს საკუთარ გადაწყვეტილებებში

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები შეფასდა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ ყველა დასმულ კითხვაზე გაცემულია სათანადო პასუხი და სახელმწიფოებმა უნდა გაიაზრონ, რომ საქართველო წარმოადგენს სამართლიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

„უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ვოლოდიმერ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაზეც მას სათანადო პასუხები გაეცა. პირველი- პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა. მეორე- უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მესამე- მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. მეოთხე- უკრაინელ ექიმების ჩართვის საჭიროება არ არსებობს, რადგან პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ. უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზგასმაა იმისა, რომ ყველა სხვა სახელმწიფო საქართველოსთან საუბარში უნდა იაზრებდეს, რომ ესაუბრება სამართლებრივ სახელმწიფოს, დამოუკიდებელს საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათ თხოვნაზე (და უკვე არა მოთხოვნაზე) პასუხები მხოლოდ კანონის შესაბამის რეაგირებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები შეფასდა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია!“ -წერს მეგრელიშვილი Facebook- ზე.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ლუქსორში რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. ფოტოგალერეა

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. NBC News-ის ცნობით, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს ადრე „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა.

ჯარედ ლეტო

27 ნოემბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ Thirty Seconds To Mars-მა ​​მომავალი ალბომისთვის დაახლოებით 200 ახალი სიმღერა დაწერა. მუსიკოსი NME-ს ასევე ესაუბრა რიდლი სკოტის ახალ ფილმზე „გუჩის სახლი“, რომელშიც ის პაოლო გუჩის როლს ასრულებს ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან და ხსვებთან ერთად.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 00:35

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ.

სტივ ვერზი

27 ნოემბერი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანელ კაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი ჩაუსვეს 👁️

ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 00:12

ტაბლოიდი

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

26 ნოემბერი 2021, 23:56

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

26 ნოემბერი 2021, 23:40

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დმიტრი გორდონი

26 ნოემბერი 2021, 23:19

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო

ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

26 ნოემბერი 2021, 22:46

ეკონომიკა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

26 ნოემბერი 2021, 22:45

COVID19

„ომიკრონი“ - ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია - „ომიკრონი“. „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანი

26 ნოემბერი 2021, 22:21

მსოფლიო

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა

ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:43

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილზე: კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.

26 ნოემბერი 2021, 21:15

COVID19

ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

კახა კუჭავა: უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ

არ ჰქონდათ პრობლემა დეპუტატებს. გვქონდა კომუნიკაცია ფრაქციებთან და ყველა დეპუტატს, ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სააკაშვილი მოენახულებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

26 ნოემბერი 2021, 21:04

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია

ოპოზიციონერი დეპუტატის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მადრიდში გვექნება შესაძლებლობა ვესაუბროთ პარტნიორ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ესაუბროს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე.

26 ნოემბერი 2021, 20:58

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს

აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთისა და სომხეთის ლიდერებთან სამმხრივ შეხვედრაზე.

26 ნოემბერი 2021, 20:57

საზოგადოება

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი შექმნა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა. ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მისი მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და ვებგვერდზე მომუშავე სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

26 ნოემბერი 2021, 20:54

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინა დაამარცხა.