IMEDI /  12 ნოემბერი 2021, 13:59 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული ხელისუფალია და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მისცემს

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ზელენსკის მხრიდან სიტყვა არ თქმულა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაციის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეს საკითხი ნამდვილად ან არ აღელვებს, ან სრულ ნდობას უცხადებს საქართველოს მართლმსაჯულებას - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული ხელისუფალია და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას არავის არ მისცემს, რაც მის პოლიტიკური ლიდერის იმიჯს კიდევ უფრო აძლიერებს.

„საქართველოს პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის საუბარს, რომელიც სააკაშვილის თემას შეეხებოდა დარწმუნებული ვარ ბევრი გამოხმაურება მოჰყვება, თავისი ახსნებითა და ინტერპრეტაციებით. მიუხედავად ამისა, რამდენიმე აუცილებელ მესიჯს მეც უნდა შევეხო.

კარგია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დაინტერესდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თავის დროზე დაინტერესებულიყო, თუ რატომ ეროდა მისი მოქალაქე სხვა სახელმწიფოს საქმეებში, მით უფრო რევოლუციის და არეულობი მოწყობის მიზნით;

საინტერესოა, რომ ზელენსკის მხრიდან სიტყვა არ თქმულა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაციის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეს საკითხი ნამდვილად ან არ აღელვებს, ან სრულ ნდობას უცხადებს საქართველოს მართლმსაჯულებას;

რაც შეეხება საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული ხელისუფალია, და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას არავის არ მისცემს, რაც მის პოლიტიკური ლიდერის იმიჯს კიდევ უფრო აძლიერებს.

ძალიან, რომ თავი არ შეგაწყინოთ, სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ:

„უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.“

„სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.“

და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის თხოვნაზე, უკრაინელ ექიმებს მიცემოდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესაძლებლობა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა უპასუხა -„პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ!“ - წერს ლევან ნიკოლeიშვილი facebook-ზე.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში, თურქეთთან, მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, იზმირთან, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ურლას დასახლებიდან 56,18 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ბიძგები ზედაპირიდან 3,97 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2021, 12:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში

ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 11:56

ეკონომიკა

Fodors Travel-ი სვანეთის შესახებ წერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ედიშერ გვენეტაძე

30 ნოემბერი 2021, 11:52

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, ბარამიძისთანა მლიქვნელების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების, ხოშტარიასნაირი „მოშიმშილეების“ და კირკიტაძისნაირი უვიცების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"! ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელმა დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა პიარებზე გათვლილი და ფიქტიური.

ედგარს რინკევიჩსი

30 ნოემბერი 2021, 11:47

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია - სიმართლე გითხრათ, ევროპული პერსპექტივა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დაფიქსირებულიყო

„ევროპული პერსპექტივა ძალიან საინტერესო საკითხია და ასოცირებულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. ვიტყოდი, რომ როგორც MAP-ია ნატოში, ისეა ევროპული პერსპექტივის აღიარება. მე თბილისში ვიზიტით ვიმყოფებოდი ივნისის დასაწყისში. ვესაუბრე საქართველოს პრემიერ- მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს და პარლამენტის წევრებს. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.

30 ნოემბერი 2021, 11:45

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

უკვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრინციპია მეტი მეტისთვის. თუ ასოცირებულები არიან მზად დაწინაურდნენ სექტორული თანამშრომლობის კუთხით, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით , მაშინ ევროკავშირმა ეს უნდა გააკეთოს. ამ იდეას და მიდგომას ლატვია მხარს უჭერს და ამ თემაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა რინკევიჩმა.

30 ნოემბერი 2021, 11:44

ეკონომიკა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 66.8 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 66.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 11:40

ეკონომიკა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლია ორკოდაშვილი

30 ნოემბერი 2021, 11:36

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის თქმით, არცერთი პოლიტიკოსის მხრიდან არ ყოფილა ზეწოლის მცდელობა

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, სიტყვა არ შეაწყვეტინეს.

ლევან იოსელიანი

30 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: სააკაშვილის განცხადებაში შეცდომებზე სინანული და აღიარება ვერ დავინახე, რაც გულდასაწყვეტია

„ჩემთვის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი იყო, რომ მე ვერ დავინახე მისი სინანული და აღიარება იმ შეცდომების, რაც დაშვებული იყო, თუნდაც გირგვლიანის მიმართ, თუნდაც 7 ნოემბრის საქმეზე, სამწუხაროდ, ეს სინანული ვერ დავინახე. არადა, ყველა პრობლემის მოგვარება აღიარებითა და ბოდიშის მოხდით იწყება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ბექა დავითულიანი

30 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ვიხილეთ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საზოგადოებამ გუშინ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა იხილა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს. მისი თქმით, სააკაშვილს თავი შეუცდომლად მიაჩნია და საზოგადოებამ ნახა, რა ტიპის დამნაშავესთან აქვს საქმე.

30 ნოემბერი 2021, 11:33

თემა

შეიძლება თუ არა, აცრის უარყოფითი შედეგები წლების შემდეგ გამოვლინდეს?

იმ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ სურთ, თავის ქმედებას ვაქცინაციის გრძელვადიანი შედეგების შიშს უკავშირებს. რეალურად არსებობს თუ არა ასეთი რისკი?- ამ კითხვაზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

30 ნოემბერი 2021, 11:22

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს.

30 ნოემბერი 2021, 11:20

თემა

გსურთ წარმატებული დიზაინერი გახდეთ? მოკლე გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ ამ სფეროში კარიერა

თანამედროვე შრომის ბაზარზე გრაფიკული დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამ სპეციალობის ადამიანები მუშაობენ ბანკებსა და მედიაორგანიზაციებში, მუშაობენ ამა თუ იმ ბრენდის ვიზუალზე ან ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეფუთვას ქმნიან. თუ თქვენ დიზაინერობაზე დიდი ხანია ფიქრობთ, სწორედ რომ ამ იდეის რეალიზაციის დროა. რით უნდა დაიწყოთ და როგორ შეძლებთ ამ სფეროში საკუთარი თავის სწრაფად და წარმატებულად დამკვიდრებას?- ამაში უკვე ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ.

30 ნოემბერი 2021, 11:16

რეგიონი

საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, EU4Culture-ი 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

თბილისში, EU4Culture-ი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, პრესკონფერენციასა და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

30 ნოემბერი 2021, 11:04

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია: პოლიტიკური მიკერძოება და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისევ მაუწყებლების მთავარი გამოწვევაა

რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

30 ნოემბერი 2021, 11:03

მსოფლიო

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთში ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა.

30 ნოემბერი 2021, 11:01

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.