IMEDI /  12 ნოემბერი 2021, 17:21 / სანდო წყარო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებთან თემატური მოკვლევის შესახებ მოსმენა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს ორი შეხვედრა გამართა, სადაც კერძო სექტორის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევის შესახებ იმსჯელეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, საკომიტეტო თემატური მოკვლევა წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას.

„მცირე და საშუალო ბიზნესი არის ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, ასევე ყველაზე დიდი დამსაქმებელია, რომელიც პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის შედეგად ყველაზე უფრო დაზიანებული სექტორია. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი სწრაფად აღდგენა. ჩვენი კომიტეტის ფარგლებში, როგორც ეს შესაძლებელია, პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები.

აქედან გამომდინარე კომიტეტმა ზაფხულში დაიწყო თემატური მოკვლევა მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები პოსტპანდემიურ პერიოდში. დღეს მოვუსმინეთ როგორც კერძო სექტორის სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებს, ასევევ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამინისტროებსა და სსიპებს, ვინც ფაქტობრივად ფარავს ამ სექტორს და ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც ამ ვითარებაში შეიძლება ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს. განვიხილეთ როგორ შეიძლება ამაზე მაქსიმალურად სწრაფად რეაგირება. ეს ყველაფერი კი აისახება შესაბამის რეკომენდაციებში, რომელიც აუცილებლად მიეცემა შესაბამის უწყებებს გასათვალისწინებლად“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტი რამდენიმე თვეა ატარებს თემატურ მოკვლევას კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევების და ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, „შეხვედრაზე ხდება არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, რომ ამ მოსმენების შედეგად ჩვენ სრული ინფორმაცია გვქონდეს მათ შესახებ რათა დავსახოთ შესაბამისი რეკომენდაციები და თუ საჭირო იქნება, საკანონმდებლო ინიციატივებიც“.

მოკვლევის ტექნიკური პირობები 37 ორგანიზაციას დაეგზავნა, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო - ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს.

მოკვლევის ფარგლებში კომიტეტმა მონაცემები და წინადადებები მიიღო 22 დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისგან.

მხარეების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს და რეკომენდაციებს კომიტეტი ასახავს შემაჯამებელ დასკვნაში. მიღებული რეკომენდაციები 2021 წლის ბოლომდე გადაეგზავნება უწყებებს.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2021, 10:39

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 867 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 809 830, გარდაიცვალა 12 407 პაციენტი.

06 დეკემბერი 2021, 10:38

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 778 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი.

06 დეკემბერი 2021, 10:33

პოლიტიკა

GITA-ს ორგანიზებით იმერეთში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

იმერეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაცით, სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, პრე-აქსელერაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერები და რეგიონში მცხოვრები დაინტერესებული ახალგაზრდები დაესწრნენ.

06 დეკემბერი 2021, 10:33

საზოგადოება

თბილისში მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ჰარი პოტერი ჰოგვორტსში დაბრუნება

06 დეკემბერი 2021, 10:31

კულტურა

„ჰოგვორტსში დაბრუნების“ პირველი ტიზერი გამოქვეყნდა⚡👓

„ჰოგვორტსში დაბრუნება“ ეკრანებზე 2022 წლის 1-ელ იანვარს გამოვა. მასში მონაწილეობს მთავარი როლების შემსრულებლები დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი, რუპერტ გრინტი, ტომ ფელტონი და სხვები მიიღებენ. ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი, რომელმაც ჰარი პოტერის შესახებ წიგნები დაწერა, ეპიზოდის მონაწილეთა შორის არ არის.

06 დეკემბერი 2021, 10:29

საზოგადოება

თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ხვალ, 7 დეკემბერს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

06 დეკემბერი 2021, 10:26

რეგიონი

საგარეჯოსა და ახმეტაში ნახშირის უკანონო გამოწვის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 9 ფაქტი გამოავლინეს.

ბექა ფერაძე

06 დეკემბერი 2021, 10:20

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: თუ ესა თუ ის ბიზნესი თავისი პერსონალის 80%-ს აცრის, „მწვანე სერტიფიკატს“ მივანიჭებთ და სხვადასხვა მარკეტინგული გზით დავეხმარებით, მათ შორის - პიარში

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, განაცხადა, რომ იმ ბიზნესობიექტებს, რომელთა პერსონალიც 80% ან მეტი აიცრება, „მწვანე სერთიფიკატი“ მიენიჭებათ.

ლატარეა ასტრალია 55 ქალი 80 მილიონი

06 დეკემბერი 2021, 10:06

ტაბლოიდი

​ავსტრალიაში 55-მა ქალმა ლატარეის საერთო ბილეთი იყიდა და ჯეკპოტი მოიგო

55 ქალი ერთ ფიტნეს-კლუბში დადის. მათი ასაკი 17-დან 84 წლამდე მერყეობს. ერთ დღეს მათ ლატარეის ბილეთების ყიდვა გადაწყვიტეს და თითოეულმა ამისთვის 5 დოლარი გადაიხადა. მომგებიანი ბილეთი ახლომდებარე კიოსკში მათთვის ფიტნეს-კლუბის ხელმძღვანელმა შეიძინა.

ბექა ფერაძე

06 დეკემბერი 2021, 10:04

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: მაღალი რისკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ღამის კლუბების ფუნქციონირება შეზღუდულია

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, კლუბ „ხიდის დაჯარიმებისა და დალუქვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ღამის კლუბების ფუნქციონირება, ამ ეტაპზე, ნებადართული არაა და ამასთან, ობიექტმა რეგულაციების დარღვევით დააანონსა ღონისძიების გამართვა.

06 დეკემბერი 2021, 09:51

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სამარცხვინო იყო ჟურნალისტის პირად მოსაზრებებსა და ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე აგებული სიუჟეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების შეფასებით, სიუჟეტი ხაზგასმით წარმოაჩენდა ტელეკომპანიის მიკერძოებულ პოლიტიკურ ინტერესს, არასრულად მოპოვებული ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, არაპროფესიონალიზმსა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას.

თენგიზ ცერცვაძე

06 დეკემბერი 2021, 09:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

06 დეკემბერი 2021, 09:21

სამართალი

15 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლო პროცესიც. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

თაზო ფაცაცია

06 დეკემბერი 2021, 09:15

რეგიონი

თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ზუგდიდის განვითარების შეფერხება სურს

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში დაგეგმილ აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ზუგდიდის საკეთილდღეოდ საკრებულოში კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 09:05

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი რადიკალური პროცესების მომხრეა და სურს, მათი რადიკალიზმი კონსტიტუციის დონეზე წავახალისოთ

უმრავლესობის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თემაზე კონსულტაციები მაშინ ექნებათ, როცა ეს რადიკალური ნაწილი გონს მოეგება და პოლიტიკურ პროცესებში ნორმალურად ჩაერთვება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: შეიძლება, ახლა ვიღაცას მეტად ან ნაკლებად აწყობს დაბალი ბარიერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის ბევრად უკეთესი იქნება

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, შეიძლება, მოცემულ მომენტში ვიღაცას აწყობს დაბალი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის უკეთესი იქნება.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელის უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეებში უფრო მეტად პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე

„თუ მოქალაქეს იბარებენ, ვალდებულია, უწყებაში მივიდეს. აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება ერთადერთ რამეს - მას უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში, უფრო მეტად, პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე და, როგორც ჩანს, მოუნდა, რომ რაღაცნაირად, საზოგადოებას თავი გაახსენოს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ნიკა მელია

06 დეკემბერი 2021, 08:27

სამართალი

ნიკა მელიას თქმით, სუს-ში დაიბარეს, თუმცა მისვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, თუმცა, მისვლას არ აპირებს. ინფორმაცია მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვარაუდობს, რომ გამოკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ბექა დავითულიანი

06 დეკემბერი 2021, 08:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული

„მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ექიმები ჩათვლიან, რომ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ის რეაბილიტირებულია და მოვიდა დრო, რომ სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებას დაუბრუნდეს, ასეც მოხდება“, აღნიშნა ბექა დავითულიანმა

06 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 დეკემბერს ქუთაისში ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება. +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.