imedi /  16 ნოემბერი 2021, 13:19 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება და პრივილეგია, მაგრამ ის არ შეიძლება იდგეს სამართალზე ქვემოთ, ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება და პრივილეგია, მაგრამ ის არ შეიძლება იდგეს სამართალზე ქვემოთ და ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე მიმდინარე მართლმსაჯულების ფარგლებში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საპატიმრო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს გამოეხმაურა.

„პროცესზე უშუალო მონაწილეობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. არავის აქვს უფლება თქვას, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა. ეს შესაძლებლობა მას აქვს, მსგავსად ათი ათასობით პატიმრისა, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ დისტანციური, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიიღო მონაწილეობა უშუალოდ პროცესში და სწორედ ამ გზით ჩატარებულია ორმოცი ათასზე მეტი სასამართლო სხდომა, სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბოლო, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში. მინდა დავარწმუნო უკლებლივ ყველა, რომ რამდენადაც ამის შესაძლებლობა იარსებებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ფაქტორების მხედველობაში მიღებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი სურვილებიც, საპროცესო უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ - რამდენადაც ამის შესაძლებლობას შეიძლება იძლეოდეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები და რეალური სიტუაცია. მაგრამ ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი აქციოს საკუთარი ბნელი ზრახვების განხორციელების მექანიზმად და საშუალებად.

არაგონივრულია ახლა, ამ ვითარებაში, კერძო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანა გამოცხადდეს თვითმიზნად, როდესაც ამის კონკრეტული აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. აუცილებლობა გაჩნდება და იარსებებს, თუკი იარსებებს ურგენტულად ისეთ სამედიცინო მანიპულაციის განხორციელების საჭიროება, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახური. სხვა შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივით და მხოლოდ ამ პრიზმაში ეს საკითხი განხილული არ და ვერ იქნება და არც უნდა იყოს ასე. თუკი ასეთი აუცილებლობა გაჩნდება, დიახ, პენიტენციური სამსახური მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. არავინ არის განწყობილი საიმისოდ, რომ ჯანმრთელობის დაცვის რისკები არ იყოს პრიორიტეტული. მართლაც უცნაური ვითარებაა, ოპოზიციამ შექმნა ეს უცნაური პარადიგმა, როდესაც სამედიცინო საკითხებზე პოლიტიკოსები მსჯელობენ და პოლიტიკურ საკითხებზე ექიმები. აჯობებს, რომ პროცესი თავის კალაპოტში იდგეს - ეს იქნება ერთადერთი სწორი გზა ნებისმიერი დაძაბულობის განმუხტვისთვის“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

ვანო გრიქუროვი

27 ნოემბერი 2021, 21:27

სპორტი

მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა

მსგავსი ტიპის მიდგომები - საზოგადოებრივი შრომა სოციალური ბენეფიტების ნაცვლად, უკვე არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სოციალური დახმარების მიღება. ჯერ ერთი, თანხაში ეს უფრო მეტია და თანაც ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა, შეფუთვა. გვესმის, რომ ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ სოციალურ პოლიტიკის სფეროში პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:03

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში, მერე შეიძლება ფიქრობდეს, რომ სოციალური დახმარება აღარ ექნება, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ

„ძირითადი დემოტივატორი ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში და მერე შეიძლება ფიქრობდეს: „ამ სამუშაოს მიღების შემდეგ შეიძლება ისევ უმუშევარი დავრჩე და ამ შემთხვევაში განწირული ვარ სიღარიბისთვის, არ მექნება სოციალური დახმარება“, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ. დღეს უკვე გადადგმულია ამ კუთხით ნაბიჯი. იცით, რომ ბოლო პერიოდში თუ სოციალურად დაუცველი საქმდება, მას სოციალური ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მაინც უნარჩუნდება. ეს დაცვის ელემენტი უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ყოველთვის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მართლაც სოციალურად დაუცველია, მას სჭირდება გარკვეული კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან და არ გააჩნია სამსახური“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე იტყვის, რომ საჭიროა მობილიზება რათა მათი ბელადი დაიხსნან ტყვეობიდან, უნდათ ჯახი და სისხლისღვრა

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ან საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა, ასეთი თეორია არც განიხილება. ჯერ ერთი, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და თანაც, მხოლოდ სააკაშვილის და მიდი მომხრეები ხომ არ არიან, აქ არის საზოგადოება, რომელიც უყურებს რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ვერ მოაგვარა ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღოს

ამბობენ, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან და თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინ სხვანაირად იყო. ისე გამოჰყავთ, რომ გულუბრყვილო ადამიანმა, რომელიც მოწყვეტილია ყოველდღიურობას, შეიძლება დაიჯეროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

„ფაქტი ერთია, მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო

„ვითარება არ არის მარტივი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავეა და კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

27 ნოემბერი 2021, 20:01

კულტურა

ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა

სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ, სანდრა ბოჟიჩმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 19:53

სამართალი

პროკურატურა: „ტვ პირველის“ ანონსში დასახელებული საქართველოს გენერალური პროკურატურის თითოეული წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა

„ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოჰყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება და ხსენებული გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:26

რეგიონი

მაშველებმა ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება

„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:24

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე დაამარცხა.

27 ნოემბერი 2021, 18:58

საზოგადოება

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

27 ნოემბერი 2021, 18:42

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 18:36

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში გამოვლინდა. მისივე თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია და ორივე ინფიცირებული, თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად, უკვე თვითიზოლაციაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 18:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მადრიდში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე

მადრიდში ვიზიტის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს ისეთ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ნაკლებად გვაქვს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის მობილიზება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 18:13

საზოგადოება

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის კონტაქტურ მდგომარეობაშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ლევან მახაშვილი

27 ნოემბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე კახა კუჭავა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრებს

„ორმხრივი შეხვედრებს ორი მთავარი მიზანი აქვს: პირველი ის, რომ ჩვენს პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, ვესაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე და იმაზე, თუ რა ნეგატიური შედეგები აქვს მას და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს რუსული ოკუპაცია. და მეორე - ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, როგორც გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ვხვდებით ჩვენს მეგობრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და რაც ძალიან სასიამოვნოა, არის ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში, ამ ქვეყნებიდან გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით“,- აღნიშნა მახაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მალტურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება ​აღმოგვიჩინონ ​დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო

აზიასა და აფრიკაში მდებარე ქვეყნები ყოველთვის არიან რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი. ჩვენთვის განსაკუთრებეულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე იმყოფება.

27 ნოემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის სეიმში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან (სეიმი) მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ლიეტუვას სეიმში შეხვედრები გამართეს.

27 ნოემბერი 2021, 17:16

თავდაცვა

მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, ტყიბულში, სადაც დღეს ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნაწილი, თავისი ინიციატივით აწარმოებდა სამუშაოს.