19 ნოემბერი 2021, 14:21 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: აქტიურად ვმუშაობთ დეკემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები სამიტის დეკლარაციაში ავსახოთ

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

„აქტიურად მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება მუშაობა 15 დეკემბერს დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და მოლოდინების ასახვის მიზნით, გაიმართა არაერთი შეხვედრა და ღონისძიება, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში, ისე წევრ ქვეყნებთან. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იყო 15 ნოემბერს გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობა, სადაც პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, კიდევ ერთხელ, სამიტამდე, მაღალ დონეზე ემსჯელათ თანამშრომლობის ამ ფორმატის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მომავალ მიზნებზე, ხოლო ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელთა ასახვაც მიზანშეწონილია სამიტის დეკლარაციის ტექსტში“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, გასული ერთი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამ კუთხით, აღინიშნა ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა დადებითად შეაფასა გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

დავით ზალკალიანის თქმით, 2021 წელს მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანიც სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა 2021 წელს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ასოცირებული ტრიოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში შემუშავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესაბამისი ანგარიში.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში საქართველოსთვის გათვალისწინებული 5 საფლაგმანო პროექტის განხორციელების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკაზე, მათ შორის, აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონში შექმნილი რთული ვითარების ფონზე.

ევროინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა და 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

დავით ზალკალიანის თქმით, აქტიური ძალისხმევა მიიმართება საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი პარტნიორის როლის კონსოლიდაციისკენ, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ტრანსფორმაციისკენ, რაც გულისხმობს დიფერენციაციის პრინციპის საფუძველზე მონაწილე ქვეყნების პრიორიტეტებზე ფოკუსირების გაზრდას.

ხაზი ასევე გაესვა ასოცირების შეთანხმების რეალიზაციას, DCFTA-ის შესაძლებლობებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის პრიორიტეტების განხორციელებას.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: ეს არის საქციელი, რომელიც სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის

ეს არის საქციელი, რომელიც სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი - როგორი არ უნდა იყო პრეზიდენტი და სახელმწიფო მოხელე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

01 დეკემბერი 2021, 20:16

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ყველაფერზე მაღლა დგას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დადგება უკრაინის გვერდით მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერი მცდელობის წინაშე.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა

დღესდღეობით, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის გამო არსებობს სასწავლო დანაკარგები, რაც ბავშვებს აქვთ და ასევე ფსიქო-ემოციური დანაკარგები, რასაც განიცდიან ბავშვები სწორედ იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ დისტანციური პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

01 დეკემბერი 2021, 19:58

მსოფლიო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას

ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას, - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვეტლან სტოევმა.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული

სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი რეაბილიტირებულია, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2021, 19:44

მსოფლიო

აშშ კრემლს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები

აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანოს და აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:32

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი

„ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, შესრულდეს. ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.

დმიტრო კულება

01 დეკემბერი 2021, 19:26

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთი უკრაინის ნატოსთან დაახლოებას ვერ შეაჩერებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ნატოსთან უკრაინის მჭიდრო კავშირები დაბლოკოს, ხოლო უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც მოსკოვი დასავლეთისგან მოითხოვს, არალეგიტიმური იქნება.

რიმა ბერაძე

01 დეკემბერი 2021, 19:01

საზოგადოება

„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიხეილ ჩხენკელის მოსმენისას, რიმა ბერაძე თბილისის 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მდებარე 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა.

01 დეკემბერი 2021, 18:52

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს“ პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომხმარებლისთვის ტარიფები არ გავზარდოთ

„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 18:47

საზოგადოება

სემეკში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების სფეროში ინვესტიციების რეგულირების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის, სემეკის და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო განხილვებისთვის და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზების შესახებ.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 18:43

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ონლაინ სწავლება ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს

რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

01 დეკემბერი 2021, 18:41

რეგიონი

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფო-ტური გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ღიბრაძე

01 დეკემბერი 2021, 18:41

ეკონომიკა

გიორგი ღიბრაძე: გარკვეული მზადება და კომუნიკაციაა ბიზნესთან ახალი წლისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება იქნება იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.

01 დეკემბერი 2021, 18:29

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, როგორ ვიმუშაოთ ერთად და როგორ გავაღრმავოთ ურთიერთობები საზღვაო სფეროში

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენე სანდ ანდრესენსა და საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩს შავი ზღვის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა

ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა,- ამის შესახებ „ჯეოქეისი“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:16

პოლიტიკა

ვიქტორ ყოფიანი: ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს

ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენ ნატოელ მოკავშირეებს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.